მარია ლეშჩინსკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
=== ქორწინება საფრანგეთის მეფეზე ===
მარია ლეშჩინსკა იმ 99 ევროპელი პრინცესის სიაში აღმოჩნდა, რომლებიც ლუი XV-ის საცოლეებად მოიაზრებოდნენ. იგი სიის თავში არ იყო და ზოგადად მხოლოდ იმიტომ ჩასვეს სიაში, რომ იგი კათოლიკე პრინცესა იყო, რაც მინიმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. თავდაპირველად 99 პრინცესიდან რაოდენობა 17-მდე შეამცირეს, შემდეგ კი მხოლოდ ოთხი პრინცესა დატოვეს, მათ შორის კი მარიაც აღმოჩნდა. ახლა უკვე თავად ლუის გადასაწყვეტი იყო თუ რომელს აირჩევდა ოთხი პრინცესიდან. თავდაპირველად ლუიმ დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანაზე, შემდეგ კი მის დაზე, პრინცესა ამელიაზე დაქორწინება მოისურვა, მაგრამ ფრანგება მას ამის ნება არ დართეს ვინაიდან ისინი ანგლიკანები იყვნენ ლუი კი კათოლიკე. მიუხედავად ამისა ბურბონის ჰერცოგი და მადამ დე პრიე მარია ლეშჩინსკას კანდიდატურას სთავაზობდნენ მეფეს, ასევე მარიას უჭერდნენ მხარს პარიზელი დიდგვაროვნების დიდი ნაწილი. მადამ დე პრიემ და ბურბონის ჰერცოგმა მეფეს მარტივად გადააფიქრებინეს ბრიტანეთის პრინცესებზე ქორწინება მათი რელიგიის გამო, თუმცა კარდინალმა ფლორმა ლუის მისსავე ბიძაშვილებზე, ანრიეტა ლუიზა ბურბონზე, ან ტერეზა ალექსანდრინა ბურბონზე ქორწინება შესთავაზა მაგრამ მეფემ ეს იდეა მაშინვე უარყო. კარდინალმა მაშინვე შესთავაზა იტალიელ პრინცესაზე, მარია ვიტორია სავოიელზე ქორწინებაც, თუმცა მისი გარეგნობის გამო ლუიმ ქორწინება არ ისურვა.
[[ფაილი:Marie Leszczynska by François Albert Stiemart, 1726, Versailles.jpg|მინი|268x268პქ|მარია ლეშჩინსკა ვერსალში, პორტრეტი შესრულებულია 1726 წელს ფრანსუა ალბერტ სტეიმარის მიერ]]
 
