სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 162:
 
====29-31 დეკემბრის ბრძოლები და ომის დასასრული====
[[ფაილი:Georgian-cavalry-1918.jpg|მინი|ქართველი კავალერისტები, 1918 წელიწ.]]
შულავერის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ სომხეთის არმიამ ორი მიმართულებით დაიწყო უკანდახევა, სომეხთა ერთი დაჯგუფება [[სიონი (მარნეულის მუნიციპალიტეტი)|სიონი]]-[[ოფრეთი|ოფრეთის]] გზით იხევდა სამხრეთისკენ. ხოლო მეორე დაჯგუფება აღმოსავლეთით, სარკინიგზო ხაზის მიმართულებით შეეცადა გაჭრას, თუმცა უკანდახევისას მათ ქართული კავალერია დაესხა თავს, სომეხთა ნაწილი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა, ნაწილი კი გაიფანტა. 29 დეკემბერს შულავერის გათავისუფლების პარალელურად საქართველოს არმიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ზემო სარალში. გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის მეთაურობით ქართულმა ნაწილებმა მოულოდნელი შეტევა მიიტანეს სოფელში გამაგრებულ მოწინააღმდეგეზე და დაამარცხეს ისინი. სომხებმა ზემო სარალის ბრძოლაში დაკარგეს 100-მდე სამხედრო, აღებულ იქნა ნადავლი 2 ზარბაზანისა და 2 ტყვიამფრქვევის სახით. 29-30 დეკემბერს გიორგი წულუკიძის მეთაურობით მდ.დებედის ორივე სანაპიროს გასწვრივ მოძრავმა ქართულმა დაჯგუფებამ გაათავისუფლა მიმდებარე ტერიტორია და ბრძოლით დაიკავა სოფელი და სადგური სადახლო, ასევე სოფელი [[ბაგრატაშენი|ლამბალო]] (დღევანდელი [[ბაგრატაშენი]]) მდ.დებედის მარცხენა სანაპიროზე. იმავე დღეს, II დივიზიის V პოლკის ქვედანაყოფებმა, რომლებიც 18-23 დეკემბერს გააფთრებულ ბრძოლებში იყვნენ ჩართული სადახლოსთვის, გაათავისუფლეს სოფლები: [[მოლაოღლი]], [[ბურდაძორი]], [[გულბაღი]] და [[ხოჯორნი]].