მარია ლეშჩინსკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''მარია ლეშჩინსკა''' ({{Lang-pl|Maria Leszczyńska}}, {{Lang-fr|Marie Leszczynska}}; დ. 23 ივნისი, 1703, სილეზია, პოლონეთი – 24 ივნისი, 1768, ვერსალი, საფრანგეთი) — ლეშჩინსკთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე სტანისლავ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კათარინა ოპელინსკას ნაბოლარა ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1725-1768 წლებში, როგორც ლუი XV-ის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით, 42 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, მისი ქორწინებით შედგა ფრანკო-პოლონური ალიანსი, რასაც სხვა სახელმწიფოთა პროტესტი და საფრანგეთის მიერ ლოთარინგიის საბოლოო დაპყრობა მოჰყვა შედეგად.
 
მარიას მამა სტანისლავ ლეშჩინსკი 1704 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, 1709 წელს კი იგი თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც იგი თავის ოჯახთან ერთად ვაისემბურგშიშვედეთში დასახლდა. მან თავისი ძალაუფლების დასაბრუნებლად თავისი ძველი კავშირები გამოიყენა. 1725 წელს კი ბურბონის ჰერცოგის ხელშეწყობით მარია საფრანგეთის მეფეზე დააქორწინეს, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო სტანისლავისთვის ტახტი უნდა დაებრუნებინა, თუმცა ასე არ მოხდა და მას ლუიმ ლოთარინგია უბოძა. დედოფალმა მარიამ 1727 წლიდან 1737 წლამდე ათი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, აქედან ერთი კი მცირეწლოვანი დაიღუპა. 1733 წელს საფრანგეთი პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში ჩაება ავსტრიის წინააღმდეგ, რათა სტანისლავისთვის ტახტი დაებრუნებინათ. საბოლოოდ იგი ტახტზე მაინც ვერ დასვეს და 1738 წელს ოფიციალურად გახდა ლოთარინგიის ჰერცოგი.
 
ქორწინებიდან მალევე ლუიმ თავისი დედოფლისადმი ინტერესი დაკარგა და მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე მას მრავალფეროვან საყვარლებთან ღალატობდა. მარიას ოჯახური მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ გართულდა, რაც მისი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი გარდაიცვალა, ამ ამბიდან სულ რაღაც სამ წელიწადში თავად მარიაც გარდაიცვალა.
ხაზი 33:
 
== ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:Maria Leszczyńska.jpg|მარცხნივ|მინი|მარია ლეშჩინსკა]]
მარია ლეშჩინსკა დაიბადა 1703 წლის 23 ივნისს პოლონეთში. იგი იყო პოლონეთისა და ლიტვის მეფე სტანისლავ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ კათარინა ოპელინსკას მეორე და ნაბოლარა ქალიშვილი. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა — ანა ლეშჩინსკა, რომელიც 1717 წელს გარდაიცვალა პნევმონიით.
 
პატარა მარია ადრევე წარმოადგენდა მამამისისათვის თავისი წარუმატებელი პოლიტიკური კარიერის გამოსწორების გზას, რადგან მისი პოლიტიკური კავშირები თანდათან იშლებოდა, მარიას სარფიანი გათხოვებით კი იგი ახალი და ძლიერი მოკავშირის გაჩენას შეძლებდა.
 
მარიას დაბადებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1704 წელს მამამისი, სტანისლავ ლეშჩინსკი პოლონეთის მეფედ აირჩიეს. მისი მეფობა ძალიან ხანმოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან 1709 წელს პოლონეთში იმ პერიოდის ევროპის უძლიერიესი სახელმწიფოს, ანუ შვედეთის არმია შეიჭრა და სტანისლავი ტახტიდან ჩამოაგდეს. მამამისი კი პირდაპირ შვედეთის მეფე კარლ XII-ის სამეფო კარზე ჩავიდა და იქ დასახლდა ცოლ-შვილთან ერთად. შვედეთში, სამეფო კარზე ისინი საკმაოდ კარგად მიიღეს, მარიასა და კათარინას მიმართ კი განსაკუთრებულ სითბოს შვედეთის დედა-დედოფალი ჰედვიგია ელეონორა ჰოლშტეინ-გოტორპელი იჩენდა. მალე მისი დამსახურებით ისინი შვედური არისტოკრატიის ღირსეული წევრები გახდნენ. 1712 წელს მარია და კათარინა ოფიციალური მოწვევით ჩავიდნენ საკურორტო ქალაქ მედევში დედა-დედოფალთან. ამ პერიოდში პატარა მარია მშობლიური პოლონურივით დაეუფლა შვედურ ენას. ცნობილია, რომ როცა საფრანგეთში მის სამეფო კარზე შვედეთის ელჩობა ჩავიდა, იგი მათ შვედურ ენაზე მიესალმათ და უთხრათ: "მოგესალმებით, გულწრფელი გულით !".
 
