მარია ლეშჩინსკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
|დინასტია = ლეშჩინსკები
|მამა = [[სტანისლავ ლეშჩინსკი|სტანისლავ I, პოლონეთის მეფე]]
|დედა = [[კათარინაკატარინა ოპელინსკაოპალინსკა]]
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
|ხელმოწერა = Signature Marie Leszczynska.png
}}
'''მარია ლეშჩინსკა''' ({{Lang-pl|Maria Leszczyńska}}, {{Lang-fr|Marie Leszczynska}}; დ. [[23 ივნისი]], [[1703]], [[სილეზია]], [[პოლონეთი]] – გ. [[24 ივნისი]], [[1768]], [[ვერსალის სასახლე|ვერსალი]], [[საფრანგეთი]]) — ლეშჩინსკთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე [[სტანისლავ ლეშჩინსკი|სტანისლავ I]]-ისა და მისი ცოლის, დედოფალ [[კათარინაკატარინა ოპელინსკაოპალინსკა|კათარინა ოპელინსკას]] ნაბოლარა ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1725-1768 წლებში, როგორც [[ლუი XV]]-ის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით, 42 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, მისი ქორწინებით შედგა ფრანკო-პოლონური ალიანსი, რასაც სხვა სახელმწიფოთა პროტესტი და საფრანგეთის მიერ ლოთარინგიის საბოლოო დაპყრობა მოჰყვა შედეგად.
 
მარიას მამა სტანისლავ ლეშჩინსკი 1704 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, 1709 წელს კი იგი თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც იგი თავის ოჯახთან ერთად შვედეთში დასახლდა. მან თავისი ძალაუფლების დასაბრუნებლად თავისი ძველი კავშირები გამოიყენა. 1725 წელს კი ბურბონის ჰერცოგის ხელშეწყობით მარია საფრანგეთის მეფეზე დააქორწინეს, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო სტანისლავისთვის ტახტი უნდა დაებრუნებინა, თუმცა ასე არ მოხდა და მას ლუიმ ლოთარინგია უბოძა. დედოფალმა მარიამ 1727 წლიდან 1737 წლამდე ათი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, აქედან ერთი კი მცირეწლოვანი დაიღუპა. 1733 წელს საფრანგეთი [[ომი პოლონეთის მემკვიდრეობისათვის|პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში]] ჩაება ავსტრიის წინააღმდეგ, რათა სტანისლავისთვის ტახტი დაებრუნებინათ. საბოლოოდ იგი ტახტზე მაინც ვერ დასვეს და 1738 წელს ოფიციალურად გახდა ლოთარინგიის ჰერცოგი.
ხაზი 28:
ქორწინებიდან მალევე ლუიმ თავისი დედოფლისადმი ინტერესი დაკარგა და მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე მას მრავალფეროვან საყვარლებთან ღალატობდა. მარიას ოჯახური მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ გართულდა, რაც მისი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი გარდაიცვალა, ამ ამბიდან სულ რაღაც სამ წელიწადში თავად მარიაც გარდაიცვალა.
 
მართალია მარია აპოლიტიკური პიროვნება იყო, მაგრამ იგი მფარველობდა ხელოვნებას და ეწეოდა უდიდეს საქველმოქმედო საქმიანობებს, რის გამოც იგი ფრანგებს ძალიან უყვარდათ. აგრეთვე იგი ვერ მოესწრო თავისი ვაჟის გამეფებას, თუმცა იგი იყო საფრანგეთის სამი მეფის ბებია — [[ლუი XVI|ლუი XVI-]]<nowiki/>ის, [[ლუი XVIII]]-ისა და [[შარლ X (საფრანგეთი)|შარლ X]]-ის.
 
== ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:Maria Leszczyńska.jpg|მარცხნივ|მინი|მარია ლეშჩინსკა]]
მარია ლეშჩინსკა დაიბადა 1703 წლის 23 ივნისს პოლონეთში. იგი იყო პოლონეთისა და ლიტვის მეფე [[სტანისლავ ლეშჩინსკი|სტანისლავ I-]]<nowiki/>ისა და მისი ცოლის, დედოფალ [[კათარინაკატარინა ოპელინსკაოპალინსკა|კათარინა ოპელინსკას]] მეორე და ნაბოლარა ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა — [[ანა ლეშჩინსკა]], რომელიც 1717 წელს გარდაიცვალა [[პნევმონია|პნევმონიით]].
 
პატარა მარია ადრევე წარმოადგენდა მამამისისათვის თავისი წარუმატებელი პოლიტიკური კარიერის გამოსწორების გზას, რადგან მისი პოლიტიკური კავშირები თანდათან იშლებოდა, მარიას სარფიანი გათხოვებით კი იგი ახალი და ძლიერი მოკავშირის გაჩენას შეძლებდა.