სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 111:
 
===ეკატერინენფელდის ფრონტი===
[[ფაილი:Valiko_Jugheli.jpg|მინი||282x282px|ვალერიან ჯუღელი]]
14 დეკემბერს [[ტაშირი (ქალაქი)|ვორონცოვკა]]-[[პრივოლნოე (სომხეთი)|პრივოლნოესთან]] გამართულ უთანასწორო ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სომხეთის არმიისთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა გადაელახა [[ლოქის ქედი]] და საბრძოლო მოქმედებები [[ბორჩალოს მაზრა|ბორჩალოს მაზრის]] ეკატერინენფელდის უბანში გადაეტანა. ბორჩალოს მაზრის ამ უბანში განსხვავებით ლორესგან [[სომხები]] უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით მცირე იყო მათი რაოდენობა მდ.[[ბოლნისისწყალი|ბოლნისისწყლის]] ხეობაში რომლის დაკავებაც აუცილებელი იყო რათა განევითარებინათ შეტევა გერმანელი კოლონისტებით დასახლებული [[ბოლნისი|ეკატერინენფელდისკენ]] (დღევანდელი ქალაქი [[ბოლნისი|ბოლნისი]]), რომლის კონტროლსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ომის შემდგომი მსვლელობის განსასაზღვრად. ეკატერინენფელდში და მის გარშემო სოფლებში მცხოვრები [[ქართველები|ქართული]], [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანული]] და [[გერმანელები|გერმანული]] მოსახლეობა საქართველოს ერთგული იყო და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მხარეზე სომხური კონტროლის დამყარებას. სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა მდ.ბოლნისისწყლის ხეობაში მდებარე ერთადერთი სომხური სოფლის [[ბოლნისი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)|ბოლნისის]] მოსახლეობა, ასევე ეკატერინენფელდის ჩრდილოეთით მდ.[[ხრამი|ხრამის]] მარცხენა სანაპიროზე, [[თბილისის მაზრა|თბილისის მაზრაში]] მდებარე სოფლების [[დაღეთი|დაღეთისა]] და [[სამშვილდე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდის]] მოსახლეობა. სამივე ამ სოფელში როგორც ზევით აღინიშნა სომხები XIX საუკუნეში გადმოსახლდნენ.