სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
[[რუსეთის იმპერია]] არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც ქვემო ქართლის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლას ცდილობდა. XVII-XVIII საუკუნეებში [[ირანის ისტორია|სპარსეთის]] ხელისუფლებამ რეგიონში ათასობით [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანული]] ოჯახი გადმოასახლა<ref>[http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10-TX--4----Doc---0-1l--10-ka-50---20-about-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98--00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=search&d=HASH01539272c0a61b8f8dfb8ff9.8 აზერბაიჯანელები]</ref> რათა საქართველოში საიმედო დასაყრდენი შეექმნა. ამავდროულად სპარსელებთან და ოსმალებთან ხშირი ომებისა და XVIII საუკუნიდან დაღესტნელთა განუწყვეტელი, მძარცველური [[ლეკიანობა|თავდასხმების]] გამო რეგიონის ქართული მოსახლეობისთვის საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობები იქმნებოდა. იმისათვის რომ გამუდმებული ომებისა და თარეშის მსხვერპლად არ ქცეულიყვნენ ქართველი გლეხები იძულებული ხდებოდნენ დაეტოვებინათ მშობლიური მხარე და საქართველოს შიდა პროვინციებში ეძებნათ თავშესაფარი<ref>[http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10-TX--4----Doc---0-1l--10-ka-50---20-about-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98--00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=search&d=HASH01539272c0a61b8f8dfb8ff9.8 იქვე]</ref>. ქვემო ქართლის დიდი ნაწილი მოსახლეობისგან დაიცალა, რეგიონში [[ქართველები|ქართველების]] რაოდენობა უკიდურესად შემცირდა. ერთი მხრივ [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში ქვემო ქართლის პერმანენტული და დამანგრეველი ომების ასპარეზად ქცევის, ხოლო მეორე მხრივ [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნეებში სპარსეთისა და რუსეთის იმპერიების მიერ განხორციელებული აგრესიული დემოგრაფიული პოლიტიკის გამო, ბორჩალოს მაზრაში [[ქართველები]] უმცირესობად იქცნენ. 1897 წელს მაზრის მოსახლეობის მხოლოდ 6,11% (7 863) იყო ქართველი<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=533 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>. შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობა ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] მეზობელ სახელმწიფოებს ტერიტორიული პრეტენზიები გამოეცხადებინათ ამ უძველეს ქართულ მხარეზე.
 
[[ფაილი:Ivan_Paskevich.jpg|მინი||282x282px|ივან პასკევიჩი]]
XIX საუკუნეში კარდინალურად შეიცვალა [[სამცხე|სამცხისა]] და [[ჯავახეთი|ჯავახეთის]] ეთნიკური შემადგენლობაც. მას შემდეგ რაც, [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|1828-1829 წლების ომში]] ოსმალეთი დაამარცხა, რუსეთის იმპერიამ ორივე რეგიონში მცხოვრები ათობით ათასი მუსლიმი ქართველი აიძულა გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX სს-ში]</ref>. განსაკუთრებით დაზარალდა ჯავახეთი, რომელიც მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას დაატოვებინეს<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E5.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>. დაცარიელებულ ქართულ სოფლებში რუსეთის ხელისუფლების, კერძოდ კი საქართველოს მთავარმართებლის [[ივანე პასკევიჩი|ივან პასკევიჩის]] გადაწყვეტილებითა და ხელშეწყობით, 7 300 სომხური ოჯახი გადმოსახლდა [[ერზურუმის პროვინცია|ერზურუმიდან]] ([[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]])<ref>[http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_33.pdf ქართულ-სომხური ურთიერთობები XVIII-XIX სს-ში]</ref>. ახალმოსულთა უმრავლესობა ჯავახეთში დამკვიდრდა<ref>[http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/arm_geor_war/E5.html Armeno-Georgian War of 1918 and Armeno-Georgian Territorial Issue in the 20th Century]</ref>, შედარებით მცირე ნაწილი კი სამცხესა და [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]] დასახლდა<ref>''Волкова Н. Г.''«Этнические процессы в Закавказье в XIX—XX веках», Кавказский Этнографический сборник, IV часть, Институт Этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая АН СССР, Москва, Наука, 1969, стр. 8.</ref>. 1897 წელს [[ახალციხის მაზრა|ახალციხის მაზრის]] მოსახლეობის 22% (15 144) სომხები შეადგენდნენ<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=530 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>, ხოლო [[ახალქალაქის მაზრა|ახალქალაქის მაზრაში]] მათმა წილმა 72,26% (52 539) მიაღწია<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=527 იქვე]</ref>. იმ დროს როდესაც ჯავახეთში ქართველების წილი 8,87%-მდე (6 451) შემცირდა<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=527 იქვე]</ref>. რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონში სომხების გარდა რამდენიმე ასეული [[დუხობორები|დუხობორების]] ოჯახიც გადმოასახლა<ref>[http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?a=d&cl=CL1.32&d=HASH0141a49d695b1b00adf0e9b0.9&e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00 საქართველოს რუსები]</ref>, რომლებიც ახალქალაქის მაზრის რვა სოფელში დაფუძნდნენ. 1897 წელს [[რუსები|რუსებმა]] ჯავახეთში მოსახლეობის 7,09% (5 155) შეადგინეს<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=527 Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г.]</ref>. სომხების გადმოსახლების პროცესი მთელი ასწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, XIX საუკუნის დასასრულს [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიაში]], რომელიც [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოს]] მოიცავდა მათმა რაოდენობამ 196 189 მიაღწია<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=521 იქვე]</ref>, გუბერნიის მთლიანი მოსახლეობის 18,67%.