ხობის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თავისუფალი ფაილი
თავისუფალი ფაილი
ხაზი 79:
საღებავებით შესრულებული წარწერა ამ გალერეის კარნიზზე, რომელიც, ალბათ, სამშენებლო ხასიათისა იყო, სამწუხაროდ, მთელი ანად განადგურებულია. მარჯვენა კუთხეში ცუდად განირჩევა რამდენიმე ასო, მაგრამ რაიმე აზრის გამოტანა არ ხერხდება. სამაგიეროდ, სამხრეთის გალერეისა და ეკვდერის აგების ამბავი მოთხრობილია გრძელ წარწერაში, რომელიც ეკვდერის შესასვლელის ზემოთ, საგანგებოდ გათლილ დიდ ქვაზეა ამოკვეთილი, წარწერა ცხრასტრიქონიანია:
ხობის ტაძრის, უფრო სწორად ვამეყ დადიანის ეკვდერის მხატვრობა საგანგებოდ შეისწავლა ი. ლორთქიფანიძემ. ვამეყის ეკვდერის მოხატულობის რეპერტუარი განსასვენებლისათვის შესაბამისია და ბიზანტიურ საძვალესთან იჩენს მსგავსებას. აქ რელიგიური სცენები სათანადო დატვირთვითაა წარმოდგენილი. აფსიდის კონქზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმითურთ და ანგელოზებით. დასავლეთის კედლის ზედა რეგისტრში კი წარმოდგენილია მაცხოვრის, მარიამისა და იოანეს ფრესკები. ეს სცენა - "ვედრება", როგორც საშინელი სამსჯავროს შეხსენება, ხშირად გამოიყენებოდა ბიზანტიურ საძვალეებში. ეკვდერის კედლებზე ასევე წარმოდგენილია ჯვარცმა, ჯოჯოხეთად შთასვლა, მენელსაცხებლე ქალები მაცხოვრის კუბოსთან, გარდამოხსნა, დატირება, ჩრდილოეთის კედელზე კი მოჩანს მაცხოვარი კუბოში. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახული არიან ქტიტორები: [[ვამეყ დადიანი]] და მისი თანამეცხედრე მარეხი. შესაძლოა, აქ სხვა ქტიტორებიც იყვნენ წარმოდგენილნი (ვამეყის მამა გიორგი და მისი მეუღლე). მართალია, ქტიტორთა ფიგურები ძალიან დაზიანებულია, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ისინი მდიდარი საერო პირებისათვის შესაფერისი ტანსაცმლით არიან შემოსილნი, რადგან შემკულნი არიან ოქროთი და ძვირფასი ბეწვეულით. ვამეყის მეუღლეს გვირგვინი ამშვენებს, მთავარს კი კონუსისმაგვარი მაღალი ქუდი ახურავს. (მსგავს ქუდშია წარმოდგენილი [[ლევან II დადიანი]], [[ცაიში]]ს ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე. როგორც ჩანს, იგი სამეგრელოს მთავრების მოკაზმულობის დამახასიათებელი ატრიბუტი იყო).
[[სურათი:XobisKhobi monastericathedral. qandakebaAn ancient sculpture.jpg|მინი|300პქ|ქალის ქანდაკება, ხობის მონასტერი]]
[[სურათი:Xobis monastris sasaxle.JPG|მინი|400პქ|ხობის მონასტრის სასახლის ნანგრევები]]
ქტიტორები გამოსახულნი არიან მლოცველთა პოზაში დეკორატიული არკის ქვეშ. საერო პირთა სახეები წმინდანთა სახეების მანერითაა შესრულებული. საოცრად მომხიბვლელია მარეხი, მისი ამაყი მზერა, წვრილი ყელი, ფართოდ გახელილი თვალები, გრძელი კეხიანი ცხვირი კარგად წარმოგვიდგენს ქართველი ქალის ტიპს. მას ერთი წარბი ზეაწეული აქვს, რაც პორტრეტს მეტ სიცხოველეს მატებს. დედოფლის გვერდით ვამეყი წარმოგვიდგება როგორც მრისხანე და ბრძენი მთავარი. დღემდე უცნობია, თუ ვინ მოხატა ვამეყის ეკვდერი, თუმცა მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მისი ავტორი წალენჯიხის ფრესკების მხატვრის [[კირ მანუელ ევგენიკოსი]]ს ერთ-ერთი მოწაფე უნდა ყოფილიყო.