ოტია დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ოტია დადიანი''', [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]] მთავარი [[1728]]-[[1758]], [[ბეჟან I დადიანი|ბეჟან I დადიანის]] ძე. [[1730]] ფაქტობრივად აუჯანყდა [[ოსმალები|ოსმალებს]] და მონაწილეობა არ მიიღო მათ ლაშქრობაში, რომელიც აფხაზეთსა და აზოვის ციხეს შორის მცხოვრები მთიელი ტომების დამორჩილებას ისახავდა მიზნად. ამის გამო ოსმალებმა ოდიშის სამთავრო დაარბიეს და [[ილორის წმ. გიორგის ეკლესია]] დაწვეს. თურქთა ამ ლაშქრობაში იმერეთის მეფე [[ალექსანდრე V]] იღებდა მონაწილეობას. შურისსაძიებლად ოტია დადიანი დაუკავშირდა იმერეთის ფეოდალთა ერთ ჯგუფს და [[მამუკა ბატონიშვილი]]ს ტახტზე აყვანას შეეცადა. [[ჩიხორის ბრძოლა (1732)|ჩიხორთან ბრძოლაში]] [[1732]] წელს ოტია დადიანი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. იგი იძულებული გახდა საჭილაო გადაეცა იმერეთის მეფისათვის. ამის შემდეგ ოტია დადიანი ერთხანს განაგრძობდა ალექსანდრე V-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მან იმერეთის ფეოდალებთან ერთად [[1740]] წელს ააოხრა იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი ციხესიმაგრე ვარციხეში. შემდეგ ოტია დადიანმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა ალექსანდრე V-სა და მის მემკვიდრე [[სოლომონ I|სოლომონ I-თან]]. ამ უკანასკნელს მეორე ცოლად ოტია დადიანმა თავისი ასული მარიამი მიათხოვა. [[1757]] წელს ოტია დადიანმა სოლომონ I-ს გაუგზავნა მაშველი ლაშქარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო [[ხრესილის ბრძოლა 1757|ხრესილის ბრძოლაში]].
==ლიტერატურა==
*''მაკალათია ს.,'' სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტია_დადიანი“-დან