სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ბოლნისი|ეკატერინენფელდში]] შესული გვარდიის სარდლობამ გამაოგნებელი უგულისყურობა გამოიჩინა და უხეშად დაარღვია სამხედრო დისციპლინა. დასახლებაში ჩასვლისთანავე გვარდიელები ადგილობრივთა სახლებში განთავსდნენ დასასვენებლად და გამოსაძინებლად, საარტილერიო ბატარეები განალაგეს არა პოზიციებზე არამედ ავანგარდში, ზოგადად არ გატარებულა არავითარი ღონისძიება სოფელში შესული ქართული სამხედრო ნაწილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გვარდიის სარდლობის დაშვებული უხეში შეცდომით მაშინვე ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გამთენიისას ალყა შემოარტყეს ქართველებს. სომხეთის არმიის V მსროლელმა პოლკმა და სომეხმა მოხალისეებმა, ჯამში 2 000-ზე მეტმა სამხედრომ და მოხალისემ, დაუბრკოლებლად შეაღწიეს სოფელში, აართვეს რვავე საარტილერიო ბატარია გვარდიას და დასახლებაში მდებარე მაღალ შენობებში ტყვიამფრქვევები განათავსეს, საიდანაც ცეცხლი გახსნეს [[ქართველები|ქართველთა]] პოზიციების მიმართულებით. დაშვებული შეცდომის გამო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართული შენაერთების მდგომარეობიდან გამოყვანა და ბრძოლის ბედის შემოტრიალება გვარდიის მეთაურებმა ვალიკო ჯუღელმა, ალექსანდრე მაისურაძემ და [[ალექსანდრე დგებუაძე|ალექსანდრე დგებუაძემ]] იკისრეს. ვალიკო ჯუღელი რომელიც არ გამოირჩეოდა დისციპლინით, პიროვნულად უდავოდ მამაცი მეომარი იყო, მის მიერ მიცემული პირადი მაგალითით გვარდიელებმა შეძლეს სწრაფად გადაჯგუფებულიყვნენ, მოეგერიებინათ სომეხთა შეტევა და კონტრშეტევა წამოეწყოთ, რომლის უმთავრეს მიზანს დაკარგული ბატარეების დაბრუნება და მტრის საცეცხლე წერტილების აღება წარმოადგენდა. რამდენიმესაათიანი გააფთრებული ბრძოლის შემდეგ გამარჯვება ქართველებს დარჩათ. გვარდიამ შეძლო დაებრუნებინა ყველა საარტილერიო ბატარეა, აეღო სომეხთა საცეცხლე წერტილები და განედევნა თავდამსხმელები [[ბოლნისი|ეკატერინენფელდიდან]]. უწესრიგოდ უკანდახეულ სომხებს საბოლოო დარტყმა კაპიტან [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი|ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის]] გვარდიის კავალერიულმა ასეულმა მიაყენა. ბრძოლაში როგორც ქართველებმა ისე სომხებმა დიდი დანაკარგი განიცადეს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ქართულ მხარეს დაიღუპა 30 გვარდიელი, მათ შორის მთავარი შტაბის წევრი ალექსანდრე მაისურაძე, დაიჭრა 70-ზე მეტი. შეუდარებლად დიდი იყო მსხვერპლი სომხეთის არმიის რიგებში ''"19 დეკემბრის ეკატერინენფელდის ბრძოლაში ჩვენ ხელთ ვიგდეთ 300 თოფი, 11 ტყვიამფრქვევი და ტელეფონი. სომხებში მოკლულია 6 ოფიცერი და 130 ჯარისკაცი. დაჭრილების წაყვანა მოასწრეს, რასაც მოწმობს სისხლიანი კვალი გზაზე, რომლითაც [[სომხები]] უკან იხევენ",'' ტყვედ ჩავარდა 100-ზე მეტი სომეხი სამხედრო. 19 დეკემბერს მოპოვებული გამარჯვება გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა, ამიერიდან ეკატერინენფელდის ფრონტზე საომარი მოქმედებები საქართველოს არმიისა და გვარდიის სრული უპირატესობით წარიმართა.
 
