ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2018 წლის 26 აგვისტო}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი
Line 42 ⟶ 41:
 
=== ესპანეთის ინფანტა ===
ელიზაბეტმა ესპანეთში ჩასვლისთანავე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და მალევე "მადრიდის კერპი" გახდა. მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თავის მამამთილზე, ესპანეთის მეფე [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V-]]<nowiki/>ზე და აგრეთვე მალევე თავი ქმარსაც შეაყვარა. მიუხედავად ამისა, ელიზაბეტს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა დედოფალ [[ისაბელ ფარნეზე|ელიზაბეტა ფარნეზესთან]], რომელსაც ყველა დანარჩენ რძალთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. იგი ელიზაბეტთან არასასურველ დამოკიდებულებას იმით ამართლებდა, რომ იგი ფრანგი იყო, ფრანგებმა კი ესპანელებს მხარი არ დაუჭირეს ბრიტანელებთან ომის დროს. უფრო მეტიც, ექვსი თვის შემდეგ ელიზაბეტამ განაცხადა, რომ მას არ სურდა მისი ვაჟი მეუღლის გავლენის ქვეშ ყოფილიყო, რის გამოც ყველაფერს იღონებდა ამის შესაჩერებლად. ელიზაბეტს სხვა გზა აღარ დარჩა და რიგ დათმობებზე წასვლა მოუწია, ვინაიდან უბრალო ინფანტა ვერაფერს გააწყობდა თვით ესპანეთის დედოფალთან. შედეგად ელიზაბეტი დიდ დროს ხარჯავდა დედოფლის გულის მოგებაზე და ამის პარალელურად საფრანგეთში მამამისს უკმაყოფილო წერილებს სწერდა.
[[ფაილი:Marie Louise Elisabeth De France, Duchess of Parma by Jean Marc Nattier and Studio.jpg|მინი|315x315პქ|ინფანტა ლუიზა ელიზაბეტი სანადირო კაბაშინ]]
სულ მალე ელიზაბეტმა მოახერხა და ფილიპეზე გაბატონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე შვიდი წლით უფროსი იყო მასზე, ფილიპე მამის მსგავსად მშვიდი, პასიური და მორჩილი ხასიათის კაცი იყო, რის გამოც ასევე მამის მსგავსად ცოლმა მასზე გაბატონება ადვილად მოახერხა. თავად ელიზაბეტი ღიად აცხადებდა, რომ ასეთ ქმარზე ოცნებობდა კიდეც, თუმცა ყველამ იცოდა, რომ რეალურად ელიზაბეტი ქმარზე ბატონობაზე ოცნებობდა.
Line 51 ⟶ 50:
 
=== პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგინია ===
[[ფაილი:Louise Elisabeth of France Parma.jpg|მარცხნივ|მინი|351x351პქ|პარმის ჰერცოგინია ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი]]
1748 წელს დადებული აიქს-დე-შაპელის ხელშეკრულების მიხედვით, ავსტრიული მემკვიდრეობის ომში, საღვთო რომის იმპერატრიცა და ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია ტერეზია პარმას, პიაჩენცასა და გუასტალას საჰერცოგოებს ესპანეთის მეფე [[ფერდინანდ VI]]-ს (ფილიპე V 1746 წელს გარდაიცვალა) უბოძებდა. თუმცა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ინსპირირებით ზემოთ ხსენებული საჰერცოგოები ესპანეთის ინფანტ ფილიპეს გადაეცა, რითაც დაკმაყოფილდა ელიზაბეტა ფარნეზესა და ლუიზა ელიზაბეტის ამბიციები.
 
ელიზაბეტი გახარებული იყო თავისი ახალი პოზიციით. იგი ტოვებდა ესპანეთს, სადაც სრულიად უძალაუფლებო იყო და მიდიოდა პარმაში სადაც ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი იქნებოდა. თუმცა მან იგრძნო, რომ აუცილებელი იყო საკუთარი ხაზინის შექმნაც, რასაც მარტო ვერ შესძლებდა. ესპანეთის სამეფო კარი კი ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდა, თუ პარმა ესპანეთის ვასალი გახდებოდა, რაზეც ელიზაბეტმა მკაცრი უარი განაცხადა და დახმარება ფრანგებს სთხოვა. იგი მამის უსაყვარლესი ქალიშვილი იყო, რის გამოც ლუი XV მას ხაზინის შექმნაში დაეხმარა.
 
