თელისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|200px '''თელისებრნი''' (Ulmaceae), ორლებლიან მცენ...
 
No edit summary
ხაზი 2:
'''თელისებრნი''' (Ulmaceae), ორლებლიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიული, დაკბილული ან კიდემთლიანია. ქარით მტვერია ყვავილები ერთ- ან ორსქესიანია, შეკრებილია კონებად ან მჭადასებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარი მარტივი და ჯამისებრია; ნაყოფი - ფრთიანი კაკლუჭა ან კურკიანა. ოჯახი აერთიანებს 15-მდე გვარს და 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ ზონაში, ნაწილობრივ ტროპიკულ და სუბტროპიკულ მთებში. მნიშვნელოვანი გვარებია [[თელა]], [[აკაკი (მცენარე)|აკაკი]], [[ძელქვა]], [[ტრემა]] (Trema), [[გირონიერა]] (Gironiera) და სხვა. [[საქართველო]]ში ველურად იზრდება 3 გვარი: თელა (5 სახეობა), აკაკი (3 სახეობა) და ძელქვა (1 სახეობა). სახეობათა დიდი ნაწილი მშრალი და უტყეო რაიონების გასამწვანებლად გამოიყენება. ინტროდუცირებულია აღმოსავლეთ-აზიური 2 თითოსახეობიანი გვარი. მერქანს იყენებენ მშენებლობისა და საავეჯე წარმოებაში. თელისებრნი ევოლუციურად ერთ-ერთი უძველესი ოჯახია. მასში ორი ქვეოჯახია: [[აკაკისმაგვარნი]] (Celtidoideae), რომელიც ბოლო დროს მკვლევართა ნაწილის მიერ აღიარებულია ცალკე ოჯახად - [[აკაკისებრნი]] (Celtidaceae), და [[თელასმაგვარნი]] (Ulmoideae).
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''სახოკია მ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 648, თბ., 1979
 
[[კატეგორია:თელისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თელისებრნი“-დან