ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
თბილისში დაამთავრა ჯერ ფავრის პანსიონი, შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ([[1865]]). იყო „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]]“ აქტიური წევრი., „მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა“ და ქალთა საზოგადოება „განათლების“ დამმარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. [[1883]] [[ნობათი (ჟურნალი)|ჟურნალ „ნობათში“]] თანამშრომლობდა. [[1890]] დააარსა [[ჯეჯილი|ჟურნალ „ჯეჯილი“]], რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში იყო ჟურნალ „კვალის“ თანარედაქტორი.
 
თუმანიშვილ-წერეთლის პირველი თარგმანი ([[ალფონს დოდე]]ს მოთხრობა „მარშლის გულმტკივნეულება“) დაიბეჭდა [[1876]], პირველი ორიგინალური მოთხრობა „მამის მსხვერპლი“ — [[1880]]. მას ეკუთვნის ორიგინალური, ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები (კრებული „მოლაღური“, [[1887]]; „ხუთი ამბავი“, [[1888]]; „კონა“, [[1823]]; „ცხოვრების გამჭრიახობა“, [[1924]]; „ყვავილი“, [[1926]] და სხვა).