ღრმა ზღვის ღარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
'''ღრმა ზღვის ღარი''', '''ოკეანური ღარი''' — [[გარდამავალი ზონა|გარდამავალი ზონის]] რელიეფის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათბელი ელემენტი. წარმოადგენს ვიწრო (1-20 კმ), ძლიერ წაგრძელებულ (6 ათ. კმ) და ღრმა (6 ათ. მ-ზე მეტი) ქვაბულს. ღრმა ზღვის ღარები უმეტესად [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] კიდეებზეა. აქ არის [[მარიანას ღარი]]ც. ღარის პროფილი V-სებრია, ფერდობების დაქანება ზემო ნაწილში 5-6°, ქვემოთ — 25°. ფსკერი ბრტყელია. ფერდობებსა და ფსკერზე დალექილია ტერიგენული ლამის სქელი ფენა.
 
[[ფილების ტექტონიკა|ფილების ტექტონიკის]] მიხედვით ღრმა ზღვის ღარების გასწვრივ მიმდინარეობს [[ლითოსფერო]]ს შთანთქმა [[დედამიწის მანტია]]ში. [[გეოლოგია~გეოლოგიური]] თვალსაზრისით, ღრმა ზღვის ღარები წარმოადგენენ თანამედროვე [[გეოსინკლინი|გეოსინკლინურ სტრუქტურებს]]. ამავე მიზეზით ღარის რაიონები ხშირად [[მიწისძვრა|მიწისძვრის]] ეპიცენტრებია, ხოლო ფსკერი წარმოადგენს მრავალი ვულკანის[[ვულკანი]]ს საფუძველს. ღრმა ზღვის ღარები გვხვდება ყველა ოკეანეში, რომელთაგან ყველაზე ღრმა [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეშია]]. მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი მოქცეულია [[მარიანს ღარი|მარიანას ღარში]], კერძოდ, მის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „ჩელენჯერის„[[ჩელენჯერის უფსკრული“უფსკრული]]“. მისი სიღრმეა 10 994 მ, სიზუსტით ±40. მსოფლიო ოკეანის ყველაზე გრძელი ღარია [[პერუ-ჩილეს ღარი]], რომლის სიგრძე დაახლოებით 5900 კმ-ია.
 
ღრმა ზღვის ღარი გეგმაში წარმოადგენს სუსტად დახრილ ან იშვიათად სწორხაზოვან ვიწრო ასიმეტრიულ როფს, რომელიც აქტირად ვითარდება რღვევების გასწვრივ თალასოკრატონების პერიფერიულ ნაწილებში, რომლებიც შეადგენს კუნძულთა რკალების სისტემის ნაწილს. უკანასკნელ შემთხვევაში ღრმა ზღვის ღარები გამოიხატება ან ძალიან მკვეთრად (ალეუტის ღარი, კურილი-კამჩატკის ღარი, ფილიპინების ღარი და სხვა) ან სუსტად (კიუსიუს ღარი, ახალი გვინეის ღარი და სხვა).