1748 წლის 11 დეკემბერს ლუიზა ელიზაბეტი ვერსალში ჩავიდა, სადაც იგი პირველ რიგში თავის ტყუპისცალ ანა ანრიეტასა და დოფინ ლუის შეხვდა. საფრანგეთის სამეფო კარმა მასში სიმამაცისა და ელეგანტურობის ნაზავი დაინახეს. ითქვა, რომ მას გაცილებით უფრო მეტი ნივთი ჰქონდა ვიდრე სჭირდებოდა. იგი აღწერილი იყო როგორც ჭკვიანი, სხარტი და პრაქტიკული გონების მქონე, რომელიც ეფექტურად ფოკუსრებდა სახელმწიფო საქმეებში. მან საფრანგეთში ყოფნისას ძალიან დიდი დრო დაჰყო თავის მამასთან, რომელთანაც ხშირად მთელი დღეც კი საუბრობდა. საბოლოოდ მან თავის მიზანს მიაღწია და საფრანგეთის სამეფო კარიდან ასი ათასი ლივრი მიიღო პარმის საჰერცოგოს ხაზინისთვის. მისი მტკიცე ნებისყოფისა და ლუი XV-ზე დიდი გავლენის გამო, ფრანგები მას ხშირად ადარებდნენ [[მადამ დე პომპადური|მადამ დე პომპადურს]]. 1749 წლის 18 ოქტომბერს მან ვერსალი დატოვა, საიდანაც მას უამრავი კაბები და სამკაულები გაატანეს, რომელთა საერთო ღირებულება თორმეტი ათას ლივრს აღემატებოდა.
[[ფაილი:Isabella Louise Elisabeth de Parma.jpg|მინი|296x296პქ|ლუიზა ელიზაბეტი თავის უფროს ქალიშვილ იზაბელასთან ერთად ფონტენბლოს სასახლეში]]
1749 წლის დეკემბერში, როდესაც ელიზაბეტი პარმაში დაბრუნდა, მას ესპანელები, ფრანგები და სამეფო ოჯახის წევრები დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. პარმაში ის და ფილიპე კოლორნოს სამეფო სასახლეში ცხოვრობდნენ. სანამ ფილიპეს უფროსი ძმა, [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III]] ნეაპოლის მეფე გახდებოდა, იგი პარმის ჰერცოგი იყო და ზემოთ ხსენებული სასახლეც მისი ცოლის, [[მარია ამალია საქსონიელი|მარია ამალია საქსონიელის]] გემოვნებით იყო მოწყობილი. ლუიზა ელიზაბეტმა მთლიანი ფასადები, ავეჯი და ბაღი შეაცვლევინათ და თავის გემოვნებით მოაწყობინათ, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ელიზაბეტი დიდ დროს, ფულსა და ენერგიას უთმობდა სამეფო სასახლის მოწყობას და ასევე ოფიციალური და საზეიმო ღონისძიებების მოწყობას. მას ტრადიციად ჰქონდა ყოველი კვირა დღის საღამოს ექვს საათში ოჯახთან ერთად ოპერაში სიარული, დანარჩენ დღეებში კი დიდ ბანკეტებსა და ბალ-მასკარადებს აწყობდა.
 
როგორც პარმის ჰერცოგინია, ელიზაბეტი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმიანობებშიც. ფილიპე არასდროს არ იწყებდა მოლაპარაკებებს საყვარელი მეუღლის გარეშე და ასევე საფრანგეთის ელჩის შეხედულებებსაც ხშირად ითვალისწინებდა. ლუიზა ელიზაბეტს უდიდესი გავლენა ჰქონდა სრულიად პარმასა და თავის მეუღლეზე. ფილიპეს ყველა მრჩეველი ფრანგი იყო, სამეფო საბჭოსა და პარლამენტშიც მხოლოდ ფრანგები იყვნენ და ძალიან ხშირად ფილიპე ფრანგულად ლაპარაკობდა. შეიძლება ითქვას, რომ ელიზაბეტმა თავისი პატარა საფრანგეთი მოიწყო იტალიაში პარმის სახით. თუმცაღა, მას შემდეგ რაც ელიზაბეტის ფრეილინამ, მადამ დე ლეიდკმა, 1750 წელს განაცხადა, რომ ფრანგი მინისტრი პარმელებმა მოწამლეს, საფრანგეთმა მათ დაფინანსება შეუწყვიტათ, რამაც ისინი რთულ მდგომარეობაში ჩაყარა.
 