1714 წელს კარლ XII-მ მათ ნება დართოთ საღვთო რომის იმპერიაში გადასახლებულიყვნენ, სადაც ისინი 1718 წლამდე, ანუ კარლ XII-ის გარდაცვალებამდე დარჩნენ. მოგვიანებით ამ მიწებზე, როგორც ისტორიულ პოლონურ ტერიტორიებზე სტანისლავმა პრეტენზია განაცხადა და მის დასაბრუნებლად ომში დასახმარებლად შვედეთის დედოფალსა და ორლეანისა და ლოთარინგიის ჰერცოგებს მიმართათ.
 
1718 წელს ლოთარინგიის ჰერცოგის დახმარებით სტანისლავმა ვაისემბურგი დაიპყრო და ოჯახთან ერთად იქ დასახლდა. ისინი პატარა შატოში ცხოვრობდნენ, მთლიანად საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი რეგენტის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ს ხარჯზე.
 
მათი ცხოვრება ვაისემბურგში აღწერილია როგორც მონარქთათვის შეუსაბამო და სამარცხვინო. ისინი მთლიანად საფრანგეთის მეფეზე იყვნენ დამოკიდებულნი, ამასთან ძალიან ხელმომჭირნედ და ღარიბულად ცხოვრობდნენ პატარა შატოში, სადაც სულ რამდენიმე მოახლე და დაცვა ჰყავდათ. საბოლოოდ იმდენად გაუჭირდათ, რომ ყოფილმა დედოფალმა კათარინა ოპელინსკამ თავისი სამკაულების გაყიდვაც კი დაიწყო.
 
მარიას ბებია, ანა ლეშჩინსკა, რომელიც კვლავ პოლონეთში ცხოვრობდა, აცხადებდა, რომ ძალიან დიდ სიმწარეს ჰგვრიდა მათი ასეთი გაჭირვება და დევნილობაში ცხოვრება, რის გამოც მას თავის ვაჟთან, სტანისლავთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდა. იგი სტანისლავს უხეიროს უწოდებდა და აცხადებდა, რომ მისი ოჯახის ასეთი უბედურება მხოლოდ მისი ბრალი იყო. თუმცა მარია თავად კმაყოფილი იყო და მამასთან ხშირად საათობითაც საუბრობდა. მამა-შვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ცდილობდნენ ერთმანეთისათვის ასეთი განცხადებებით ტკივილი არ მიეყენებინათ.
 
== ქორწინება ==
 
=== ადრეული მოლაპარაკებები ===
[[ფაილი:Marie Leszczyńska with page boy and putti.jpg|მინი|მარია ლეშჩინსკა 1726 წელს]]
მარიას მაშინდელი მემატიანეები არ აღწერენ როგორც ლამაზ ქალს, სამაგიეროდ იგი დახასიათებულია როგორც სასიამოვნო თვისებების, კარგად განათლებული, გემოვნებიანი, მოხდენილი და დახვეწილი, რაც საქორწინო ბაზარზე ბევრ პრინცესასთან შედარებით უპირატესობაში აყენებდა. 1720 წელს მისი ხელი ითხოვა საფრანგეთის მეფის ბიძაშვილმა, კონდეს პრინცმა ლუი ანრი დე ბურბონმა, თუმცა თავად სასიძოს დედამ არ დართო მათ ქორწინების უფლება. ამის შემდეგ მისი ხელი ფრანგმა კავალერისტმა და კურტავოქსის მარკიზმა ითხოვა, თუმცა ეს ნიშნობაც ჩაიშალა. მომავალ წლებში მისი ხელი ითხოვა ბადენ-ბადენის მაკგრაფმაც, თუმცა ქორწინება შედგებოდა, მაგრამ მარიას არასაკმარისი მზითვის გამო ეს მოლაპარაკებებიც ჩაიშალა. წარუმატებელი აღმოჩნდა მოლაპარაკებები შაროლის გრაფთან ქორწინებაზეც. საბოლოოდ მისი ხელი კიდევ ერთმა ჰერცოგმა ითხოვა, მაგრამ ასევე უმზითვობის გამო ჩაიშალა მოლაპარაკებები.
[[ფაილი:Maria Leszczyńska, by Jean-Baptiste van Loo.jpg|მარცხნივ|მინი|310x310პქ|მარია ლეშჩინსკა]]
1723 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტი მის სრულ წლოვანებამდე ბურბონის ჰერცოგი გახდა. ჰერცოგზე დიდი გავლენა ჰქონდა მის საყვარელს მადამ დე პრიეს, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მარიასთან. სწორედ მან შესთავაზა ჰერცოგს ჯერ კიდევ დაუქორწინებელი ლუის მარია ლეშჩინკაზე დანიშვნა, თუმცა ჰერცოგმა ამაზე უარი განაცხადა. რამდენიმე წლის შემდეგ ლუი ძლიერ დაავადდა და იმის შიშით, რომ უმემკვიდრეოდ არ გარდაცვლილიყო, სასწრაფოდ მისი დაქორწინება განიზრახეს. სწორედ ამ დროს წამოიჭრა, მარიას, როგორც ლუის საცოლის კანდიდატურა, მაგრამ იგი მალევე დაჩრდილეს. ლუი მალევე დანიშნეს ესპანეთის ინფანტა მარიანა ვიქტორია ესპანელზე, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის უფროსი ქალიშვილი იყო და უამრავ მზითვს ატანდნენ. მარიანა ვიქტორია მალევე ჩავიდა საფრანგეთის სამეფო კარზე და იქ დასახლდა, იგი უკვე დედოფლად მოიხსენიებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ლუიზე დაქორწინებული არ იყო. ყველასაგან მოულოდნელად, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ლუიმ მარიანა ვიქტორიაზე ქორწინებაზე უარი თქვა და იგი ესპანეთში დააბრუნა. სწორედ ამ დროს მადამ დე პრიემ დრო იხელთა და ლუის საცოლეთა სიის თავში მარია ლეშჩინსკა მოაქცია. მალევე მარიასა და ლუის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო.
 
