დამბალხაჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
ახლადგამოწველილ [[რძე]] ისხმება ფართოპირიან ჭურჭელში დამჟავებამდე, რის შემდეგაც ისხმება სპეციალურ ხელსაწყოში, ჩხუტში, რომლითაც იდღვიბება და წარმოიქმნება [[კარაქი]], კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილ სითხეს [[დო]] ეწოდება. დოს გაცხელებით მიიღება ის ხაჭო, რომლითაც მოგვიანებით დამბალხაჭო მზადდება.
===გაშრობა===
მიღებული ხაჭო კარგად იწურება. შემდეგ იწურება და მოეყრება მარილი გემოვნებით. მარილმოყრილი ხაჭო იზილება და იკვერება, ანუ გუნდებად იკვრება, უკვე შეკვერილი კი ეწყობა ძობანში გასაშრობად. ძობანი ხისგანწნელით მოწნული შუცეცხლის თავზე ჩამოკიდებული სათავსოა, რომელის ქვემოდან ანთებული [[ცეცხლი]]ს კვამლითაც შეწყობილი ხაჭოს კვერები დაახლოებით ერთი [[კვირა]] იბოლება და შრება. გამშრალი ხაჭო ირეცხება რძის შრატით.
===დალბობა===
დამზადების შემდეგი ეტაპი გამშრალი ხაჭოს დამწიფება, დალბობა, ანუ დავარგებაა. ამისათვის ხაჭოს კვერები ეწყობა თიხის ქოთანში ან ქვევრში, სადაც ჰერმეტულად დაახლოებით ორ თვეს ატარებს, ზოგჯერ აღნიშნული თიხის ჭურჭელი [[მიწა]]შიცაა ჩაფლული. ხაჭოს კვერები გარედან [[ობის სოკოები|ობდება]], შიგნიდან კი ლბება და ოქროსფერი ხდება.<ref name="მთის ამბები" />
===საკვებად გამოყენება===
დამბალხაჭოს საკვებად იყენებნ მშრალად ან გაცხელებულს დიდი რაოდენობის [[ერბო]]სთან ერთად. მსგავსად მომზადებულ კერძს დამბალხაჭოს „ხაჭოერბო“ ეწოდება.<ref>[http://travelingeorgia.ge/news/dambalkhatcho-rogor-davamzadoth-delikatesi/ დამბალხაჭო - როგორ დავამზადოთ დელიკატესი] travelingeorgia.ge</ref>
ხაზი 58:
*[https://www.youtube.com/watch?v=8mjZzr2ooSU დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური საკვები] ეთნოგრაფიული ნარკვევები, ვიდეო [[youtube]]-ზე.
*[https://www.youtube.com/watch?v=QKVHhW38vu4&feature=youtu.be დამბალ ხაჭოს დამზადების პროცესი] ვიდეო [[youtube]]-ზე.
*[https://ekofact.com/2014/09/08/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A/ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა] ekofact.com
 
==ლიტერატურა==
*„დამბალხაჭო“, თბილისი, 2015 წ., შემდგენელი - მარიამ ხუცურაული
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დამბალხაჭო“-დან