თოხნური: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''თოხნური''', უძველესი ქართული ხალხური მრავალხმი...)
 
'''თოხნური''', უძველესი [[ქართული ენა|ქართული]] ხალხური მრავალხმიანი [[შრომა|შრომის]] [[სიმღერა]], მღერიან თოხნის დროს. ჩვენამდე მოღწეული თოხნური ორ-, სამ- და ოთხხმიანია. ასრულებენ მამაკაცები, ზოგჯერ ორი გუნდი ერთი მეორის შენაცვლებით. ორ- და სამხმიანი თოხნური გვხვდება [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], ოთხმიანი - ნადურის ან ყანურის სახელწოდებით - [[გურია]]სა და [[აჭარა]]ში. [[მეტრი]]ს, [[რიტმი]]სა და [[კილო]]ს მხრივ მრავალფეროვანია. ხშირად ერთ თოხნურშიც შეინიშნება მეტრისა და კილოს ნაირსახეობა. პოეტური ტექსტი იმპროვიზირებულია, დამოკიდებულია სიმღერის დამწყებზე. მხნე და ხალისიანი სიმღერაა, მთავრდება უნისონსა და კვინტაზე, იშვიათად - კვარტაზე.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*'' ჩხიკვაძე გ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 698, თბ., 1979
 
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]]