ფინურ-უნგრული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Lenguas finougrias.png|მინი|ფინურ-უნგული ენები]]
'''ფინურ-უნგრული ენები''', ''უნგრულ-ფინური ენები'', ''ფინურ-მადიარული ენები'' — [[ურალური ენები|ურალურ ენათა ოჯახი]]ს ერთ-ერთი შტოჯგუფი. გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში (სკანდინავიიდან ურალამდე), ვოლგა-კამის აუზის უდიდეს ნაწილში, შუა და ქვემო ობის აუზში, დუნაის აუზის მცირე ნაწილში. ფინურ-უნგრულ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 24 მლნ-ს აღწევს. უნგრულ, ფინურ და ესტონურ ენებს მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა და ლიტერატურული ტრადიციები აქვთ. სხვა ფინურ-უნგრულ ენების უმრავლესობა ახლადდამწერლობიანი ენებია, ხოლო ზოგიერთი ბალტიისპირულ-ფინური ენა უდამწერლობოა. ფინურ-უნგრული ენების ნათესაობის დამადასტურებელია ამ ენებში არსებული ძველი სიტყვების საერთო ფენა, ასევე სიტყვის მორფოლოგიური მწარმოებლებისა და კუთვნილების აღმნიშვნელი სუფიქსების სისტემა. მათი ტიპოლოგიური მახასიათებლებია აგლუტინაცია, სინჰარმონიზმი, მჟღერი თანხმოვნების სიღარიბე, 2 და მეტი თანხმოვნის შეუთავსებლობა პირველ მარცვალში და ა. შ. აქვთ კუთვნილებისა და ჯერადობის (ზმნაში) აღმნიშვნელი ბოლოსართების მდიდარი სისტემა.
 
ფინურ-უნგულ ენებს ორ, ფინურ და უნგრულ ენათა შტოდ ჰყოფენ, ხოლო ფინურ-უნგულ [[ენა|ენებზე]] მოლაპარაკეთ კი ფინურ-უნგრელ [[ხალხი|ხალხებს]] უწოდებენ.