საბოლოოდ ასეთ რთულ ვითარებაში მადამ დე პრიემ და ბურბონის ჰერცოგმა მარია ლეშჩინსკას კანდიდატურა წინა პლანზე წამოსწიეს, ამას დაეთანხმა თავად კარდინალიც და სრულიად ფრანგული არისტოკრატია, რადგან იგი რეალურად მოქმედი მეფის ასული არ იყო, შესაბამისად მისი ქორწინებით ლუი ახალ ალიანსს ვერ შეჰქმნიდა და ამით არცერთ ფრანგულ და უცხოურ პარტიას არ გააღიზიანებდა. საბოლოო ჯამში დიდი განსჯის შემდეგ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ლუი და მარია დაქორწინებულიყვნენ, ვინაიდან პრინცესა მარია იყო ჭეშმარიტი კათოლიკე, კარგი და მოხდენილი შესახედაობის, ჯანმრთელი, განათლებული, დახვეწილი და თანაც ქალწული. ამ დროს მადამ დე პრიემ მარიას პორტრეტი შეუკვეთა, სადაც მისი ბრძანებით მხატვარმა მარიას ყველა ნაკლი გაუქრო და ამის შემდეგ ლუის მისი საცოლის პორტრეტი წარუდგინა. აღტაცებულმა ლუიმ განაცხადა: "ის ყველა მათგანზე საყვარელია !". ლუი ულამაზესი საცოლის ხილვის შემდეგ ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს და საქორწინო მოლაპარაკებებიც გაჩაღდა.
[[ფაილი:Marie Leszczynska by François Albert Stiemart, 1726, VersaillesMariaLeszczynska02.jpg|მარცხნივ|მინი|288x288პქ374x374პქ|დედოფალი მარია ლეშჩინსკა 17261730 წელს ვერსალში, ფრანსუაშესრულებულია ალექს ალბერტსაიმონ სტეიმარისბელეს ნახატიმიერ]]
1725 წლის 2 აპრილს საფრანგეთის სამეფო კარმა ოფიციალურად ითხოვა მისი ხელი. მამამისს, სტანისლავ ლეშჩინსკს ეს ამბავი ახარებდა, რადგან იმედი მიეცა კვლავ მონარქად გახდომისა და ამ "სამარცხვინო" მდგომარეობიდან გამოსვლისა. ცხადია ის ფაქტი, რომ მისი ქალიშვილი თვით საფრანგეთის, ანუ ამ პერიოდის ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს დედოფალი გახდებოდა, ეს მას ძლიერ წაადგებოდა. თუმცა ლოთარინგიის ქვრივმა ჰერცოგინია, რომელიც ორლეანის ჰერცოგის და იყო, ერთობ შეურაცხყოფილი დარჩა, როცა ლუის საცოლედ მისი ქალიშვილი მარია ტერეზა არ აირჩიეს. მარიასა და საფრანგეთის მეფის ქორწინების გამო, ესპანეთმა და რუსეთმა საფრანგეთთან ალიანსი გაწყვიტეს ვინაიდან მარიას გამო ლუიმ მათ პრინცესებზე თქვა უარი. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ამ ქორწინებიდან ვერც სიმდიდრეს და ვერც ახალ ალიანსს ვერ მიიღებდა. სწორედ ამის გამო ფრანგების ნაწილს მარიაზე გული აუცრუვდა და აცხადებდნენ, რომ მათი ქორწინება ეპიკური და ტრაგიკული იქნებოდა. 1725 წლის 6 მაისს მარია ლეშჩინსკამ აუცილებელი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რითაც დადასტურდა, რომ მას არ ჰქონდა ეპილეფსია, იყო ჯანმრთელი, ქალწული და ჰქონდა მენსტრუალური ციკლი, რის მიხედვითაც იგი მემკვიდრის გაჩენას მალევე შესძლებდა. ამ ქორწინებიდან ლუიმ გაცილებით ნაკლები მოგება ნახა, ვიდრე ესპანეთის ინფანტ მარიანა ვიქტორიაზე ქორწინების შემდეგ ნახავდა. ესპანელები თავიანთ პრინცესას მზითვში სწორედ დედოფლისთვის საკადრის უამრავ ძვირფასეულობასა და ხუთასი ათას ოქროს მონეტას ატანდნენ, მარიას კი მხოლოდ ოცი ათასი გაატანეს ყოველგვარი ალიანსისა და ძვირფასეულობის გარეშე.
 
=== პირადი ურთიერთობა ლუი XV-თან ===
მათი მარიონეტული ქორწინება 1725 წლის 15 აგვისტოს შედგა სტრასბურგის საკათედრო ტაძარში, სადაც ლუი XV-ს მისი ბიძაშვილი, ორლეანის ჰერცოგი ლუი დ'ორლეანი წარმოადგენდა. ქორწინების შემდეგ მარიამ თავისი პოლონური სახელი მარია შეიცვალა და ფრანგულ მარიზე გადავიდა. ასევე ისიც აღსაღნიშნია, რომ ფრანგებისათვის მისი გვარი ლეშჩინსკი ძალიან რთული წარმოსათქმელი იყო, რის გამოც ისინი მას უბრალოდ დედოფალს, ან სულაც პოლონელს უწოდებდნენ. ქორწინების დღიდანვე მარიას შვიდი ფრანგი ფრეილინა მიუჩინეს, რომელთაგან იგი განსაკუთრებით მადმუაზელ დე კლერმონთან დაახლოვდა. მან სწრაფად აითვისა ფრანგული ადათ-წესები, ქცევის მანერები და სამეფო კარზე გადარჩენის ხრიკებიც. მან თავიდანვე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სრულიად ფრანგებზე, რაზეც ისიც მოწმობს, რომ ქორწინებიდან მალევე მას ფონტენბლოს სასახლე აჩუქეს.
[[ფაილი:Full portrait of Queen Marie Leczinska from the circle of Carl van Loo.jpg|მინი|318x318პქ|დედოფალი მარია ლეშჩინსკა, შესრულებულია კარლ ვან ლოს მიერ]]
ლუი და მარია პირველად ერთმანეთს მარიონეტული ქორწინებიდან ერთ თვეში, 1725 წლის 15 სექტემბერს შეხვდნენ ფონტენბლოს სასახლეში. ამ დროს მარია ოცდაორის, ხოლო ლუი თხუთმეტი წლის იყო. თავიდანვე ლუისა და მარიას ერთმანეთი ძალიან მოეწონათ და მალე ეს გრძნობა სიყვარულშიც გადაეზარდათ. ლუი ცოლის მოსიყვარულე და მხიარული მეუღლე აღმოჩნდა, მეტიც, იგი მარიას ერთგული იყო ქორწინების პირველი რვა წლის მანძილზე. ახალგაზრდა მეფე ძალიან მოუთმენელი ხასიათის იყო, რის გამოც მან სამეფო კარის პროტოკოლი დაარღვია და მეფისა და დედოფლის ოთახები გააერთიანა. 1727 წლის 14 აგვისტოს მარიამ მათი პირველი შვილები გააჩინა, ტყუპი გოგონები — ლუიზა ელიზაბეტი და ანა ანრიეტა. ლუი XV ძალიან ბედნიერი იყო, ვინაიდან მან განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოედგინა თუ ოდესმე მამა გახდებოდა, ახლა კი ერთდროულად ორი გოგონას მამა იყო. მიუხედავად ამისა, სამეფო კარი და განსაკუთრებით კი კარდინალი ფლორი უკმაყოფილო დარჩა, რადგან დედოფალმა ვაჟი ვერ გააჩინა. ამას მოჰყვა მომავალ წელს კიდევ ერთი გოგონას დაბადება, რომელსაც მარი ლუიზა დაარქვეს. მესამე გოგონამ ლუის უკვე იმედი გაუცრუა და გულიც კი დასწყვიტა. თუმცა ამ ამბიდან მალევე, 1729 წლის 4 სექტემბერს მარიამ ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, სახელად ლუი, რომელიც მაშინვე საფრანგეთის დოფინი გახდა. ამას მოჰყვა სულ ერთ წელიწადში ანჟუს ჰერცოგ ფილიპის გაჩენა. ვაჟების გაჩენამ დედოფლის მდგომარეობა საგრძნობლად გამოაკეთა და გაამყარა. საბოლოოდ დედოფალმა მარიამ 1737 წლამდე სულ ათი შვილი გააჩინა, რომელთაგან რვა გოგონა, ხოლო ორი ვაჟი იყო. მისი ათი შვილიდან სამი მცირეწლოვანი დაიღუპა, დანარჩენი შვიდის აღზრდა კი დედოფალმა თავად აიღო თავის თავზე. მან თავისი ყველა შვილი საოცრად სათნო, კეთილშობილ, ღვთისმოშიშ და განათლებულ ადამიანებად აღზარდა, განსაკუთრებით კი ქალიშვილები. მისი გოგონები ხასიათით ძალიან ჰგავდნენ დედას, უფროსი ვაჟი კი მიჯაჭვულიც კი იყო მასზე. საბოლოოდ მარია ნამდვილი დედა იყო, განსხვავებით სხვა დედოფლებისგან, რომლებიც დიდ გულგრილობას იჩენდნენ ხოლმე შვილების მიმართ.
 
