სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

ფრონტის სარდალმა გიორგი მაზნიაშვილმა ქალაქის ასაღებად აუცილებლად ჩათვალა შულავერის გარშემო მდებარე სტრატეგიული სიმაღლეების "246,9"-ისა და "557"-ის აღება. დასახული ამოცანის შესრულება სახალხო გვარდიის სამტრედიის რაზმს დაევალა გენერალ-მაიორ ჩხეტიანის მეთაურობით, რომელსაც ღრმა ფლანგური გარეშემოვლა უნდა განეხორციელებინა მტრის ძირითადი ძალებისთვის, დაეკავებინა სოფელი [[მამხუტი]] და დასავლეთიდან შეეტია შულავერთან მდებარე სტრატეგიულ სიმაღლეებზე გამაგრებული სომხებისთვის.
 
[[ფაილი:Gvardia3.jpg|მინი||282x282px|საქართველოს სახალხო გვარდიის თბილისის საგანგებო ბატალიონი]]
25 დეკებერს 15 საათზე საარტილერიო დაბომბვის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს შეტევა შულავერის მიმართულებით. გენერალ ჩხეტიანის მეთაურობით სახალხო გვარდიის ნაწილებმა განახორციელეს ფლანგური გარეშემოვლა, დაიკავეს სოფელი მამხუტი და დასავლეთიდან განხორციელებული შტურმით აიღეს ქალაქის გარშემო მდებარე სიმაღლეები. შულავერისთვის ბრძოლაში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ისტორიაში პირველად ჩაერთო ავიაციაც, კერძოდ პოდპორუჩიკ გორგაძის მეთაურობით ქართველმა მფრინავებმა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახოციელეს ფრონტის ხაზზე და დაბომბეს მოწინააღმდეგის პოზიციები. თუმცა 25 დეკემბრის ბრძოლებში მიღწეული წარმატების განვრცობა ვერ მოხერხდა შულავერის გარშემო მდებარე სიმაღლეებზე განლაგებული სახალხო გვარდიის ნაწილების არადისციპლინირებულობის გამო, რომელთაც ღამე დატოვეს აღებული სიმაღლეები და დაბრუნდნენ მამხუტში. 26 დეკემბერს გვარდიელებმა მეორედ აიღეს სიმაღლეები, ნადავლის სახით ხელთ იგდეს 2 ტყვიამფრქვევი, მაგრამ დაღამებისას კვლავ დატოვეს პოზიციები და ისევ სოფელში დაბრუნდნენ. ასეთი გამაოგნებელი ქცევის მიზეზად ბრძოლებში მონაწილე გვარდიელები ძლიერ ყინვას ასახელებდნენ, რის გამოც მათ სიმაღლეებზე დარჩენა არ სურდათ. გენერალმა ქრისტეფორე ჩხეტიანმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა, რადგან მიზანშეუწონლად მიიჩნევდა ასეთი არადისციპლინირებული კონტიგენტის მეთაურობას. 27 დეკემბერს გიორგი მაზნიაშვილი V პოლკის ქვედანაყოფებთან ერთად კიდევ ერთხელ შეეცადა აეღო ქალაქი, თუმცა არასათანადო მხარდაჭერის გამო გენერალმა დასახული მიზნის შესრულება ვერ შეძლო. იმავე დღეს სომხეთის სამხედრო მეთაურობამ დამატებით კიდევ ერთი მსროლელი პოლკი გადაისროლა შულავერში. ამავდროულად სომეხი სამხედროები გამოჩნდნენ სარკინიგზო ხაზის მიმართულებითაც, დაიკავეს სოფელი [[ზემო სარალი]] და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს სადგურ [[ქვემო სარალი|ქვემო სარალის]] მიმართულებით სადაც გენერალ მაზნიაშვილის შტაბი და ქართველთა რეზერვები იყვნენ განლაგებული, თუმცა სომეხთა ამ მცდელობას შედეგი არ მოუტანია.
 
1 114

რედაქტირება