სუდეტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი =
}}
'''სუდეტები''' ({{lang-pl|Sudety;}} {{lang-cs|Krkonošsko-jesenická subprovincie;}} {{lang-de|Sudeten}}) — მთები [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაში]]. ვრცელდება [[პოლონეთი]]ს, [[ჩეხეთი]]სა და [[გერმანია|გერმანიის]] ტერიტორიებზე. გადაჭიმულია ჩრდილოეთჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 310 კმ-ზე. შედგება ცალკეული [[ქედი|ქედებისა]] და [[მთის მასივი|მასივებისაგან]], რომლებიც დაყოფილია გასწვრივი ტექტონიკური დადაბლებებით. წარმოადგენს [[ჩეხეთის მასივი]]ს ამაღლებულ კიდეს. მაქსიმალური სიმაღლე 1602 მ (მთა [[სნეჟკა]]). მეტწილად აგებულია გრანიტებით, გნაისებით, პალეოზოური თიხაფიქლებით და ვულკანური ქანებით, ცარცული ქვიშაქვებითა და მერგელებით. მწვერვალები მოსწორებულია, კალთები — ციცაბო. თხემურ ნაწილში განვითარებულია ძველმყინვარული რელიეფი. სუდეტებზე სათავე აქვს მდინარეებს: [[ელბა]]ს, [[ოდრა|ოდერს]], [[მორავა (ჩეხეთი)|მორავას]]. ჰავა ზომიერია. ნალექები 700-1400 მმ წელიწადში. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მუხნარ-წიფლნარით, ზევით ნაძვნარ-ფიჭვნარია, 1200-1300 მ-ზე მაღლა — ბუჩქნარი, მდელო და ტორფნარი. კრკონოშეს მთებშია [[კრკონოშეს ეროვნული პარკი]]. არის კურორტები. [[ტურიზმი]]სა და [[სათხილამური სპორტი]]ს რაიონია.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუდეტები“-დან