მიუხედავად იმისა, რომ სახეზე მარია შეუხედავი იყო, იგი გაცილებით უფრო მოხდენილი და ნაყოფიერი იყო ვიდრე მისი ქმრის საყვარლები. მრავალმა ორსულობამ და ღვთის ფანატიკურმა მორწმუნეობამ თანდათან დიდი ბზარი გააჩინა მეფესა და დედოფალს შორის. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, მარიას ლუისთან სარეცელის გაყოფა ხშირად არ სურდა და ამას მხოლოდ მოვალეობის გამო აკეთებდა. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო, მეფემ თავის დედოფალზე გული აიყარა. წლების შემდეგ ლუიმ საყვარლები გაიჩინა. პირველად ღალატზე მარიამ მას მთელ სასახლესთან ერთად წაასწრო, როდესაც ბაღში მოსეირნე არისტოკრატებმა მეფე და მისი საყვარელი პირდაპირ ფანჯარაში შენიშნეს ინტიმური კავშირისას. ამას მარიას მწვავე რეაგირება მოჰყვა, თუმცა ლუიმ მას განუცხადა, რომ იგი მას ისე ვერ აკმაყოფილებდა როგორც სხვა ქალები. ამით კარდინალმა ფლორმა ისარგებლა და მეფე-დედოფალი თანდათან ერთმანეთს დააშორა, რადგან მას არ სურდა ლუიზე ცოლს ჰქონოდა გავლენა, თუმცა მარია ამის გარეშეც მეტად აპოლიტიკური პიროვნება იყო.
[[ფაილი:Maria Leszczynska c.jpg|მარცხნივ|მინი|333x333პქ|მარია ლეშჩინსკა თავის ვაჟთან, საფრანგეთის დოფინ [[ლუი დე ბურბონი (1729-1765)|ლუი დე ბურბონთან]] ერთად]]
ლუი XV საბოლოოდ ძალიან მოღალატე მეუღლე გახდა. 1733 წელს, მან მარიას პირველად უღალატა მარი ჟულია დე მაილისთან. 1737 წლამდე მათი ეს ურთიერთობა ცნობილი არ იყო და საიდუმლოდ ინახებოდა. მთელი ამ ოთხი წლის მანძილზე მარია ლეშჩინსკა უშედეგოდ ცდილობდა გაერკვია ვინ იყო ქალი, რომელიც მის ქმართან დადიოდა. ამის გარკვევაში მას მისი პირადი მოძღვარი დაეხმარა, რომელმაც ახსარების წმინდა საიდუმლო გატეხა და მარი ჟულიას ახსარება პირდაპირ თავის საყვარელ დედოფალს მოახსენა. ამით მარიამ გაიგო კიდევ როდის აპირებდა მარი ჟულია ლუისთან ვიზიტს და პირდაპირ თავზე დაადგათ. 1737 წელს მარიას მეათე მშობიარობა კატასტროფულად გაურთულდა და კინაღამ გადაჰყვა პრინცესა ლუიზაზე მშობიარობას. ამის შემდეგ იგი ექიმებმა გააფრთხილეს, რომ კიდევ ერთი მშობიარობა მას აუცილებლად შეიწირავდა, რის გამოც 1738 წლიდან დედოფლისა და მეფის ოთახები კვლავ გაიყო და მარიამ ლუის თავის ოთახში მისვლა აუკრძალა. ამით შეიძლება ითქვას, რომ მათი ცოლ-ქმრული ცხოვრება დასრულდა და ეს ქორწინება წმინდა წყლის ფორმალობად გადაიქცა.
 
ამის პარალელურად ლუიმ მარი ჟულიასთან არსებული რომანი გაასაჯაროვა და იგი თავის [[სამეფო საყვარელი|სამეფო საყვარლად]] გამოაცხადა. ამით მეფესა და დედოფალს შორის ყველანაირი კავშირი გაწყდა. მიუხედავად ამისა, ისინი სახალხოდ საკმაოდ საზეიმოდ წარმოაჩენდნენ და ერთმანეთს მხარს უმშვენებდნენ. ამის მიუხედავად მეფე დედოფლის აპარტამენტებს აღარ სტუმრობდა და ისინი სალონში კარტსაც აღარ თამაშობდნენ, რაც ამ წლების მანძილზე მათი საყვარელი გასართობი იყო. მარია ლეშჩინსკა, ისევე როგორც ბევრი მისი წინამორბედი საფრანგეთის დედოფალი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციის ფიგურა გახდა სამეფო კარზე, რომელსაც ოფიციალური ვიზიტებისას მეფის მხარი უნდა დაემშვენებინა. მარი ჟულია დე მაილის მოჰყვა ლუის რომანი პოლინ ფელიჩიტა დე მაილთან (1739 წელს), მარი ანა დე მაილთან (1742 წელს) და ასევე დიანა ადელაიდა დე მაილთან (1742 წელს). 1744 წელს მეცში სტუმრობისას ლუი XV სერიოზულად დაავადდა და მისი გარდაცვალების საფრთხე წარმოიქმნა. ამიტომაც მისმა მხლებლებმა სამეფო ოჯახის წევრები სასწრაფოდ მეცში გამოიძახეს. მარიასა და ლუის ვაჟმა, საფრანგეთის დოფინმა, რომელსაც მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, უარი განაცხადა წასვლაზე, მარია და მისი ქალიშვილები კი მეცისაკენ გაემგზავრნენ, რათა უკანასკნელად ენახათ ლუი, თუმცა როცა მათ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს, მეფე უკვე სრულიად გამოჯანმრთელებულიყო. მარიამ და მისმა მღვდლებმა ლუის შთააგონეს, რომ ღმერთმა მრუშობისათვის იგი ასე დასაჯა და თუკი სასწრაფოდ არ შეწყვეტდა თავის რომანს მარი ანა დე მაილთან ღმერთი მას მოკლავდა. მართალია მეფე მაინც და მაინც მორწმუნე არ იყო, მაგრამ ამ ამბავმა შეაფიქრიანა და მალევე მიატოვა საყვარელი, რის შემდეგაც მათი ქორწინება შედარებით გაუმჯობესების გზაზე დადგა.
 
