მარია ლეშჩინსკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
}}
 
'''მარია ლეშჩინსკა''' ({{Lang-pl|Maria Leszczyńska}}, {{Lang-fr|Marie Leszczynska}}; დ. 23 ივნისი, 1703, სილეზია, პოლონეთი – გ. 24 ივნისი, 1768, ვერსალი, საფრანგეთი) — ლეშჩინსკთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე სტანისლავ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კათარინა ოპელინსკას ნაბოლარა ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1725-1768 წლებში, როგორც ლუი XV-ის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით, 42 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, მისი ქორწინებით შედგა ფრანკო-პოლონური ალიანსი, რასაც სხვა სახელმწიფოთა პროტესტი და საფრანგეთის მიერ ლოთარინგიის საბოლოო დაპყრობა მოჰყვა შედეგად.
 
მარიას მამა სტანისლავ ლეშჩინსკი 1704 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, 1709 წელს კი იგი თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც იგი თავის ოჯახთან ერთად შვედეთში დასახლდა. მან თავისი ძალაუფლების დასაბრუნებლად თავისი ძველი კავშირები გამოიყენა. 1725 წელს კი ბურბონის ჰერცოგის ხელშეწყობით მარია საფრანგეთის მეფეზე დააქორწინეს, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო სტანისლავისთვის ტახტი უნდა დაებრუნებინა, თუმცა ასე არ მოხდა და მას ლუიმ ლოთარინგია უბოძა. დედოფალმა მარიამ 1727 წლიდან 1737 წლამდე ათი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, აქედან ერთი კი მცირეწლოვანი დაიღუპა. 1733 წელს საფრანგეთი პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში ჩაება ავსტრიის წინააღმდეგ, რათა სტანისლავისთვის ტახტი დაებრუნებინათ. საბოლოოდ იგი ტახტზე მაინც ვერ დასვეს და 1738 წელს ოფიციალურად გახდა ლოთარინგიის ჰერცოგი.
ხაზი 57:
 
=== ქორწინება საფრანგეთის მეფეზე ===
მარია ლეშჩინსკა იმ 99 ევროპელი პრინცესის სიაში აღმოჩნდა, რომლებიც ლუი XV-ის საცოლეებად მოიაზრებოდნენ. იგი სიის თავში არ იყო და ზოგადად მხოლოდ იმიტომ ჩასვეს სიაში, რომ იგი კათოლიკე პრინცესა იყო, რაც მინიმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. თავდაპირველად 99 პრინცესიდან რაოდენობა 17-მდე შეამცირეს, შემდეგ კი მხოლოდ ოთხი პრინცესა დატოვეს, მათ შორის კი მარიაც აღმოჩნდა. ახლა უკვე თავად ლუის გადასაწყვეტი იყო თუ რომელს აირჩევდა ოთხი პრინცესიდან. თავდაპირველად ლუიმ დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანაზე, შემდეგ კი მის დაზე, პრინცესა ამელიაზე დაქორწინება მოისურვა, მაგრამ ფრანგება მას ამის ნება არ დართეს ვინაიდან ისინი ანგლიკანები იყვნენ ლუი კი კათოლიკე. მიუხედავად ამისა ბურბონის ჰერცოგი და მადამ დე პრიე მარია ლეშჩინსკას კანდიდატურას სთავაზობდნენ მეფეს, ასევე მარიას უჭერდნენ მხარს პარიზელი დიდგვაროვნების დიდი ნაწილი. მადამ დე პრიემ და ბურბონის ჰერცოგმა მეფეს მარტივად გადააფიქრებინეს ბრიტანეთის პრინცესებზე ქორწინება მათი რელიგიის გამო, თუმცა კარდინალმა ფლორმა ლუის მისსავე ბიძაშვილებზე, ანრიეტა ლუიზა ბურბონზე, ან ტერეზა ალექსანდრინა ბურბონზე ქორწინება შესთავაზა მაგრამ მეფემ ეს იდეა მაშინვე უარყო. კარდინალმა მაშინვე შესთავაზა იტალიელ პრინცესაზე, მარია ვიტორია სავოიელზე ქორწინებაც, თუმცა მისი გარეგნობის გამო ლუიმ ქორწინება არ ისურვა.
 