=== ქორწინება საფრანგეთის მეფეზე ===
Line 181 ⟶ 199:
 
== ლიტერატურა ==
 
* According to Polski Słownik Biograficzny which agrees with the entry for Louis XV in Burke's Royal Families of the World, where she appears as Marie-Caroline-Sophie-Félicité.
* Lundh-Eriksson, Nanna: Hedvig Eleonora. Wahlström & Widstrand (1947)
* Clarissa Campbell Orr: Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press (2004)
* Latour, Louis Therese, Princesses Ladies And Salonnieres of The Reign of Louis XV, 1927
* Norrhem, Svante (2007). Kvinnor vid maktens sida : 1632-1772. (Women alongside power: 1632-1772) Lund: Nordic Academic Press. Libris 10428618. <nowiki>ISBN 978-91-89116-91-7</nowiki> (Swedish)
* David Bodanis: Passionate Minds: Emilie du Chatelet, Voltaire, and the Great Love Affair of the Enlightenment (2007)
* Alexander J. Nemeth: Voltaire's Tormented Soul. A Psychobiographic Inquiry (2010)
* Żychliński, Teodor (1882). Złota księga szlachty polskiéj: Rocznik IVty (in Polish). Jarosław Leitgeber. p. 1. Retrieved 1 August 2018.
 
* Michel Antoine, Louis XV, Paris, Hachette, coll. « Pluriel », 1997 (1re éd. 1989), 1053 p. (<nowiki>ISBN 2012788602</nowiki>). Document utilisé pour la rédaction de l’article
 
* Simone Bertière, La Reine et la Favorite, Marie Leszczynska, Madame de Pompadour, Paris, de Fallois, coll. « Les reines de France au temps des Bourbons, n° 3 », 2000 (<nowiki>ISBN 978-2-253-15287-3</nowiki>).
* Jacques Levron, Marie Leszczynska, « Madame Louis XV », Paris, Perrin, 2006 (<nowiki>ISBN 978-2-262-02420-8</nowiki>).
* Anne Muratori-Philip, Marie Leszczyńska, épouse de Louis XV, Paris, Pygmalion, 2010 (<nowiki>ISBN 978-2-7564-0170-6</nowiki>).
* Benoît Dratwicki, Les Concerts de la reine, Versailles, Centre de musique baroque, Cahiers Philidor, 2012.
* Irena Tatiboit, Ambroise Perrin "Il faut marier Maria, Madame Louis XV, Princesse de Wissembourg", 250 pages, 800 photos, Éditions Bourg Blanc 2012, Prix spécial du Jury Salon Livres Marlenheim (<nowiki>ISBN 9782953764413</nowiki>).
* Cécile Berly, Les femmes de Louis XV, Perrin, 2018, 350 p.
 
[[კატეგორია:დაბადებული 23 ივნისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1703]]