დუქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
დუქნები სხვადასხვა ზომისა იყო. [[XVIII საუკუნე]]ში მათი ფართობი საშუალოდ 15-30 მ² აღწევდა. დუქნები ქითკირის ან ხის იყო. თბილისში უმთავრესად ქვითკირის დუქმებს აშენებდნენ. მათი ფასი [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] მეორე ნახევარში 100-350 მანეთს უდრიდა. დუქნები ერმანეთისგან განსხვავდბოდნენ ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით, ზოგი თაღიანი იყო, ზოგს ოთახები ან დარბაზები ჰქონდა გამართული.
 
თბილისში დუქნები ეკუთვნოდათ მოქალაქეებს, თავადაზნაურებს (მაგ: [[დავით ბატონიშვილი|დავით ბატონიშვილს]] თათრის მოედანზე 12 დუქანი ჰქონდა, საიდანაც დიდ შემოსავალს ღებულობდა; სამეფო აზნაურს [[დიმიტრი ხიმშიაშვილი|დიმიტრი ხიმშიაშვილს]] [[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნის ბოლოს 9 დუქანი ჰქონია) და ეკლესიას. თავადაზნაურები დუქნებს ხშირად ქირით აძლევდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ვაჭრობა-ხელოსნობას აქ ეწეოდნენ. დუქნები ჰქონიათ ყმებსაც, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ბატონის ნებართვის გარეშე მისი გაყიდვა, ხოლო მათი უშვილოდ გარდაცვაკების შემთხვევაში დუქანი ბატონს რჩებოდა. დუქნის პატრონები იხდიდნენ სახელმწიფო და სამოხელეო გადასახადებს. მაგალითად, [[XVIII საუკუნე]]ში თითოეულ ხორცის დუქანზე ყასაბი ქალაქის მოურავს წელიწადში 3 ლიტრა ქონს უხდიდა. დუქნებს მისი პატრონები ხშირად გირაოდ აძლევდნენ მევალეს, რომლიცრომელიც მრავალი წლის მანძილზე იღებდა ამ დაგირავებული დუქნიდან შემოსავალს. სადუქნე ადგილზე დუქნის აშენებას [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში მეფის ნებართვა სჭირდებოდა.
 
აღა-მაჰმად-ხანის მიერ დარბევის დროს ([[1795]] წელს) დუწნების ურავლესობა დამწვარა. [[ერეკლე II]]-მ მიიღო ღონისძიებები დუქნების აღსადგენად, რაც პატროონებს დაავალა, მოგირაავებს კი წასახალისებლად ზოგიერთი შეღავათი დაუწესა. ამის შემდეგ ისტორიულ დოკუმენტებში იხსენიება „ახალი დუქნები“. [[XIX საუკუნე|XIX]] საუკუნეში თბილისშიდუქნების რაოდენობა დიდად გაიზარდა. ამ პერიოდში დუქანს ეწოდებოდა არამარტო სავაჭრო-სახელოსნო სახლი, არამედ მცირე სასაუზმოც., მაგ: ცნობილი „ქოსების დუქანი“. ამ დროს იხსენიება დუქანხანებიც - დუქანთან არსებული მცირე სასტუმროები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუქანი“-დან