მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Gaga.vaa გვერდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გადაიტანა გვერდზე „მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)“ გადამისამართებაზე
No edit summary
ხაზი 30:
2015–16 სეზონის მიხედვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბი იყო. წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 689 მილიონი [[ევრო]]<ref>{{cite news|title=Man Utd: Premier League club named world's leading revenue-generating club|url=http://www.bbc.com/sport/football/38655480|work=bbc.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. 2015 წლის მონაცემებით „იუნაიტედი“ მესამე ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი იყო, შეფასებული 1.98 მილიარდ [[გირვანქა სტერლინგი|გირვანქა სტერლინგად]]<ref>{{cite news|title=Real Madrid 'most valuable' sports team - Forbes|url=http://www.bbc.com/sport/football/33537931|work=bbc.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>.
 
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქეებია: [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]], [[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|„მანჩესტერ სიტი“]], [[ლიდზ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ლიდზ იუნაიტედი“]] და [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალი“]].
 
გუნდის მოქმედი მწვრთნელია [[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] სპეციალისტი [[ჟოზე მოურინიო]], რომელიც 2016 წლის 27 მაისს დაინიშნა მწვრთნელად<ref>{{cite news|title=MOURINHO APPOINTED UNITED MANAGER|url=http://web.archive.org/web/20180506131828/http://www.manutd.com/en/News-And-Features/Football-News/2016/May/club-statement-manchester-united-confirm-jose-mourinho-as-new-manager.aspx?utm_source=twitter&utm_medium=post&utm_campaign=ManUtd|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდის კაპიტანია [[ანტონიო ვალენსია]].
ხაზი 46:
1902 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „მანჩესტერ სენტრალი“ და „მანჩესტერ სელტიკი“, თუმცა საბოლოოდ აირჩიეს „მანჩესტერ იუნაიტედი“. ასევე შეიცვალა გუნდის ფორმა. ახალი ფორმა წითელი მაისურებისგან, თეთრი ტრუსებისგან და შავი წინდებისგან შედგებოდა.
 
მომდევნო წელს გუნდის მწვრთნელად დაინიშნა [[ერნესტ მენგნალი]]. მენგნალმა მიზნად დაისახა გუნდი აღეზევებინა პირველ დივიზიონში. მან აქტიურად დაიწყო სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა და მიიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: [[ჩარლი სეიგარი]], [[ჰარი მოგერი]], [[ჯორჯ უოლი]], [[ჯეკ პიკენი]], [[დიკ ჰოლდენი]], [[ტომი ბლექსტოკი]], [[დიკ დაკუორთი]], [[ალექს ბელი]] და [[ჩარლი რობერტსი]], რომელიც გუნდის კაპიტანი გახდა. 1905–06 წლების სეზონში გუნდი აღზევდა მეორე დივიზიონიდან უმაღლეს დივიზიონში 12 წლის შემდეგ. მენგნალმა განაგრძო სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა და თანაქალაქელი [[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|„მანჩესტერ სიტიდან“]], რომელიც სკანდალში იყო გახვეული, გადაიყვანა [[სენდი ტერნბული]] და როგორც მას უწოდებდნენ „უელსელი ჯადოქარი“ [[ბილი მერედითი]]. ამ ორმა ტრანსფერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ ტრიუმფში – გუნდმა 1908 წელს პირველად მოიგო [[ინგლისის ჩემპიონები ფეხბურთში|ინგლისის ჩემპიონატი]].
ჩემპიონატის მოგებით, გუნდმა [[ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი|ინგლისის სუპერთასზე]] მოიპოვა თამაშის უფლება, სადაც [[ქუინზ პარკ რეინჯერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ქუინზ პარკ რეინჯერსი“]] დაამარცხა. მომავალ წელს, გუნდმა პირველად მოიპოვა [[ინგლისის ასოციაციის თასი]]. ტერნბული და მერედიტი, ისევე როგორც თავიანთ სადებიუტო სეზონებში, ახლაც საკვანძო ფიგურები იყვნენ. ტერნბულმა ასოციაციის თასის ფინალში [[ბრისტოლ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|„ბრისტოლ სიტისთან“]] გამარჯვების გოლი გაიტანა<ref>{{cite web|url=http://www.fa-cupfinals.co.uk/1909.html|title=FA Cup Final 1909|publisher=''FA Cup History''|lang=en|archiveurl=http://www.webcitation.org/612ecrQfG|archivedate=2011-08-19}}</ref>.
 
ხაზი 639:
 
[[ფაილი:View of Old Trafford from East Stand.jpg|left|thumb]]
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს „ოლდ ტრაფორდი“ გერმანულმა ავიაციამ დაბომბა და შედეგად სტადიონი სერიოზულად დაზიანდა<ref>{{cite news|title=The Old Trafford story: 1931 - 1962|url=http://web.archive.org/web/20180506145534/http://www.manutd.com/en/History/The-Old-Trafford-Story/The-Old-Trafford-Story/2014/Oct/The-Old-Trafford-Story-1931-1962.aspx|work=manutd.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. გუნდი რამდენიმე წლით თანაქალაქელი [[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|„მანჩესტერ სიტის“]]ს“ მოედან [[მეინ როუდი|„მეინ როუდზე“]] გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღდგენილ „ოლდ ტრაფორდზე“ 1949 წლის 24 აგვისტოს დაბრუნდა, როდესაც მათ [[ბოლტონ უონდერერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ბოლტონ უონდერერსი“]] 3–0 დაამარცხეს.
 
„ოლდ ტრაფორდმა“ ბევრჯერ განიცადა რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. სტადიონის ტევადობა თანდათან იზრდებოდა და ის დღეს 75,643 მაყურებელს იტევს. „ოლდ ტრაფორდი“ ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ევროპაში, ხოლო ინგლისში ტევადობით მხოლოდ „[[უემბლის]]“ ჩამორჩება. სტადიონმა უმასპინძლა [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1966|1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის]] მატჩებს. ასევე აქ გაიმართა 2003 წლის [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ფინალი [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|„მილანსა“]] და [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|„იუვენტუსს“]] შორის<ref>{{cite news|title=Milan lift European crown|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2002/matches/round=1640/match=1045288/postmatch/report/index.html|work=uefa.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები]] ახალი „უემბლის“ აშენებამდე, ძირითადად „ოლდ ტრაფორდზე“ მასპინძლობდა მეტოქეებს.
ხაზი 649:
{{მთავარი|ლივერპული–მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქეობა|მანჩესტერული დერბი|ლიდზ იუნაიტედი–მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქეობა|არსენალი–მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქეობა}}
 
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრადიციულ მეტოქეებად ითვლებოდნენ [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]], [[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|„მანჩესტერ სიტი“]] და [[ლიდზ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ლიდზ იუნაიტედი“]], თუმცა მოგვიანებით მათ ლონდონის [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალი“]] დაემატა.
 
ქალაქ [[ლივერპული]]ს და [[მანჩესტერი]]ს დაპირისპირება [[ინდუსტრიული რევოლუცია|ინდუსტრიული რევოლუციიდან]] იწყება. ერთმანეთის მახლობლად მდებარე ორი დიდი ინდუსტრიული ქალაქი ყველა სფეროში ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ, შესაბამისად ეს დაპირისპირება ფეხბურთსაც შეეხო<ref>{{cite news|title=Scouse v Manc|url=http://news.bbc.co.uk/1/hi/magazine/6956608.stm|work=bbc.co.uk|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>. ამავდროულად „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, შესაბამისად ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ამ მატჩებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.