'''ისანი''', — ისტორიული უბანი [[თბილისი|თბილისში]], ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირზე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. VIII-IX საუკუნეებში, [[არაბობა საქართველოში|არაბთა ბატონობის]] ხანაში, აქ გამაგრებულ დასახლება [[სოღდებილი]]ს მედინაში საპყრობილე იყო. IX საუკუნეში იგი ქვიტკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო არაბულად ჰისნი - ისანი (ციხესიმაგრე) უწოდეს; იგი ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იცავდა, XI-XII საუკუნეებში ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიას ისნის ველს და სოღდებილის სანახებს ეძახდნენ (შემდეგდროინდელი [[ავლაბარი]]). XII-XIII საუკუნეებში ისანში კლდეზე, მტკვრის პირას, იყო მეფის სასახლე, კარის ეკლესია და მეტეხთა ტაძარი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ისნის უბანი [[მეტეხი (უბანი)|მეტეხად]] იწოდებოდა.