ატლასის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
| ვიკისაწყობი =
}}
'''ატლასის მთები''' ({{lang-el|Atlas}}) — დიდი მთათა სისტემა [[აფრიკა|აფრიკის]] ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ვრცელდება [[მაროკო]]ს, [[ალჟირი]]სა და [[ტუნისი]]ს ტერიტორიებზე. გადაჭიმულია [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] გასწვრივ დაახლოებით 2000 კმ-ზე. მაქსიმალურ სიმაღლეს [[მაროკო]]ში აღწევს (მთა [[ტუბკალი]], 4165 მ), ტუნისის ფარგლებში კი დაბალ მთებსა და გორაკ-ბორცვებს წარმოადგენს. [[ალჟირი|ალჟირში]] და ნაწილობრივ [[მაროკო|აღმოსავლეთ მაროკოს]] ტერიტორიაზე ჩრდილოეთით აღმართულია [[თელ-ატლასისატლასი]]ს, ხოლო სამხრეთით — [[საჰარის ატლასისატლასი]]ს მთაგრეხილები. [[მაროკო]]ში ატლასის მთების ჩრდილოეთ ნაწილს [[ელ-რიფი|ელ-რიფის ატლასი]] ეწოდება, მის სამხრეთით აღმართულია შუა, მაღალი ატლასისა და ანტიატლასის მთაგრეხილები. [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანისკენ]] საფეხურებად ეშვება [[მაროკოს მესეტა]] (1000-800 მ) და ოკეანისპირა ვიწრო დაბლობში გადადის.
 
ატლასის მთების წარმოშობა [[ალპური დანაოჭება|ალპურ დანაოჭებასთანაა]] დაკავშირებული. მის აგებულებაში მესამეულის [[დანალექი ქანები|დანალექ ქანებთან]] ერთად მონაწილეობენ მეზოზოური და პალეოზოური ასაკის ქანებიც. სამხრეთ ნაწილში ატლასის მთები [[აფრიკის ბაქანი|აფრიკის ბაქნიდან]] სამხრეთ ატლასის რღვევის ხაზითაა გამოყოფილი. მეორე რღვევის ხაზი [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს მიჰყვება. მასთან დაკავშირებულია ახალგაზრდა [[ვულკანიზმი]] და [[მიწისძვრა|მიწისძვრები]]. წიაღისეულიდან მოიპოვება [[რკინის მადანი]] და [[პოლიმეტალები]].
 
ატლასის ჩრდილოეთ ნაწილში სუბტროპიკული ხმელთაშუა ზღვის ჰავაა, სამხრეთში ნახევარუდაბნოს ტიპისაა. ნალექები ძირითადად [[შემოდგომა]]სა და [[ზამთარი|ზამთარში]] მოდის (1000 მ-მდე). მაქსიმალური რაოდენობით ნალექები (1800 მმ) აღნიშნულია [[თელ-ატლასი|თელ-ატლასის ქედი]]ს ჩრდილოეთ და დასავლეთ ფერდობებსა და [[მაღალი ატლასი|მაღალი ატლასის ქედზე]] ზღვის დონიდან 2000-2500 მ-ზე მაღლა. ატლასის მთათა უმეტეს ნაწილზე წელიწადში 400-600 მმ ნალექი მოდის, სამხრეთ რაიონებში — 300 მმ-მდე. [[იანვარი|იანვრის]] საშუალო [[ტემპერატურა]] მთათა ქვედა სარტყელის სანაპირო რაიონებში 10-12°C, შიგა რაიონებში 4-6°C; 1500 მ-ზე მაღლა 4-5 თვე დევს [[თოვლი]]. [[ზაფხული]] მშრალია და ცხელი. [[ივნისი]]ს საშუალო [[ტემპერატურა]] დაახლოებით 25°C. აბსოლუტურ მაქსიმალური ტემპერატურა შიგა რაიონებში 40°C, სამხრეთში — 49°C. მდინარეთა უმრავლესობა [[წვიმა|წვიმის]] წყლით საზრდოობს. [[ზაფხული|ზაფხულში]] თითქმის ყველა შრება, შედარებით წყალუხვია [[უმ-ერ-რბია]], [[სებუ]] ([[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის აუზი]]), [[შელიფი]], [[მულუია]], ([[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის აუზი]]).
 
ატლასის მთების ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში ყავისფერ ნიადაგებზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 800 მ-მდე გავრცელებულია ხეშეშფოთლიან ტყეთა კორომები, [[კორპის მუხა|კორპის მუხის]] ტყეები და [[მაკვისი]]ს ტიპის ბუჩქნარები. მშრალ შიგა რაიონებში რუხ-ყავისფერ ღორღიან ნიადაგზე ნახევარუდაბნოს მეჩხერი მარცვლოვანი მცენარეულობაა. [[ელ-რიფი]]ს და [[თელ-ატლასისატლასი]]ს ქედებზე 1200 მ-მდე [[ქვამუხა|ქვამუხისა]] და [[კორპის მუხა|კორპის მუხის]] მარადმწვანე ტყეებია, 1700 მ-მდე შერეული ტყეები, მარადმწვანე მცენარეებთან ერთად აქ ფართოფოთლიანები და წიწვიანებიც ხარობს. 2200 მ-მდე მთის ყავისფერ გამოტუტულ და ტყის ყომრალ ნიადაგზე წიწვიანი ([[ატლასის კედარი]]) ტყეებია.
 
[[ფაუნა|ცხოველთა სამყარო]] გაღარიბებულია. შემორჩენილია [[მაიმუნები]]. თითქმის ყველგანაა [[ტურა]], სამხრეთით ბინადრობს [[აფთარი]], ზოგიერთი ჩლიქოსანი. ბევრია გადამფრენი ფრინველი. მრავალფეროვანია [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავალთა სამყარო]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატლასის_მთები“-დან