თელა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|280px|კარაღაჯი (''Ulmus minor'') '''თელა''' (Ulmus), მერქნიან მ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Feldulme_(Ulmus_minor).jpg|thumb|280px|კარაღაჯი (''Ulmus minor'')]]
'''თელა''' (Ulmus), მერქნიან მცენარეთა გვარი [[თელისებრნი|თელისებრთა]] ოჯახისა. ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ მარადმწვანე (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) ხეებია, იშვიათად ბუჩქები. სიმაღლე 30-40 მ აღწევს. აქვთ წვრილი, კონებად შეკრებილი, უმეტესად ორსქესიანი ყვავილები, ფრთიანი კაკლუჭა ნაყოფი. გვარი მოიცავს 50--მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში, ნაწილობრივ სუბტროპიკებისა და ტროპიკების მთებში. კავკასიაში იზრდება 9 სახეობა, აქართველოში - 5; მათგან ერთი - ქართული თელა (Ulmus geogrica) საქართველოს ენდემია; იზრდება შირაქის ხევებში, მეტად მშრალ და მეჩხერ ტყეში (სულ რამდენიმე ათეულია). თელის წმინდა კორომები (მცირეც კი) ძალზე იშვიათია. საქართველოს ფოთლოვან ტყეებში შერეულია თელადუმა (თელამუში - Ulmus elliptica), რომელიც აღწევს სუბალპურ სარტყელს და თელა ("კარაღაჯი" - Ulmus minor, Ulmus foliacea), რომელიც გავრცელებულია მთის ტყეების შუა სარტყლამდე. თელა ყინვაგამძლე და ჩრდილის ამტანია, ეტანება ნოტიერ და ტენიან ნიადაგს, თუმცა ბევრი გვალვასა და სუსტად დამლაშებულ ნიადაგსაც ეგუება. ყვავილობს (ფოთლის გაშლამდე) და ნაყოფს ისხამს ადრე გაზაფხულზე, ზოგი აღმოსავლეთაზიური სახეობა - შემოდგომით. ცოცხლობს 200-400 წელს. ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 15-40 წლის ასაკში. მრავლდება თესლით, მყრობითა და ფესვის ნაბარტყით. უხვად ივითარებს ძირკვის ამონაყარს. ღრმად განვითარებული გვერდითი ფესვების გამო ქარი ვერ აქცევს. იყენებენ ბაღ-პარკებისა და მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად. ქუჩებისა და გზების გასამწვანებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გვალვაგამძლე შუააზიის ენდემი - "ლალბანდი" (Ulmus densa). თელის მერქანი გამძლე და მაგარია, ძვირფასი საავეჯე მასალაა (განსაკუთრებით ლამაზი ნუჟრების გამო). იყენებენ [[მშენებლობა]]შიც.
==ლიტერატურა==
* ''სახოკია მ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 644, თბ., 1979
 
{{ქსე}}
 
[[კატეგორია:თელისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თელა“-დან