საბოლოოდ მათი ქორწინება 1745 წელს მადამ დე პომპადურის გამოჩენამ დაანგრია, რომელიც 1745 წლიდან მოყოლებული 1764 წლამდე (სანამ არ დაიღუპა) ლუის ერთგული საყვარელი იყო და ძალიან დიდი გავლენა მოიპოვა მეფეზე, სამეფო კარსა და პოლიტიკაზე. პომპადურმა თავისი უდიდესი ძალაუფლება არ იკმარა და თავად დედოფალსაც კი უწევდა კონკურენციას. ლუის საყვარლებიდან პომპადური პირველი იყო, რომელმაც დედოფალს კონკურენცია გაუწია და მის ადგილსაც კი ეპოტინებოდა, რაც მარიას ძალზედ რთულ მდგომარეობაში აყენებდა. მიუხედავად ამისა, მარიასა და პომპადურს ურთიერთობა საკმაოდ დაულაგდათ. მარიას ქმრის პირველ საყვარელთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან იგი პირველი იყო, მეორესთანაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მესამე კი ძალიან თავხედი და ამაყი იყო, რასაც პომპადურზე ვერ ვიტყვით. განსხვავებით ლუი XV-ის სხვა სამეფო საყვარლებისგან, მარიას პომპადურთან ძალიან მეგობრული და გულითადი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა 1756 წელს მარიამ უარი თქვა პომპადურის თავის ფრეილინად დანიშვნაზე. თავად მარიას, ნაკლებად ჰქონდა ექსტრემალური სასიყვარულო თავგადასავლები. საფრანგეთი იმ დროში ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ხშირად უწევდა ომები ასევე უძლიერეს ავსტრიასთან, რის გამოც ვერსალში ავსტრიის ელჩი ფლორიმონდ კლოდი, მერს-არგენტუს კონტი ხშირად ჩნდებოდა. ამგვარი ხშირი ურთიერთობის გამო მარიას, საკმაოდ მიმზიდველ ელჩთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თუმცა იყო ჭორებიც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ რომანი ჰქონოდათ.
 
== დედოფალი ==
Line 129 ⟶ 140:
 
საფრანგეთი, (36 წლის)
|საფრანგეთის დოფინი, პირველად ცოლად შეირთო [[მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი|მარია ტერეზა]]
[[მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი|რაფაელა ესპანელი]], რომელიც პირველივე მშობიარობას გადაჰყვა,
 
შემდეგ კი იქორწინა [[მარია ჟოზეფა საქსონიელი|მარია ჟოზეფა საქსონიელზე]], რომელთანაც 13 შვილი
 
შეეძინა, მათ შორის საფრანგეთის სამი მეფე ლუი XVI, ლუი XVIII და შარლ X
Line 222 ⟶ 233:
* Irena Tatiboit, Ambroise Perrin "Il faut marier Maria, Madame Louis XV, Princesse de Wissembourg", 250 pages, 800 photos, Éditions Bourg Blanc 2012, Prix spécial du Jury Salon Livres Marlenheim (<nowiki>ISBN 9782953764413</nowiki>).
* Cécile Berly, Les femmes de Louis XV, Perrin, 2018, 350 p.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{s-start}}
{{s-hou|ლეშჩინსკები||23 ივნისი 1703||24 ივნისი 1768}}
{{s-bef|წინამორბედი=[[მარია ტერეზა ესპანელი]]}}
{{s-ttl|ტიტული=[[საფრანგეთის დედოფლების სია|საფრანგეთის დედოფალი]]<br/>1725-1768<br/>[[ფაილი:Marie Leczsinska.png|90პქ]]}}
{{s-aft|შემდეგი=[[მარი ანტუანეტი|მარია ანტონია ავსტრიელი]]}}
{{s-end}}