ალეგზანდერ ჰამილტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[Image:Alexander Hamilton.jpg|thumb|200px|ალექსანდრ ჰამილტონის პორტრეტი, ავტ. ჯონ თრამბალი, 1792]]
'''ალექსანდრ ჰამილტონი''' (''ინგლ. Alexander Hamilton'') (დ. [[11 იანვარი]], [[1755]] ან [[1757]] — გ. [[12 ივლისი]], [[1804]]), ამერიკელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და სამხედრო. ჰამილტონი „[[ფედერალისტთა დოკუმენტები|ფედერალისტთა დოკუმენტების]]“ ერთ–ერთი ავტორია (ინგლ. Federalist Papers). ამ დოკუმენტით დაიცვეს აშშ–ს ახალი კონსტიტუცია სკეპტიკოსი ნიუ–იორკელებისგან. ჰამილტონის დამსახურებაა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება, ის იყო ფინანსთა მინისტრი, მან ჩამოაყალიბა [[პირველი ამერიკული ბანკი]], სახალხო კრედიტი და [[საფონდო ბირჟა]]. საკუთარი პოლიტკური შეხედულებების [[ჯეფერსონი, თომას|თომას ჯეფერსონისა]] და [[ჯეიმს მედისონი|ჯეიმს მედისონისაგან]] დასაცავად, ჰამილტონმა ჩამოაყალიბა პირველი პოლიტიკური პარტია, [[ფედერალისტთა პარტია]], რომლის ლიდერიც იყო ვიდრე [[ბური, აარონ |აარონ ბურთან]] დუელის დროს არ დაიღუპა.
 
==ადრეული წლები==
==მინისტრობის შემდგომი პერიოდი==
 
[[1794]] წელს ჰამილტონმა რომანი გააბა [[რეინოლდსი, მარია|მარია რეინოლდსთან]], ამან მის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა და შემდგომ პოლიტიკურ წინსვლაში ხელი შეუშალა. რეინოლდსის ქმარმა გადაწყვიტა ჰამილტონის დაშანტაჟება, რისთვისაც ის დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ რეინოლდსი დაუკავშირდა [[ჯეფერსონის რესპუბლიკელები|ჯეფერსონის რესპუბლიკელებს]], კერძოდ [[ჯეიმზ მონრო, ჯეიმს|ჯეიმს მონროს]]. ჰამიტლონმა უარყო ყველა ბრალდება, თუმცა არ უარყოფდა მარია რეინოლდსთან ნაცნობობას.
 
მონრო შეპირდა ალექსანდრ ჰამილტონს რომ ყველა დეტალს საიდუმლოდ შეინახავდა და საჯაროდ არ გამოაქვეყნებდა, თუმცა თომას ჯეფერსონი ასე არ ფიქრობდა. ჭორების გავრცელების შემდეგ ჰამილტონი იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა ეს ფაქტი, რამაც შოკში ჩააგდო მისი მომხრეები და ოჯახის წევრები. კონფიდენციალურობის დარღვევისათვის და სიტყვის გატეხვისათვის ჰამილტონა დუელში გამოიწვია ჯეიმს მონრო, თუმცა ეს დუელი მაშინდელი სენატორის აარონ ბურის ალისხმევის შედეგად გაუქმდა.