ელიზაბეტის უსაყვარლესი ტყუპისცალი და, პრინცესა ანა ანრიეტა 1752 წელს გარდაიცვალა. ამან მას დიდი დარტყმა მიაყენა და დის გამოსაგლოვად ამავე წლის სექტემბერში ელიზაბეტი საფრანგეთში ჩავიდა და ვერსალში ერთი წლის მანძილზე დარჩა. ელიზაბეტმა გლოვის დასრულების შემდეგ კვლავ პარმის ხაზინის მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა დაიწყო. ელიზაბეტი და მისი მინისტრი ლუი XV-ს ესაუბრებოდნენ თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო პარმაში ეკონომიკის მხრივ და საბოლოოდ ისიც კი დაუმტკიცეს, რომ მინისტრი შემთხვევით მოწამლა საჭმელმა. საბოლოოდ ლუიმ მადრიდის სამეფო კარზე თავისი ელჩი გაგზავნა და დააბარა, რომ პარმის საჰერცოგოს რჩენას მარტო აღარ აპირებდა. 1753 წელს ფრანგებსა და ესპანელებს შორის მოლაპარაკებები გაჩაღდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად ფრანგებიცა და ესპანელებიც პარმის ხაზინაში 25-25 000 ლივრს შეიტანდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ პარმა ორივე მხარისადმი ნეიტრალური იქნებოდა და ძველებურად ფრანგების გავლენის ქვეშ აღარ მოექცეოდა. ელიზაბეტს მოეწონა ეს წინადადება და საფრანგეთის ელჩი, რომელმაც ესპანელებთან მოლაპარაკებები აწარმოა სახალხოდაც კი შეაქო.
[[ფაილი:La famiglia di Don Filippo di Borbone by Giuseppe Baldrighi (C. 1757).jpg|მარცხნივ|მინი|285x285პქ|ლუიზა ელიზაბეტი და ფილიპე თავიანთ შვილებთან ერთად, შესრულებულია ჯუზეპე ბალდრიჯის მიერ 1757 წელს]]
ელიზაბეტი მშობლიურ საფრანგეთს სულ ოთხ წელიწადში, 1757 წელს კვლავ დაუბრუნდა. იგი იქ იმიტომ ჩავიდა, რომ საფრანგეთსა და ავსტრიას შორის გაჩაღებულ მოლაპარაკებებს დასწრებოდა და სადავო სამხრეთ ნიდერლანდების ტახტზე თავისი ქმრის კანდიდატურა წამოეყენებინა. იგი სრულიად თამამად და ღიად აცხადებდა ავსტრიულ ნიდერლანდებზე პრეტენზიას, თუმცა მისი ძალისხმევა სულ ამაო აღმოჩნდა. 1748 წელს დადებული ხელშეკრულებით ავსტრიელები ფილიპეს პარმას, პიაჩენცასა და გუასტალას, ხოლო მის ძმას კარლ III-ს ნეაპოლსა და სიცილიას უთმობდნენ და მათთან კიდევ რამის დათმობას აღარ აპირებდნენ. ვერსალში ყოფნისას ელიზაბეტი ფილიპეს გამუდმებით სწერდა წერილებს, საიდანაც აცნობებდა თავის მოქმედებებს, მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ფრანგებისა და ავსტრიელების პოზიციებს, თავის იმედებსა და წარმატებებს. ამ პერიოდში ელიზაბეტმა ფილოსოფოსი კონდილაკი თავისი ვაჟის პირად მასწავლებლად დანიშნა და დაიწყო მოლაპარაკებები თავისი უფროსი ქალიშვილის, პრინცესა იზაბელასა და ავსტრიის ერცჰერცოგ [[იოზეფ II (სრი)|იოზეფ II]]-ის ქორწინებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც იმედოვნებდა, რომ ავსტრიელები დათმობაზე წავიდოდნენ. ქორწინება 1760 წელს შედგა, მაგრამ თავად ელიზაბეტი ამას ვერ მოესწრო.
 
ლუიზა ელიზაბეტი 1759 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა ვერსალის სასახლეში, პნევმონიით, 32 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს 1760 წლის 27 მარტს სენ დენის სამეფო ბაზილიკაში, თავისი ტყუპისცალის, ანა ანრიეტას გვერდით. 1793 წელს მათი საფლავები საფრანგეთის რევოლუციის დროს გახსნეს, თუმცა შემდეგ კვლავ იქ დაკრძალეს კათოლიკური წესის მიხედვით.
 
== შვილები ==