ფენიქსი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.137.221.132 ცვლილებების გაუქმება (№3455865)
იარლიყი: გაუქმება
მითოლოგიური ინფორმაცია ფენიქსის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის.
ხაზი 1:
[[ფაილი:Phoenix detail from Aberdeen Bestiary.jpg|thumb|right|ცეცხლში მომაკვდვავი ფენიქსის სურათი,''Aberdeen Bestiary'']]
 
'''ფენიქსი''' - (Phoenix,ძოწი,პორფირი,წეთელი ფერი. ეგვიპ.ბენუ "ამომავალი")
'''ფენიქსი''' (სავარაუდოდ {{lang-el|φοίνιξ}}, «ცეცხლოვანი») — მითოლოგიური ფრინველი, რომელსაც [[თვითწვა|თვითწვის]] უნარი გააჩნია. ცნობილია სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების [[მითოლოგია|მითოლოგიებში]] <ref> მსოფლიოს ხალხთა მითები. М., 1991-92. В 2 т. Т.2. С.560, ფ.ლიუბკერი. М., 2001. В 3 т. Т.3. С.82</ref>. ითვლებოდა, რომ ფენიქსი ჰგავდა წითელფრთიან [[არწივი|არწივს]]. სიკვდილის წინ ფენიქსი საკუთარ თავს წვავს, ხოლო შემდეგ აღსდგება ფერფლიდან. [[ჰეროდოტე]]ს თანახმად ეს ფრინველი [[ასირა]]ში ცხოვრობდა. ხშირად ითვლებოდა, რომ ფენიქსი სინამდვილეში არსებობდა და არ იყო [[მითი|მითური]] არსება. შემდგომში ფენიქსი გახდა მუდმივი განახლების სიმბოლო.
 
I. ეგვიპტელთა მითიური წმინდა ფრინველი, არწივის, ფასკუნჯის, ყანჩის, ხანაც ბოლოქანქარას მსგავსი, ალისფერ-წითელი და ყვითელი შეფერილობისა. ცხოვრობდა არაბეთში და ყოველ 500 წელიწადში ერთხელ, როცა მამა მოუკვედბოდა, ეგვიპტეში ჩაფრინდებოდა, თან მამის ნეშტს ჩაიტანდა, რათა ჰელიოპოლისის _ მზის ქალაქის ტაძარში დაეკრძალა: მურის (მზირინის) კვერცხს აკეთებდა, ნეშტს შიგ ჩადებდა, მურითვე ამოლესავდა და წაიღებდა. ოქროსფერფრთიანი ფრთოსნის ეს კავშირი მზის ტაძართან ძალზე პოეტურია და მარად განახლებული სიცოცხლის სიმბოლოდ ქცეულა (ჰეროდოტ. 2, 73). ტაციტი მოგვითხრობს (ანალ. 6,28),რომ ფენიქსი გრძნობს სიკვდილის მოახლოებას, არაბეთში ბუდეს დაწნავს და როცა იქიდან გამოსული შვილი გაიზრდება, მამის ნეშტი ეგვიპტეში მიაქვს, რათა მზის საკურთხეველზე დაწვას. უფრო ცნობილი ვერსიით კი თვითონ ფენიქსი იწვავს თავს. აღსასრულის წინ,ყოველ 500,1461 ან 7006 წლის თავზე, სურნელოვან სანელებელთა კოცონზე, ფერფლიდან გაახალგაზრდავებული აღდგება და ცხოვრებას თავიდან იწყებს. ეგვიპტეში მისი არსებობა სწამდათ, ლამის ჰეროდოტესაც კი დააჯერეს. ზოგი თვლიდან ნამდვილ მიწიერ ფრინველად, რომელიც ნილოსის წყლებთან ბუდობდა,სხივებს აჰყვებოდა და ლაჟვარდში ოქროსავით ციმციმებდა.
 
ფენიქსი - ესაა მითი უკვდავებისა. ყველა ხალხს შეუსხამს ხორცი მსგავსი ზღაპრული ფრინველისთვის (ფენიქსი, ფოინიქსი, ფინიქსი, ფინისტი, ფინხუანი, ბენუ, ფასკუნჯი, ჟარ-პტიცა და სხვ.)
 
