ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ქართლში, როგორც პოლიტიკურ ერთეულში, სხვა ეთნოგრაფიული მხარეები შედიოდა: [[მთიულეთი]], [[ხევი]], [[გუდამაყარი]], [[დვალეთი]], [[ცხრაძმისხევი]]. ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
 
# '''[[ზემო ქართლი]]''' — ისტორიული მხარე, მოიცავდა [[მტკვარი|მტკვრის]] ზედა დინებას, [[ტაშისკარი]]დან დამთავრებული მის სათავეებამდე ([[კოლა]], [[არტაანი]], [[ერუშეთი]], [[თმოგვი]], [[სამცხე]], [[ჯავახეთი]] და [[თორი]]), ასევე [[ჭოროხი]]ს აუზს სრულად ([[ტაო-კლარჯეთი]]) და ზღვისპერეთსშავი ზღვისპირეთს [[ჭანეთი|ჭანეთსა]] და [[გურია]]ს. გეოგრაფიულად სრულად აერთიანებდა, ეთნარქების — [[ოძრხოსი]]სა და [[ჯავახოსი]]ს მიწებს. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის „მესხეთს“.
 
# '''[[შიდა ქართლი]]''' — ისტორიული მხარე მტკვრის შუა დინებაზე, თავდაპირველად ცენტრით უფლისციხე დღესდღეობით ცენტრით ქალაქ გორით. თავდაპირველად აერთიანებდა მტკვრის შუაწელის ტერიტორიებს ტაშისკარიდან თბილისის ჩათვლით. გეოგრაფიულად სრულად მოიცავდა, ეთნარქი — [[უფლოსი]]ს მიწას. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]].