კონსტანტინე ციოლკოვსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
 
ნიკოლოზ ციოლკოვსკიმ ჯვარი დაიწერა 1880 წლის 20 აგვისტოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. პატარძლის მზითევიდან მან უარი თქვა, ჯვრისწერამ უხმაუროდ ჩაიარა, ქორწილი არ გადაუხდიათ. რამდენიმე თვეში რიაზანში გარდაიცვალა მამამისი ედუარდ ეგნეტეს ძე ციოლკოვსკი.
 
ბოროვსკის სამაზრო სკოლაში კონსტანტინე ციოლკოვსკი განაგრძობდა სრულყოფას, როგორც პედაგოგი: ის არასტანდარტულად ასწავლიდა [[არითმეტიკა]]ს და [[გეომეტრია]]ს, იგონებდა საინტერესო და შთამბეჭდავ ამოცანებს, განსაკუთრებით ბიჭებისთვის, ექსპერიმენტებს. რამდენჯერმე მოსწავლეებთან ერთად გაუშვა უზარმაზარი ქაღალდის საჰაერო ბუშტი "გონდოლა", რომელშიც ჰაერის გასათბობად მოთავსებული იყო ანთებული "ლამპარი".
 
ზოგჯერ ციოლკოვსკის უწევდა სხვა პედაგოგების შეცვლა და [[ხატვა|ხატვის]]' [[ხაზვა|ხაზვის]], [[ისტორია|ისტორიის]], [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]] და ა.შ. გაკვეთილების ჩატარება. ერთხელ კი სასწავლებლის ზედამხედველიც შეცვალა.
 
სკოლაში სამუშაოს დასრულების შემდეგ და გამოსასვლელ დღეებში კონსტანტინე სახლში განაგრძობდა კვლევებს: სრულყოფდა ხელნაწერებს, აკეთებდა ჩანახატებს, ატარებდა სხვადასხვა ექსპერიმენტებს.
 
გამოკვლევების გავლენით ციოლკოვსკიმ დაწერა რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები. მაგ: მის კალამს ეკუთვნის მოთხრობა "[[მთვარე]]ზე", რომელშიც სიუჟეტი ასე ვითარდება: მოთხრობის ავტორი და მისი მეგობარი ფიზიკოსი მოულოდნელად აღმოჩნდნენ მთვარეზე. მათ ერთადერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს მთვარის აღწერა და საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემა. მოთხრობა გამოირჩევა დამაჯერებლობით, მრავალრიცხოვანი დეტალების არსებობით და მდიდარი ლიტერატურული ენით. გარდა მთვარის პეიზაჟის აღწერისა, ციოლკოვსკი გადმოგვცემს მთვარის ზედაპირიდან დანახული ცის თაღის და პლანეტების გარეგნობას დედამიწის ჩათვლით. ავტორს ნაწარმოებში დეტალურად აქვს გაანალიზებული მთვარის სხვა განსაკუთრებული თვისებები, ატმოსფეროს არარსებოდა და სხვა.
 
==ოჯახი და ურთიერთობა ხალხთან==
ციოლკოვსკის ბოროვსკში შეეძინა 4 შვილი: უფროსი ქალიშვილი ლუბა და სამი ვაჟი - იგნატი, ალექსანდრე და ივანე. ისინი ცხოვრობდნენ გაჭირვებით, მაგრამ, როგორც მეცნიერი ამბობდა - ვალები არ ჰქონდათ და არც არასდროს შიმშილობდნენ. თავისი ხელფასის დიდ ნაწილს მეცნიერი წიგნებისა და ფიზიკურ-ქიმიური მასალების, ინსტრუმენტებისა და რეაქტივების შეძენაზე ხარჯავდა.
 
ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა სახოვრებელი ადგილი. 1887 წელს სახლში გაჩნდა [[ხანძარი]], რის გამოც დაიწვა ციოლკოვსკის ხელნაწერები, მოდელები, ნახაზები, ბიბლიოთეკა და სხვა ქონება. გადარჩა მხოლოდ საკერავი მანქანა, რომლის ფანჯრიდან ეზოში გადაგდება მოასწრეს.
 
1889 წლის აპრილში ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. [[გაზაფხული]]ს [[წყალდიდობა]]მ სახლი დაუტბორა და კვლავ განადგურდა ციოლკოვსკის მთელი ჩანაწერები და წიგნები.
 
ბოროვსკში ციოლკოვსკი მეგობრობდა მხოლოდ მცირე რაოდენობით ადამიანებთან. [[ქალაქი]]ს მაცხოვრებელთა უმეტესობა მას დასცინოდა, ცდილობდნენ მის გაძევებას, უწოდებდნენ "შეშლილ გამომგონებელს". მოგვიანებით მეცნიერმა გაიცნო სახელმწიფო მრჩეველი დ. ი. კურნოსოვი, რომელმაც მფარველობა გაუწია. ამ ნაცნობობის და წარმატებული სწავლების წყალობით, მან მიიღო რამდენიმე სხვადასხვა ტიტული, კერძოდ — [[გუბერნია|გუბერნიის]] მდივნის, [[კოლეჯი]]ს მდივნის, ტიტულოვანი მრჩევლის და სხვა. ამავე პერიოდში ციოლკოვსკიმ მიიღო მიწვევა კალუგის სამაზრო სკოლაში და 1892 წლიდან მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ის კალუგაში მოღვაწეობდა.
 
კონსტანტინე ციოლკოვსკი სიხარულით შეხვდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას და რუსეთში და მთელი გულით ემსახურებოდა მას. [[საბჭოთა ხელისუფლება]]მ 1921 წელს სამამულო და მსოფლიო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის მეცნიერს დაუნიშნა მუდმივი [[პენსია]] სიკვდილამდე. 1935 წლის 13 სექტემბერს, სიკვდილამდე 6 დღით ადრე მეცნიერი [[ი. ბ. სტალინი]]სადმი მიწერილ წერილში წერდა — [[რევოლუციამ]]დე მისი ოცნება ვერ ასრულდა. მხოლოდ ოქტომბერმა მოუტანა მას, თვითნასწავლ მეცნიერს შრომის აღიარება: მხოლოდ საბჭოთა მთავრობა და [[ლენინი|ლენინ]]-სტალინის [[პარტია]] დაეხმარა მას ეფექტურად, რომ იგი გრძნობდა მასების დიდ სიყვარულს, რამაც მისცა ძალა, უკვე ავადმყოფს, გაეგრძელებინა მუშაობა... ყველა თავის ნაშრომს საავიაციო, სარაკეტო და ინტერპლანეტარული კომუნიკაციების სფეროში ის გადასცემდა [[ბოლშევიკური პარტია|ბოლშევიკურ პარტიასა]] და საბჭოთა ხელისუფლებას — ადამიანის კულტურული [[პროგრესი]]ს ნამდვილ ლიდერებს, დარწმუნებული იმაში, რომ ისინი წარმატებით დაასრულებდნენ მის შრომას. თბილი სიტყვებით სავსე სამადლობელი პასუხი მალევე მოვიდა [[სტალინი]]საგან.
 
1935 წლის 19 სექტემბერს მეცნიერი გარდაიცვალა კალუგაში [[კუჭი]]ს [[სიმსივნე|სიმსივნით]].
 
==ჯილდოები==