შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/55414/1/Iveria_1892_N216.pdf გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.]</ref> სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი. 1902 წლისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=395 «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901]</ref>1917 წელს სოფლის სკოლა გადაკეთდა ოთკლასიან სკოლას, ხოლო 1923 წელს — შვიდწლიანად. 1939 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/63773/1/Alioni_2014_N45.pdf გაზეთი „ალიონი“ N45 გვ. 2 — 2014 წ.]</ref>
 
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ [[ჩაი]]. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.<ref>''ნ. ხიდისთავი,''„ფაბრიკა შრომაში“ //„ლენინის დროშა“ N34 გვ 1. — 1935 წ.</ref> 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის [[სერგო ორჯონიკიძე|ორჯონიკიძის]] სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო [[ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ნატანების]] შემდეგ.<ref>რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3 — 1955 წ</ref>1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა.<ref>[http://memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/17875 კულტურული მემკვიდრეობის პორტალი]</ref> 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა [[დიდი სამამულო ომი]]ს წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.
 
==მოსახლეობა==