კარლ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 144:
 
== ქორწინება ==
[[ფაილი:Isabella of Portugal by Titian.jpg|მარცხნივ|მინი|270x270პქ|[[ისაბელ პორტუგალიელი]], პორტრეტი შექმნილია [[ტიციანი|ტიციანის]] მიერ 1548 წელს]]
კარლს სიცოცხლის მანძილზე უამრავი საყვარელი ჰყავდა, თუმცა ყოველ მათგანთან ან დაქორწინებამდე, ან დაქვრივების შემდეგ ჰქონდა ურთიერთობა. კარლი მეუღლის ერთგული იყო და არ არსებობს არანაირი წყარო და ჭორიც კი, რომ იგი ცოლს ღალატობდა.
 
1507 წლის 21 დეკემბერს კარლი თავდაპირველად დანიშნეს ინგლისის მეფე [[ჰენრი VII]]-ისა და მისი ცოლის, დედოფალ [[ელისაბედ იორკელი|ელისაბედ იორკელის]] უმცროს ქალიშვილ [[მერი ტიუდორი (საფრანგეთის დედოფალი)|მერი ტიუდორზე]]. ნიშნობიდან ორ წელიწადში ტახტზე მერის უფროსი ძმა [[ჰენრი VIII]] ავიდა, რომელმაც თავისი მრჩევლების რჩევით მერისა და კარლის ნიშნობა გააუქმა და პრინცესა მერი ცოლად 51 წლის საფრანგეთის მეფე [[ლუი XII]]-ს შერთო 1514 წელს.
 
ამ ამბიდან სულ რაღაც ორ წელიწადში კარლი გაერთიანებული ესპანეთის მეფე გახდა. ახლა უკვე დიდი ძალაუფლების მქონე კარლს ესპანელი მრჩევლები და დიდგვაროვნები ერთხმად ურჩევდნენ მის დეიდაშვილ [[ისაბელ პორტუგალიელი|ისაბელ პორტუგალიელზე]] დაქორწინებას, რომელიც პორტუგალიის მეფე [[მანუელ I (პორტუგალია)|მანუელ I]]-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ [[მარია არაგონელი (პორტუგალიის დედოფალი)|მარია არაგონელის]] უფროსი ქალიშვილი იყო, მარია არაგონელი კი კარლის ღვიძლი დეიდა იყო. 18 წლის მეფე ამ წინადადებას არც ეთანხმებოდა და არც უარყოფდა. 1518 წელს მანუელ I-მა ცოლად კარლის უფროსი და [[ელეონორ ავსტრიელი]] შეირთო. ვინაიდან ესპანეთს ამ ქორწინებით პორტუგალიასთან ალიანსი უკვე ჰქონდა, კარლს შეეძლო ცოლად სხვა ეროვნების ქალი შეერთო. 1521 წლიდან კარლს მისმა ფლანდრიელმა მრჩევლება შესთავაზეს მის დეიდაშვილზე, ჰენრი VIII-ისა და [[კატალინა არაგონელი|კატალინა არაგონელის]] ერთადერთ ქალიშვილ [[მერი I (ინგლისი)|მერი ტიუდორზე]] დაქორწინება. მერი ინგლისის ტახტის მემკვიდრე იყო და ჰენრის გარდაცვალების შემდეგ კარლი ინგლისში გამეფებას შეძლებდა, თუმცა ამავე წელს მანუელ I გარდაიცვალა, ელეონორა კი უკან დააბრუნეს. ამის შემდეგ ესპანეთს უკვე აღარ აკავშირებდა ალიანსი პორტუგალიასთან, რამაც კარლი ისაბელზეც დააფიქრა, თუმცა მერიზე ქორწინებასაც არ თვლიდა ურიგოდ. თუმცა კარლმა თავისი არჩევანი ისაბელზე შეაჩერა, ვინაიდან კარლი უკვე ოცი წლის კაცი იყო, მერი კი 6 წლის ბავშვი, ისაბელი კი კარლის თანატოლი იყო და მერისაგან განსხვავებით მას მისთვის უკვე შეეძლო შვილების გაჩენა.
 
1525 წლიდან კარლმა უკვე საბოლოოდ თქვა უარი მერი ტიუდორზე დაქორწინებაზე, ვინაიდან მას მემკვიდრეები მალევე სურდა, ამის საშუალება კი ისაბელთან ჰქონდა. პავიის ბრძოლის შემდეგ კარლმა ინგლისელებს ოფიციალურად განუცხადათ უარი და გამოაცხადა, რომ პორტუგალიის პრინცესა ისაბელზე აპირებდა დაქორწინებას. კარლმა პორტუგალიასთან მჭიდრო კავშირის გასაკეთებლად პორტუგალიის მეფე [[ჟუან III (პორტუგალია)|ჟუან III]]-ს (ისაბელის ძმას) ორმაგი დინასტიური ქორწინება შესთავაზა, რაზეც ჟუანი დასთანხმდა. კარლი ცოლად ისაბელ პორტუგალიელს ირთავდა, ხოლო ჟუან III-ს ცოლად მიჰყვებოდა კარლის უმროსი და — [[ეკატერინე ავსტრიელი]]. ისაბელის მზითვით, რომელიც 900 000 ოქროს მონეტას შეადგენდა, კარლმა მთლიანად გაისტუმრა იტალიურ ომებში დადებული ვალები.
[[ფაილი:Charles V and Empress Isabella of Portugal, by Peter Paul Rubens.jpg|მინი|296x296პქ|აბელ პორტუგალიელისა და კარლ V-ის პორტრეტი, შექმნილია [[პეტერ პაულ რუბენსი|პეტერ პაულ რუბენსის]] მიერს]]
1526 წლის 10 მარტს ქალაქ [[სევილიის ალკასარი|სევილიის ალკასარის სასახლეში]] კარლი და [[ისაბელ პორტუგალიელი|ისაბელი]] დაქორწინდნენ. მართალია თავიდან მათი ქორწინება წმინდა წყლის პოლიტიკური კავშირის გამო შედგა, თუმცა წყვილს ერთმანეთი პირველივე ნახვისთანავე ძალიან შეუყვარდა და ისაბელის სილამაზით დატყვევებულმა კარლმა მალევე მისი ნახატის დახატვა ბრძანა, მისი სილამაზის უკვდავსაყოფად. მათი ქორწინება პირველივე დღიდან ძალიან ბედნიერი იყო. კარლმა და ისაბელმა თაფლობის თვე ალჰამბრაში გაატარეს. 1527 წელს მათი სიყვარულის სიმბოლოდ კარლმა გრანადაში სასახლე ააგო, რომელიც მათ საყვარელ ადგილად იქცა, თუმცა შემდგომში ომებისას ეს სასახლე დაინგრა და მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს მოხერხდა მისი რესტავრაცია.
 
