ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 280:
1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია შეიჭრა დასავლეთ პოლონეთში. ამის მიზეზი გახდა პოლონეთის უარი დანციგზე გერმანიის უფლება ეღიარებინა. გარდა ამისა, გერმანიამ ასევე უარი მიიღო ექსტრატერიტორიულ გზაზე პოლონურ კორიდორზე, რომელიც მან ვერსალის შეთანხმების გამო დაკარგა.<ref>Weinberg 1980, pp. 561–562, 583–584.</ref> საპასუხოდ, 3 სექტემბერს, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. ჰიტლერი ამით გაოცებული დარჩა, შემდეგ კი რიბენტროპს ჰკითხა: „ახლა რა?“.<ref>Bloch 1992, p. 260</ref> მიუხედავად გამოცხადებისა, საფრანგეთი და ბრიტანეთი შეტევაზე არ გადადიოდნენ. 17 სექტემბერს აღმოსავლეთ პოლონეთში შეიჭრა საბჭოთა კავშირიც.<ref>Hakim 1995</ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-S55480, Polen, Parade vor Adolf Hitler.jpg|მინი|მარცხნივ|ჰიტლერი თვალს ადევნებს ჯარისკაცებს.]]
პოლონეთის დაცემას მოჰყვა ე.წ „[[უცნაური ომი]]“, ან კიდევ Sitzkrieg („მჯდარი ომი“). პოლონეთის ჩრდილოეთჩრდილო-დასავლეთში დანიშნულ ორ ახალ გაულაიტერს, ალბერტ ფორსტერს (რაიხსგაუ დანციგი-დასავლეთ პრუსია) და ართურ გრეისერს (რაიხსგაუ ვარტელანდი) მათი კონტროლირებადი ტერიტორიების სწრაფი გერმანიზაცია დაავალა ყველანაირი კითხვის გარეშე იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს პროცესი.<ref name="Rees 1997, pp. 141–145">Rees 1997, pp. 141–145</ref> ფორტსტერის ტერიტორიაზე პოლონეთის მოქალაქეებს უბრალოდ უნდა შეევსოთ ფორმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ გერმანული სისხლი ჰქონდათ,<ref>Kershaw 2008, p. 527</ref> მეორე მხრივ, გრეისერი თავის ტერიტორიაზე ატარებდა მასშტაბურ რასობრივ „ჩისტკებს“.<ref name="Rees 1997, pp. 141–145"/> გრეისერი უკმაყოფილო იყო ფორსტერის პოლიტიკით. მისი აზრით, იგი უფლებას აცლევდა ათასობით პოლონელს რასობრივად გამხდარიყო გერმანელი, რაც აჭუჭყიანებდა გერმანულ რასობრივ სისუფთავეს. ჰიტლერმა უარი თქვა „კონფლიქტში“ ჩარევაზე,<ref name="Rees 1997, pp. 141–145"/> თუმცა, გამოსცა ინსტრუქციები, რათა მის ქვეშევრდომებს თვითონ ემექმოდათ.
 
კიდევ ერთი კონფლიქტი წამოიშვა ჰიმლერსა (რომელსაც მხარს უჭერდა გრეისერი) და გერინგს (მას მხარს უჭერდა ჰანს ფრანკი — ოკუპირებული პოლონეთის გუბერნატორ-გენერალი) შორის. ჰიმლერს სურდა პოლონეთში ეთნიკური „ჩისტკები“ მოეწყო, გერინგი კი თვლიდა, რომ პოლონეთი რაიხის ბეღელი უნდა გამხდარიყო.<ref name="Rees 1997, pp. 148–149">Rees 1997, pp. 148–149.</ref> 1940 წლის 12 თებერვალს კონფლიქტი გერინგ-ფრანკის სასარგებლოდ გადაწყდა, რამაც დაასრულა ეკონომიკურად წაგებიანი მასიური გაძევებები.<ref name="Rees 1997, pp. 148–149"/> იმავე წლის 15 მაისს ჰიმლერმა გამოსცა მემორანდუმი — „ზოგიერთი მოსაზრება აღმოსავლეთის მოსახლეობასთან დაკავშირებით“, რომლის მიხედვითაც ევროპაში დარჩენილი ებრაელები აფრიკაში უნდა გაეგზავნათ, ხოლო პოლონეთის დარჩენილი მოსახლეობა უნდა შემცირებულიყო მუშათა კლასამდე.<ref name="Rees 1997, pp. 148–149"/> ჰიტლერს მოეწონა ჰიმლერის მემორანდუმი და იგი კარგად და სწორად ჩათვალა.<ref name="Rees 1997, pp. 148–149"/> ამის შემდეგ გერინგისა და ფრანკის პოლიტიკის მაგივრად პოლონეთში ჰიმლერისა და გრეისერის პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან