სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
14 დეკემბერს გენერალ-მაიორმა გიორგი წულუკიძემ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა სადგური ალავერდი და [[სადახლო|სადახლოს]] მიმართულებით დაეხია უკან. სომეხთა მასირებული შეტევების, რიცხობრივი უპირატესობით განპირობებული ფლანგური გარეშემოვლებისა და ზურგში ადგილობრივი სომხური ბანდების აქტიური ქმედებების გამო მცირერიცხოვან ქართულ ძალებს სისხლისმღვრელი ბრძოლებითა და სერიოზული დანაკარგებით მოუწიათ უკანდახევა. 14-15 დეკემბრის ბრძოლების შემდეგ გენერალმა წულუკიძემ, მისმა შტაბმა და ქართველ სამხედროთა ნაწილმა გაიკვლია გზა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და 15 დეკემბრის 20 საათისთვის მიაღწია სადგურ სადახლოს. უკან დახევისას გენერლისა და მისი რაზმის დაფარვის ოპერაციას ახორციელებდა პრაპორშიკ კანდელაკის ოცეული.
[[ფაილი:Ironclad_Train_of_Georgian_Democratic_Republic.jpg|მინი|საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელი]]
 
ალავერდსა და სანაინში ბლოკირებულ ქართველთა ძირითად ნაწილებს ასევე სასტიკი ბრძოლებით მოუწიათ გაეკაფათ გზა სადახლოსკენ, მათ ჯერ სადგურ [[ახპატი|ახპატს]] მიაღწიეს სადაც სომეხთა მასირებული შეტევის ქვეშ მოექცნენ, რომელთაც წინასწარ მომზადებული ხელსაყრელი პოზიციებიდან მიიტანეს იერიში ქართველებზე. ახპატიდან კი ქართულმა შენაერთებმა სადგურ [[ახტალა (სომხეთი)|ახტალის]] მიმართულებით დაიხიეს სადაც V პოლკის ცალკეული ქვედანაყოფები იყვნენ გამაგრებული. 15-17 დეკემბერს ახტალასთან სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა ქართველებსა და სომხებს შორის, სადგურზე თავი მოიყარეს ქართულმა რაზმებმა და სამოქალაქო პირებმა. მცირერიცხოვანმა ქართველმა სამხედროებმა მოახერხეს სამი დღის განმავლობაში შეეჩერებინათ სომეხთა წინსვლა ახტალასთან. თუმცა 16 დეკემბერს სომხეთის არმიის IV პოლკმა პოდპოლკოვნიკ ალექსანდრ კოროლკოვის მეთაურობით ფლანგიდან შემოურა ქართულ ნაწილებს და დაიკავა სადგური [[აირუმი]]. აქ ქართველებმა დიდი დანაკარგები განიცადეს: დაღუპულების, დაჭრილებისა და ტყვედ ჩავარდნილების რაოდენობა ჯამში 500 სამხედროს აღწევდა, ამის მიზეზი გახდა ლორეში გააფთრებულ ბრძოლებში ჩართული ქართული ძალების დასახმარებლად პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის მეთაურობით გაგზავნილი პოლკის ყოველგვარი წინასწარი დაზვერვის გარეშე მდ.[[დებედა|დებედის]] ვიწრო ხეობაში შესვლა აირუმის მიდამოებთან, რომლის ოპერატიულ კონტროლს უკვე სომხური მხარე ახორციელებდა და მომზადებული დახვდა ქართველთა ხეობაში შესვლას. 17 დეკემბერს [[ქართველები|ქართველებმა]] ახტალიდან აირუმის გავლით ბრძოლით გაიკვლიეს გზა და ჩავიდნენ სადახლოში. სანაინიდან და ალავერდიდან სადახლოსკენ პრაქტიკულად უწყვეტი ბრძოლებით უკან დახევისას ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, დაიღუპა ათობით სამხედრო მოსამსახურე, ასევე დიდი იყო დანაკლისი დაჭრილებისა სახით, ტყვედ ჩავარდა 100-მდე სამხედრო. საგრძნობი იყო დანაკარგი ტექნიკის მხრივაც, მწყობრიდან გამოვიდა და განადგურდა 2 ჯავშანმატარებელი, ასევე სომხებს ხელში ჩაუვარდათ 2 საველე ქვემეხი და 25 ტყვიამფრქვევი. განუწყვეტელ ბრძოლებში მნიშვნელოვანი დანაკარგი მიადგა სომხურ მხარესაც, ათობით დაღუპულისა და დაჭრილის სახით.
 
1 114

რედაქტირება