სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

=== შულავერის ფრონტი და საქართველოს სამხედრო გამარჯვება ===
====სადახლოს ბრძოლა====
[[ფაილი:Giorgi_Tsulukidze.png|მინი||282x282px|გიორგი წულუკიძე]]
5-17 დეკემბერს ლორეში წარმოებული განუწყვეტელი ბრძოლების შემდეგ, უკანდახეულმა ქართულმა ნაწილებმა თავი [[სადახლო|სადახლოში]] მოიყარეს. გენერალმა გიორგი წულუკიძემ გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად დაეცვა სოფელი და სადახლოს რკინიგზის სადგური, იქამდე სანამ თბილისიდან დამხმარე ძალებს არ მიიღებდა. მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ის ფაქტი, რომ ქართული ნაწილები კვლავინდებურად უკიდურესად მცირერიცხოვანი იყვნენ. გენერალ წულუკიძის განკარგულებაში მყოფი ცოცხალი ძალის რაოდენობა არ აღემატებოდა 400-450 სამხედროს. ძალთა სიმცირის გამო ქართულ გარნიზონს არ მიეცა საშუალება სრულად დაეკავებინა სადახლოს გარშემო მდებარე ყველა სტრატეგიული სიმაღლე. 18 დეკემბრისთვის ქართული ნაწილები შემდეგნაირად განლაგდნენ: აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ თანა-დაღის მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობებიდან რკინიგზის სადგურამდე, სადახლოს სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით სიმაღლე "324"-მდე, აქედან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით სიმაღლე "436" და პოზიციები სოფელ [[დამია|დამიას]] გარშემო. 6 [[ვერსი|ვერსიან]] მონაკვეთს სიმაღლე "324"-დან სოფელ დამიამდე იცავდნენ V პოლკის ცალკეულ ნაწილები და პრაპორშიკ დოლიძის მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფი, პოდპოლკოვნიკ მიქაბერიძის მეთაურობით, სულ 3 ოფიცერი და 160 რიგითი.
 
1 114

რედაქტირება