ურალური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ურალური ენები''' — [[ენათა ოჯახები|ჯგუფი მონათესავე ენებისა]], რომლებზეც ლაპარაკობენ ფინურ-უნგრული და სამოდიური მოდგმის ხალხები. გავრცელებულია დიდ ტერიტორიაზე, რომლის განაპირა საზღვრებია ჩრდილოეთიდან [[ტაიმირის ნახევარკუნძული]] და [[ნორვეგია|ნორვეგიის]] ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთიდან მდინარე [[ობი]]ს შუაწელი და [[იუგოსლავია|იუგოსლავიის]] ჩრდილოეთ ნაწილი. ურალურ ენებზე მოლაპარაკენი დასახლებულნი არიან არაკომპაქტურად, სხვა ხალხებს (სლავებს, თურქებს, ბალტიისპირელებსა და სხვა) შორის. ურალური ენები იყოფა ორ დიდ შტოდ — [[ფინურ-უნგრული ენები|ფინურ-უნგრულად]] და [[სამოდიური ენები|სამოდიურად]]. სამოდიური ენების შტოს ეკუთვნის ნენური, ენური, ნგანასანური და სელკუპური. ურალურ ენებს ეკუთვნის აგრეთვე აწ მკვდარი ენები: მერიანული, მურომული, მეშჩერული, მატორული, კარაგასული, კოიბალური და სხვა.
 
ურალური ენების ნათესაობას ამტკიცებს მათი საერთო ძველი სიტყვების ფენა. ლექსიკაში მრავლადაა ნათესაობის, პრიმიტიული მეურნეობის, ცხოველების, მცენარეების აღმნიშვნელი საერთო სიტყვები. ბევრია საერთო სიტყვის მცვლელ და სიტყვის წარმომქმნელ ელემენტებსა და კუთვნილებით და ჯერადობის აღმნიშვნელ სუფიქსებში. ურალურ ენებში შედის როგორც აგლუტინაციური, ისე ფლექსიური ენები, მათთვის დამახასიათებელია სინჰარმონიზმიც. თანამედროვე ურალური ენები საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგალითად ფინურ ენაში ბევრი ხმოვანი და დიფთონგია, კომი ენაში კი — პირიქით. ხანტიურში სამი ბრუნვაა, უნგრულში — 23. ფინურს უარყოფის გამოსახატავად ზმნის სპეციალური ფორმა აქვს, უნგრულს კი — ფორმაუცვლელი ნაწილაკი და ა. შ.
 
უარლაური ენებიდან ძველი დამწერლობა აქვს უნგრულს ([[XI საუკუნე|XI საუკუნიდან]]), ფინურს ([[XVI საუკუნე|XVI საუკუნიდან]]), ძველ პერმულსა და საამების ენის ზოგიერთ დიალექტს ([[XVII საუკუნე|XVII საუკუნიდან]]).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ურალური_ენები“-დან