[[ფაილი:Kakutsa_Cholokashvili.jpg|მინი|ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი]]
[[ფაილი:Gvardia3.jpg|მინი|საქართველოს სახალხო გვარდიის თბილისის საგანგებო ბატალიონი]]
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს სამხედრო მეთაურობამ დაიწყო შეტევითი ოპერაციებისთვის მზადება. პირველ მიზნად დასახულ იქნა ეკატერინენფელდის ჩრდილოეთით, [[დაღეთი|დაღეთ]]-[[სამშვილდე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდის]] ანკლავის ლიკვიდაცია. ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში და საგულდაგულოდ მოემზადა შეტევის მოსაგერიებლად. ამბოხებულებმა გამოიყენეს ადგილის რთული რელიეფი, დაიკავეს ხელსაყრელი პოზიციები და კარგად გაამაგრეს ისინი, მთლიანობაში ამ სოფლებში კონცენტრირებული იყო 500 სომეხი მეამბოხე. ეს ანკლავი ყველაზე ახლოს მდებარეობდა [[თბილისი|თბილისთან]] და მოწყვეტილი იყო კავშირს სომხეთის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ამდენად პირველ რიგში ამ სოფლების გათავისუფლება ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოს სამხედრო მეთაურობის მხრიდან. 19-20 დეკემბერს ეკატერინენფელდში [[სოციალისტ-ფედერალისტები|სოციალისტ-ფედერალისტთა]] დამხმარე რაზმები შევიდნენ. 21 დეკემბერს დაიწყო დაღეთის გათავისუფლების ოპერაცია, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მეთაურობით კავალერიამ გადალახა მდ.ხრამი და დაიკავა პლაცდარმი სოფლის აღმოსავლეთით. სისხლისმღვრელი ბრძოლა [[დაღეთი|დაღეთის]] ასაღებად ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და 25 დეკემბერს ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლაში თბილისიდან და ეკატერინენფელდიდან მოსული დამხმარე ძალებიც მონაწილეობდნენ. სოფლის აღება ქართულ მხარეს 50-მდე დაღუპულ სამხედროდ დაუჯდა, დიდი იყო მსხვერპლი სომეხთა შორისაც. 27 დეკემბერს წინააღმდეგობის გარეშე დანებდნენ [[სამშვილდე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდეში]] გამაგრებული სომეხი მეამბოხეები, დაღეთ-სამშვილდის ანკლავი განადგურდა.
 
ფრონტის სარდალმა გიორგი მაზნიაშვილმა ქალაქის ასაღებად აუცილებლად ჩათვალა შულავერის გარშემო მდებარე სტრატეგიული სიმაღლეების "246,9"-ისა და "557"-ის აღება. დასახული ამოცანის შესრულება სახალხო გვარდიის სამტრედიის რაზმს დაევალა გენერალ-მაიორ ჩხეტიანის მეთაურობით, რომელსაც ღრმა ფლანგური გარეშემოვლა უნდა განეხორციელებინა მტრის ძირითადი ძალებისთვის, დაეკავებინა სოფელი [[მამხუტი]] და დასავლეთიდან შეეტია შულავერთან მდებარე სტრატეგიულ სიმაღლეებზე გამაგრებული სომხებისთვის.
 
[[ფაილი:Gvardia3.jpg|მინი|საქართველოს სახალხო გვარდიის თბილისის საგანგებო ბატალიონი]]
25 დეკებერს 15 საათზე საარტილერიო დაბომბვის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს შეტევა შულავერის მიმართულებით. გენერალ ჩხეტიანის მეთაურობით სახალხო გვარდიის ნაწილებმა განახორციელეს ფლანგური გარეშემოვლა, დაიკავეს სოფელი მამხუტი და დასავლეთიდან განხორციელებული შტურმით აიღეს ქალაქის გარშემო მდებარე სიმაღლეები. შულავერისთვის ბრძოლაში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ისტორიაში პირველად ჩაერთო ავიაციაც, კერძოდ პოდპორუჩიკ გორგაძის მეთაურობით ქართველმა მფრინავებმა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახოციელეს ფრონტის ხაზზე და დაბომბეს მოწინააღმდეგის პოზიციები. თუმცა 25 დეკემბრის ბრძოლებში მიღწეული წარმატების განვრცობა ვერ მოხერხდა შულავერის გარშემო მდებარე სიმაღლეებზე განლაგებული სახალხო გვარდიის ნაწილების არადისციპლინირებულობის გამო, რომელთაც ღამე დატოვეს აღებული სიმაღლეები და დაბრუნდნენ მამხუტში. 26 დეკემბერს გვარდიელებმა მეორედ აიღეს სიმაღლეები, ნადავლის სახით ხელთ იგდეს 2 ტყვიამფრქვევი, მაგრამ დაღამებისას კვლავ დატოვეს პოზიციები და ისევ სოფელში დაბრუნდნენ. ასეთი გამაოგნებელი ქცევის მიზეზად ბრძოლებში მონაწილე გვარდიელები ძლიერ ყინვას ასახელებდნენ, რის გამოც მათ სიმაღლეებზე დარჩენა არ სურდათ. გენერალმა ქრისტეფორე ჩხეტიანმა თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა, რადგან მიზანშეუწონლად მიიჩნევდა ასეთი არადისციპლინირებული კონტიგენტის მეთაურობას. 27 დეკემბერს გიორგი მაზნიაშვილი V პოლკის ქვედანაყოფებთან ერთად კიდევ ერთხელ შეეცადა აეღო ქალაქი, თუმცა არასათანადო მხარდაჭერის გამო გენერალმა დასახული მიზნის შესრულება ვერ შეძლო. იმავე დღეს სომხეთის სამხედრო მეთაურობამ დამატებით კიდევ ერთი მსროლელი პოლკი გადაისროლა შულავერში. ამავდროულად სომეხი სამხედროები გამოჩნდნენ სარკინიგზო ხაზის მიმართულებითაც, დაიკავეს სოფელი [[ზემო სარალი]] და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს სადგურ [[ქვემო სარალი|ქვემო სარალის]] მიმართულებით სადაც გენერალ მაზნიაშვილის შტაბი და ქართველთა რეზერვები იყვნენ განლაგებული, თუმცა სომეხთა ამ მცდელობას შედეგი არ მოუტანია.
 
1 114

რედაქტირება