დამბალხაჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{subst:L}} {{ინფოდაფა |ზევით =დამბალხაჭო |ზედა სტილი = |ზედა კლასი = |ს...)
 
ახლადგამოწველილ [[რძე]] ისხმება ფართოპირიან ჭურჭელში დამჟავებამდე, რის შემდეგაც ისხმება სპეციალურ ხელსაწყოში, ჩხუტში, რომლითაც იდღვიბება და წარმოიქმნება [[კარაქი]], კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილ სითხეს [[დო]] ეწოდება. დოს გაცხელებით მიიღება ის ხაჭო, რომლითაც მოგვიანებით დამბალხაჭო მზადდება.
===გაშრობა===
მიღებული ხაჭო კარგად იწურება. შემდეგ იწურება და მოეყრება მარილი გემოვნებით. მარილმოყრილი ხაჭო იზილება და იკვერება, ანუ გუნდებად იკვრება, უკვე შეკვერილი კი ეწყობა ძობანში გასაშრობად. ძობანი ხისგან მოწნული ჩამოკიდებული სათავსოა, რომელის ქვემოდან ანთებული [[ცეცხლი]]ს კვამლითაც შეწყობილი ხაჭოს კვერები შრება. გამშრალი ხაჭო ირეცხება რძის შრატით.
===დალბობა===
დამზადების შემდეგი ეტაპი გამშრალი ხაჭოს დალბობა, ანუ დავარგებაა. ამისათვის ხაჭოს კვერები ეწყობა თიხის ქოთანში ან ქვევრში, სადაც ჰერმეტულად დაახლოებით ორ თვეს ატარებს, ზოგჯერ აღნიშნული თიხის ჭურჭელი [[მიწა]]შიცაა ჩაფლული. ხაჭოს კვერები გარედან [[ობის სოკოები|ობდება]], შიგნიდან კი ლბება და ოქროსფერი ხდება.<ref name="მთის ამბები" />
==წარმოების პერიოდი და არეალი==
[[ფაილი:Historical Pshavi in modern international borders of Georgia.svg|მინი|ისტორიული [[ფშავი]]]]
დამბალხაჭო [[მაისი]]დან [[ოქტომბერი|ოქტომბრის]] ჩათვლით მზადდება. მისი წარმოების არეალია ისტორიული [[იორი|ივრისა]] და [[არაგვი]]ს [[ფშავი]]ს, [[ერწო-თიანეთი]]ს ტერიტორიები. აგრეთვე მას ამზადებენ [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტისა]] და [[თელავის მუნიციპალიტეტი]]ს [[ფშავლები]]თ დასახლებულ სოფლებში, როგორებიცაა, მაგალითად [[ჭართალა]] და [[ლაფანყური]].
==წერილობითი ცნობები==
პირველი წერილობითი ცნობები, სადაც დამბალხაჭოა ნახსენები ეკუთვნის [[ვაჟა-ფშაველა]]ს მამას, პავლე მღვდელსა და ცნობილ მოლექსეს, ჯაბანს ეკუთვნით. პავლე რაზიკაშვილის ნაწარმოებში „მოკლე მოთხრობა ჩემი წინაპარით ჩამომავლობაზე, მათ ზნე-ჩვეულებებზედ“ ვკითხულობთ:
{{ციტატა|მათი [ფშავლების] სასმელ-საჭმელი - ხსნილში ხშირათ სახმარი პურის შესატანათ წაკა იცოდნენ, დიდს ქილაში ყველს და ხაჭოს ჩაყრიდნენ. თუ რძე ჰქონდა, ადუღებულს რძეს წყალს დაასხამდნენ, მარილს უზმოდენ, ან ხახვსა და ან ნიორს უზმოდენ. როდესაც ჯალაფობას პურს მაუტანდნენ, ჯამებით იმას მაუტანდნენ, შიგ პურს აწებდენ და კაცებისათვინ კი უფრო ყველი და ხაჭო იცოდენ. ხაჭოს ქვევრში ჩაყრიდენ, დალბებოდა, რომელიც დღესაც ხშირად იციან მთის ხალხმა და ძირითადად, ფშავლებმა...}}
ციტატის დასასრულს აშკარაა, რომ საუბარი დამბალხაჭოზეა.
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://mtisambebi.ge/wandering/mountain-product/item/520-ybvelaperi-dambalxachos-shesaxeb-damzadebis-teqnologia-da-xarmoebis-areali ყველაფერი დამბალხაჭოს შესახებ - სად და როგორ მზადდება ქართული დელიკატესი] mtisambebi.ge
*[http://www.knews.ge/ge/kakhetinews/7/7619/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%9D---%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98.htm დამბალხაჭო - კულტურული ძეგლის სტატუსის უძველესი ფშაური დელიკატესი] www.knews.ge
*[https://www.youtube.com/watch?v=8mjZzr2ooSU დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური საკვები] ეთნოგრაფიული ნარკვევები, ვიდეო [[youtube]]-ზე.
*[https://www.youtube.com/watch?v=QKVHhW38vu4&feature=youtu.be დამბალ ხაჭოს დამზადების პროცესი] ვიდეო [[youtube]]-ზე.
 
==ლიტერატურა==
*„დამბალხაჭო“, თბილისი, 2015 წ., შემდგენელი - მარიამ ხუცურაული
==სქოლიო==
{{სქოლიო}}