ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 68:
ხაშურის მუნიციპალიტეტის [[ნიადაგი|ნიადაგები]] ნაირგვარია. ნიადაგები იცვლებიან სიმაღლის ცვლასთან ერთად.
 
[[ტყის ყომრალი ნიადაგები]] გავრცელებულია [[ლიხის ქედი|ლიხისა]] და [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ ფერდობების ზედა ნაწილში (სოფლები: [[უწლევი]], [[ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ოძისი]], [[ჩორჩანა]]) და [[ქვიშხეთი]]ს ჩრდილოეთჩრდილო-დასავლეთით (სოფლები: [[ბულბულისციხე]], [[მონასტერი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|მონასტერი]] და სხვ.) ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზე. [[ყავისფერი ნიადაგები]] გარდამავალი საფეხურია ტყის ყომრალ, ველის ტიპის შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის. იგი [[შიდა ქართლი]]ს ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული და მთა-ტყეთა ნიადაგებს შორის ყველაზე დაბლა მდებარეობს. სახელდობრ, გავრცელებულია [[ლიხის ქედი]]ს დაბალმთიან და მთისწინა ნაწილში ზღვის დონიდან 600-1200 მეტრზე.
 
[[ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები]] ძირითადად გავრცელებულია სოფლების [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]], [[წაღვლი]]ს, [[ნაბახტევი]]ს, [[დიდი ფლევი]]ს, [[ტკოცა|ტკოცისა]] და [[ურთხვა|ურთხვის]] მიდამოებში. ქანები აქ წარმოდგენილია [[კირქვა|კირქვებით]], და კირქვიანი [[კონგლომერატი (გეოლოგია)|კონგლომერატებით]]. შავმიწისებრი ნიადაგები მთისწინეთებსა და ძველ ტერასებზე ფართოდაა გავრცელებული ([[ხაშური]], [[სურამი]], [[ვაყა]], [[ქვემო ოსიაური]], [[ზემო ოსიაური]]...). მდელოს ყავისფერ ნიადაგებს [[შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ვაკის]] დასავლეთ ნაწილსი უმნიშვნელო ფართობი უკავია და ძირითადად თიხნარებსა და ძველ ალუვიურ სილნარ-თიხნარ ნაფენებზე. აღნიშნული ნიადაგები გვხვდება სოფლების [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]], [[ხცისი]]ს, [[ქვიშხეთი]]ს, [[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომის]] და [[ვაყა|ვაყის]] მიდამოებში.