მიუხედავად იმისა, რომ კარლს ხშირად წლობის მანძილზე უწევდა საზღვარგარეთ ცხოვრება, მათი ქორწინება მაინც ბედნიერი იყო, რადგან ორივე ერთმანეთის მოსიყვარულე და ერთგული მეუღლე იყო. იგი იმდენად ენდობოდა ისაბელს, რომ წლობით იგი მას ესპანეთის რეგენტად ნიშნავდა და თავიდან ბოლომდე აძლევდა ქვეყნის მართვის სადავეებს. კარლი კმაყოფილი იყო ცოლის პოლიტიკური ალღოთი და მიღწევებით.
 
მათი ბედნიერი ქორწინება მხოლოდ ცამეტი წელი გაგრძელდა, მანამდე სანამ 1539 წელს 35 წლის ისაბელი მშობიარობის შემდგომ ინფექციას არ გადაჰყვა. მას მეშვიდე ორსულობისას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, მკვდარი ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც იგი ძლიერ დაავადდა და 1 მაისს გარდაიცვალა. კარლმა მისი დაკარგვა საშინლად განიცადა, იგი ორი თვის მანძილზე მონასტერში გამოიკეტა, სადაც მხოლოდ პურისა და წყლის ამარა გლოვობდა ისაბელს და ლოცულობდა მისთვის. მოგვიანებით იგი შედარებით გამოვიდა მდგომარეობიდან, თუმცა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება შავებში იმოსებოდა. თავისი უსაყვარლესი მეუღლის ხსოვნის უკვდავსაყოფად კარლმა ორი რექვიემი შეუკვეთა. 1548 წელს კი ისაბელის ძველ პორტრეტზე დაყრდნობით თავის საყვარელ მხატვარს — [[ტიციანი|ტიციანს]] ისაბელის პორტრეტი დაახატვინა, ამას მოჰყვა ტიციანის პორტრეტზე დაყრდნობით შესრულებული [[პეტერ პაულ რუბენსი|რუბენსის]] ტილო, რომელზეც ისაბელთან ერთად კარლიცაა გამოსახული. მოგვიანებით, როდესაც კარლი ტახტიდან გადადგა და მონასტერში წავიდა, თან მხოლოდ ეს პორტრეტები წაიღო.
 
== ჯანმრთელობა ==
კარლს მთელი თავისი ცხოვრება წინ წამოწეული დეფორმირებული ქვედა ყბა ჰქონდა, რომელიც მან [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან I]]-გან მიიღო მემკვიდრეობით. ასეთივე ყბა ჰქონდა ყველა მის შთამომავალს, რომელიც ახალ თაობაში სულ უფრო და უფრო ძლიერ ეფექტს იძენდა, კულმინაციამ კი [[კარლ II (ესპანეთი)|კარლ II]]-თან მიაღწია. სწორედ აქედან დამკვიდრდა ტერმინი ჰაბსბურგული ყბა, რაც წინ წამოწეულ ქვედა ყბას ნიშნავს. ეს დეფექტი გამოწვეული იყო იმით, რომ ჰაბსბურგები გამუდმებით უახლოეს ნათესავებზე ქორწინდებოდნენ, ხდებოდა სისხლის აღრევა და თითქმის ყოველთვის მსგავსი დეფექტიანი ბავშვი იბადებოდა. გარდა ამისა კარლს ჰქონდა ეპილეფსია, რომელიც შემდგომში გუტის დაავადებაში გადაიზარდა, რის გამოც უამრავი წლის მანძილზე იგი დიეტას იცავდა, რაც წითელი ხორცის აკრძალვას ნიშნავდა. ეს დაავადება მას ფეხებზე ჰქონდა, რაც თანდათან უფრო პროგრესირებდა. ბოლო წლებში კი, როდესაც იგი ბერად აღიკვეცა მონასტერში, იგი სიარულს ვეღარ ახერხებდა და სავარძელში იჯდა, საჭირო ნივთები კი ყოველთვის ახლოსვე ელაგა.
 
== ტახტიდან გადადგომა და დარჩენილი ცხოვრება ==
Line 386 ⟶ 401:
[[კატეგორია:კასტილიის მეფეები]]
[[კატეგორია:XVI საუკუნის ევროპის მონარქები]]
[[კატეგორია:ნეაპოლის მეფეები]]
[[კატეგორია:სარდინიის მეფეები]]
[[კატეგორია:სიცილიის მეფეები]]
[[კატეგორია:ჰოლანდიის გრაფები]]
[[კატეგორია:ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგები]]
[[კატეგორია:იტალიური ომები]]
[[კატეგორია:ავსტრიის ერცჰერცოგები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_V“-დან