ბართლომე მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 26:
[[ფაილი:Catino San Bartolomeo.JPG|thumb|ჭურჭელი რომელშიც მოციქულის წმინდა ნაწილები ესვენა.]]
 
მოციქულის წამების შემდეგ მორწმუნეებმა მისი ცხედარი მოიპარეს და დიდი პატივით დაკრძალეს. დღესდღეობით იმ ადგილას სადაც ბართლომე მოციქული დაასაფლავეს აღმართულია სამრეკლო.<ref>[http://baku.eparhia.ru/leaflet/calendar/apostle_varfolomei_24june ბაქოში ბართლომე მოციქულის სამრეკლო]</ref> უფლის მოციქულის საფლავზე მრავალი სასწაული ხდებოდა. ასე იმყოფებოდა ქალაქ ალბანში ვიდრე იმპერატორმა ანასტასიამ [[508]] წელს წმინდა ბართლომეს ნეშტი [[მესოპოტამია]]ში, ქალაქ ანასტასიაუპოლში (დარი) გადაასვენა.<ref>[http://days.pravoslavie.ru/Life/life4515.htm ბართლომე მოციქულის წმინდა ნაწილების გადატანა]</ref> [[574]] წელს ქალაქი დარი სპარსეთის მეფე ხოზროემმა აიღო, ქრისტიანებმა სცადეს მოციქულის ნეშტის გადამალვა მაგრამ ვერ შესძლეს. ამიტომ გადაწყვიტეს ლუსკუმა წმინდა ნაწილებით ზღვაში ჩაეშვათ (ზოგიერთი ცნობით დაწეულმა ურჯულოებმა გადაყარეს შავ ზღვაში მოციქულის ლუსკუმა და ასევე კიდევ 4 სხვა წმინდანის სანაწილე: პაპიანე, ლუკიანე, გრიგორისა და აკაკის). ღვთის ნებით, სიწმიდე იტალიაში კუნძულ ლიპარასთან მიცურდა ხოლო სხვა დანარჩენი იტალიის სხვა ნაპირებს მიადგა: პაპიანე -სიცილიაში; ლუკიანე - მესინაში; გრიგორი - კალაბრიაში; აკაკი - ასკულუსაში. მოციქულის წმინდა ნაწილების მიბრძანება კუნძულის იმდროინდელ ეპისკოპოსს აგრაფონს ეუწყა. IX საუკუნეში [[კუნძული ლიპარა]] [[არაბეთი|არაბებმა]] აიღეს. მორწმუნეებმა აქაც წმინდა ნაწილების გარიდება შესძლეს მომხვდურებისგან და მოციქულის უხრწნელი ნეშტი კუნძულ ლიპარადან ქალაქ [[ბენევენტო]]ში გადააბრძანეს, ხოლო მოგვიანებით X საუკუნეში წმიდანის ძვლების ნაწილი ქალაქ [[რომი|რომში]] იქნა გადასვენებული.
 
მოციქულ ბართლომეს წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი ღირსმა იოსებ მგალობელმა ვინმე უცხო ადამიანისაგან შეიძინა, რომელმაც კონსტანტინეპოლის მახლობლად მდებარე სავანეში წააბრძანა და დააბრძანა ტაძარში, რომელიც ბართლომე მოციქულის სახელზე ააშენა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==