საბოლოოდ ასეთ რთულ ვითარებაში მადამ დე პრიემ და ბურბონის ჰერცოგმა მარია ლეშჩინსკას კანდიდატურა წინა პლანზე წამოსწიეს, ამას დაეთანხმა თავად კარდინალიც და სრულიად ფრანგული არისტოკრატია, რადგან იგი რეალურად მოქმედი მეფის ასული არ იყო, შესაბამისად მისი ქორწინებით ლუი ახალ ალიანსს ვერ შეჰქმნიდა და ამით არცერთ ფრანგულ და უცხოურ პარტიას არ გააღიზიანებდა. საბოლოო ჯამში დიდი განსჯის შემდეგ ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ლუი და მარია დაქორწინებულიყვნენ, ვინაიდან პრინცესა მარია იყო ჭეშმარიტი კათოლიკე, კარგი და მოხდენილი შესახედაობის, ჯანმრთელი, განათლებული, დახვეწილი და თანაც ქალწული. ამ დროს მადამ დე პრიემ მარიას პორტრეტი შეუკვეთა, სადაც მისი ბრძანებით მხატვარმა მარიას ყველა ნაკლი გაუქრო და ამის შემდეგ ლუის მისი საცოლის პორტრეტი წარუდგინა. აღტაცებულმა ლუიმ განაცხადა: "ის ყველა მათგანზე საყვარელია !". ლუი ულამაზესი საცოლის ხილვის შემდეგ ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს და საქორწინო მოლაპარაკებებიც გაჩაღდა.
[[ფაილი:Marie Leszczynska by François Albert Stiemart, 1726, Versailles.jpg|მინი|288x288პქ|მარია ლეშჩინსკა 1726 წელს ვერსალში, ფრანსუა ალბერტ სტეიმარის ნახატი]]
1725 წლის 2 აპრილს საფრანგეთის სამეფო კარმა ოფიციალურად ითხოვა მისი ხელი. მამამისს, სტანისლავ ლეშჩინსკს ეს ამბავი ახარებდა, რადგან იმედი მიეცა კვლავ მონარქად გახდომისა და ამ "სამარცხვინო" მდგომარეობიდან გამოსვლისა. ცხადია ის ფაქტი, რომ მისი ქალიშვილი თვით საფრანგეთის, ანუ ამ პერიოდის ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს დედოფალი გახდებოდა, ეს მას ძლიერ წაადგებოდა. თუმცა ლოთარინგიის ქვრივმა ჰერცოგინია, რომელიც ორლეანის ჰერცოგის და იყო, ერთობ შეურაცხყოფილი დარჩა, როცა ლუის საცოლედ მისი ქალიშვილი მარია ტერეზა არ აირჩიეს. მარიასა და საფრანგეთის მეფის ქორწინების გამო, ესპანეთმა და რუსეთმა საფრანგეთთან ალიანსი გაწყვიტეს ვინაიდან მარიას გამო ლუიმ მათ პრინცესებზე თქვა უარი. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ამ ქორწინებიდან ვერც სიმდიდრეს და ვერც ახალ ალიანსს ვერ მიიღებდა. სწორედ ამის გამო ფრანგების ნაწილს მარიაზე გული აუცრუვდა და აცხადებდნენ, რომ მათი ქორწინება ეპიკური და ტრაგიკული იქნებოდა. 1725 წლის 6 მაისს მარია ლეშჩინსკამ აუცილებელი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რითაც დადასტურდა, რომ მას არ ჰქონდა ეპილეფსია, იყო ჯანმრთელი, ქალწული და ჰქონდა მენსტრუალური ციკლი, რის მიხედვითაც იგი მემკვიდრის გაჩენას მალევე შესძლებდა. ამ ქორწინებიდან ლუიმ გაცილებით ნაკლები მოგება ნახა, ვიდრე ესპანეთის ინფანტ მარიანა ვიქტორიაზე ქორწინების შემდეგ ნახავდა. ესპანელები თავიანთ პრინცესას მზითვში სწორედ დედოფლისთვის საკადრის უამრავ ძვირფასეულობასა და ხუთასი ათას ოქროს მონეტას ატანდნენ, მარიას კი მხოლოდ ოცი ათასი გაატანეს ყოველგვარი ალიანსისა და ძვირფასეულობის გარეშე.
 
=== პირადი ურთიერთობა ლუი XV-თან ===