ევიტა პერონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
დაიბადა [[1919]] წელს, არგენტინის პამპასის რეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. ხუთშვილიან ოჯახში, ევიტა მეოთხე შვილი იყო. [[1934]] წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ [[ბუენოს აირესი|ბუენოს აირესში]], სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. [[1944]] წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ [[ხუან პერონი|ხუან პერონს]]. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. [[1946]] წელს, ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი [[პერონიზმი|პრო-პერონისტული]] განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — [[ქალ პერონისტთა პარტია]]ს.
 
[[1951]] წელს, ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად [[არგენტინის კონგრესი]]ს მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი.<ref>Fraser & Navarro (1996:158). "As Evita's health continued to deteriorate that month, the city of Quilmes resolved to change its name to 'Eva Perón,' and Congress, after a special legislative session, devoted to eulogies of 'the most remarkable woman of any historical epoch', gave her the title Jefe Espiritual de la Nacion (Spiritual Leader of the Nation)."</ref><ref name=scots>{{cite news |url=http://www.scotsman.com/news/world/a-nation-seeks-salvation-in-evita-1-629066 |title=A nation seeks salvation in Evita |last=Bolocco |first=Cecilia |work=The Scotsman |date=18 November 2002 |accessdate=7 March 2017 |quote="On 26 July 1952, a hushed Argentina heard Eva Perón, the 'spiritual leader of the nation', had died, aged 33."}}</ref><ref name="Crassweller quote">Crassweller (1987:245). "A week later, on her thirty-third birthday, she received from Congress the title of Spiritual Leader of the Nation."</ref> 1952 წლის [[26 ივლისი|26 ივლისს]], ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.
 
==ლიტერატურა==
* [http://www.evitaperon.org/ Eva Perón Historical Foundation]
*[http://www.casahistoria.net/peron.htm casahistoria pages on Perón] Les Fearns site, also links to Eva Perón pages
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ავტორიტეტული წყაროები}}