ღრმა ზღვის ღარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
[[ფაილი:Oceanic spreading.svg|მინი|250პქ|]]
[[ფაილი:Tiefseegräben Karte.png|მინი|250პქ|]]
'''ღრმა ზღვის ღარი''', '''ოკეანური ღარი''' — [[გარდამავალი ზონა|გარდამავალი ზონის]] რელიეფის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათბელი ელემენტი. წარმოადგენს ვიწრო (1-20 კმ), ძლიერ წაგრძელებულ (6 ათ. კმ) და ღრმა (6 ათ. მ-ზე მეტი) ქვაბულს. ღრმა ზღვის ღარები უმეტესად [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] კიდეებზეა. აქ არის [[მარიანას ღარიცღარი]]ც. ღარის პროფილი V-სებრისებრია, ფერდობების დაქანება ზემო ნაწილში 5-6°, ქვემოთ — 25°. ფსკერი ბრტყელია. ფერდობებსა და ფსკერზე დალექილია ტერიგენული ლამის სქელი ფენა.
 
ფილების ტექტონიკის მიხედვით ღრმა ზღვის ღარების გასწვრივ მიმდინარეობს ლითოსფეროს შთანთქმა მანტიაში. გეოლოგიური თვალსაზრისით ღრმა ზღვის ღარები წარმოადგენენ თანამედროვე გეოსინკლინურ სტრუქტურებს. ამავე მიზეზით ღარის რაიონები ხშირად მიწისძვრის ეპიცენტრებია, ხოლო ფსკერი წარმოადგენს მრავალი ვულკანის საფუძველს. ღრმა ზღვის ღარები გვხვდება ყველა ოკეანეში, რომელთაგან ყველაზე ღრმა წყნარ ოკეანეშია. მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი მოქცეულია მარიანას ღარში, კერძოდ, მის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „ჩელენჯერის უფსკრული“. მისი სიღრმეა 10 994 მ, სიზუსტით ±40. მსოფლიო ოკეანის ყველაზე გრძელი ღარია პერუ-ჩილეს ღარი, რომლის სიგრძე დაახლოებით 5900 კმ-ია.