სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 149:
 
====შულავერის ოპერაცია====
[[ფაილი:General_Giorgi_Kvinitadze.jpg|მინი||298x298px|გიორგი კვინიტაძე]]
24 დეკემბრის მიღწეული წარმატების შემდეგ გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა მიზნად შულავერის გათავისუფლება დაისახა, სადაც სომეხთა ძირითადმა ძალებმა მოიყარეს თავი გენერალ დრასტამატ კანაიანის მეთაურობით და საგანგებოდ მოემზადნენ ქალაქის დასაცავად. შულავერის კონტროლს გარდა სამხედრო თვალსაზრისისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა პოლიტიკური კუთხითაც, რადგან ეს ქალაქი ბორჩალოს მაზრის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. 24 დეკემბერს თბილისიდან ფრონტის ხაზზე დამატებით V ქვეითი პოლკის III და IV ბატალიონები გაემგზავრნენ 1 040 სამხედროს შემადგენლობით. 25 დეკემბრისთვის ომის ეპიცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალები შემდეგნაირად განლაგდნენ: მარცხენა ფლანგს გენერალ ქრისტეფორე ჩხეტიანის მეთაურობით იკავებდნენ, სახალხო გვარდიის [[სამტრედია|სამტრედიის]] რაზმი (500 გვარდიელი), V პოლკის წინწაწეული ბატალიონი, IV საარტილერიო ბატარეა და სადაზვერვო ესკადრონი. ცენტრში განლაგდა სხვადასხვა დასახელების თორმეტი შენაერთი, მათ შორის VI პოლკის ორი როტა, ოფიცრების ასეული და მესაზღვრეთა რაზმი, ასევე მოხალისეები, ფრონტის ამ უბანს გენერალ-მაიორი გიორგი სუმბათაშვილი მეთაურობდა.