ის არცერთ სხვა ფრინველს არ ჰგავდა: თავს იწვავდა, ფერფლისგან აღდგებოდა, ორმოცი დღის შემდეგ კვლავ აფრინდებოდა და არაბეთს უბრუნდებოდა. ასე გრძელდებოდა საუკუნიდან საუკუნემდე, მზისებრ უტრიალებდა დედამიწას მზის დრინველი,ცეცხლის ფრინველი, და ნაირ-ნაირ სახეს იღებდა ეგვიპტელთა, შუმერთა, ბაბილონელთა, ბერძენთა, ჩინელთა, ქართილ და რუსულ თქმულება-ზღაპრებში. მხოლოდ ეგვიპტურ თქმულებებში ის არ მოფრინავდა აღმოსავლეთიდან, იქვე იბადებოდა ჰა-ბენნუს "ფენიქსის ტაძარში", წმინდა ხეზე, სადაც ის ჯდებოდა, ფოთლებზე კი ღმერთები აწერდნენ მეფეთა იუბილეებს...სახლი ჰქონდა პირამიდიონზე _ პირამიდის თავზე. საყურადღებოა ფენიქსის დაკავშირება ჰელიოპოლისთან,მზის ქალაქთან, ჩინეთში _ მთა დანსიუესთან, სადაც ბინადრობდა, და საერთოდ აღმოსავლეთთან.
 
პოეტმა ლაქტაციუსმა თავის პოემაში ხორცი შეასხა მრავალსახოვან ფენიქსს. 1000 წლისა რომ გახდება, ამ პოემის მიხედვით ეს "თვალისათვის უცხო ფრინველი" ემზადება თავის დასაწვავად, რათა განახლებულმა დაიწყოს ახალი ცხოვრება. ამასთან, მისი სახელი უკავშირდება სირიის ჰელიოპოლისსაც _ ისევ მზის ტაძარს, ბაალბეკის ახლოს.
 
კლავდიანი თავის იდილიაში უმატებს,რომ ცეცხლზე დაჯდომის წინ ფენიქსი მიესალმება მზეს,მზეც თავს შეარხევს, ოქროს თმას გადაისვრის და ცეცხლი ჩაღდება... ფენიქსი ერთადერთი ფრინველია, რომელიც სხივს აფრქვევს, ცეცხლოვანია.
 
ბერძნული სიტყვა "ფენიქსი", "ფოინოქსი" წითელს, მეწამულს, ალისფერს ნიშნავს. ქართული ზღაპრების ფასკუნჯიც საარაკო ფრთოსანია, ძალუმი, დიდი, მზისკენ გაფრენაც შეუძლია, ქვესკნელიდან გმირების ამოყვანაც, საერთოდ ნათელი, კეთილი ფრინველია. რაღაც რეალური საფუძველი აქვს ამ სახეს, მაგრამ მერე მთლიანად ფანტაზიის სამეფოშია გადასული და პოეტთა შთაგონების წყაროდ იქცა. შდრ. სფინქსი, რაც სულ სხვაა.
 
სიტყვა ფენიქსს თარგმანში ჩინთა ფენგჰუანგს ადარებენ, მაგრამ მათ საერთო არაფერი აქვთ. ჩინური <nowiki>''</nowiki>ფენიქსი<nowiki>''</nowiki> მშვენიერი თავქოჩორა და გრძელკუდა ხოხობს უფრო ჰგავს, ან ფარშევანგს. მისი მოფრენა მითებში კეთილი ნიშანია: ბრძენი მბრძანებელი მოვა და ხალხის ძნელბედობას დასასრული მიეცემაო, ამბობს ხალხი. ეგვიპტურ ფენიქსს ადამიანთა ბედთან საერთო არაფერი აქვს.|
 
ფენიქსი - მარად განახლების სიმბოლოა ( ფენიქსივით დღეგრძელი _ <nowiki>''</nowiki> ბერძენთა ვოლტერის<nowiki>''</nowiki> ლუკიანეს ფრთიანი სიტყვა).
 
==სქოლიო==