კარლ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 108:
=== საღვთო რომის იმპერია ===
[[ფაილი:Papa Clemente VII e l'imperatore Carlo V a cavallo sotto un baldacchino (8 de agosto de 2018, Museo degli affreschi Giovanni Battista Cavalcaselle, Verona).jpg|მინი|297x297პქ|1530 წელს კარლ V-ის საღვთო რომის იმპერატორად და იტალიის მეფედ კურთხევა ბოლონიაში, კარლის გვერდით კი გამოსახულია რომის პაპი [[კლემენტ VII]]]]
1519 წელს გარდაიცვალა კარლის ბაბუა, იმპერატორი [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან I]], რის შემდეგაც კარლი საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი გახდა. მას ტახტზე უამრავი მეტოქე ჰყავდა, როგორებიცაა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]], საქსონიის კუფიურსტი (რომელიც კარლის დიდი ბაბუის, [[ფრიდრიხ III (სრი)|ფრიდრიხ III]]-ის შთამომავალი იყო) და ა.შ. 1520 წლის 26 ოქტომბერს კარლი გერმანიის მეფედ, ხოლო 1530 წელს ბოლონიაში რომის პაპმა [[კლემენტ VII|კლემენტ VII-]]<nowiki/>მ იგი ჯერ იტალიის მეფედ, შემდეგ კი უკვე საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა.
 
 
ხაზი 126:
საფრანგეთთან მესამე ომი 1536 წელს დაიწყო. ამ წელს მილანის ჰერცოგი, სფორცას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ფრანჩესკო II გარდაიცვალა. ტახტზე კარლის ვაჟი ფილიპე ავიდა, თუმცა ფრანსუას მილანზე პრეტენზიები კვლავ განუახლდა. მართალია ფრანსუამ მილანი ვერ დაიპყრო, თუმცა დაიპყო მეზობლად მდებარე [[სავოიის საჰერცოგო]], რომელიც კარლისა და ესპანელების მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო. 1538 წელს ნიცის ზავით დასრულდა ომი. მშვიდობის პირობებში ფრანსუამ ალიანსი დაამყარა ოსმალეთის სულთან [[სულეიმან I]]-თან, კარლმა კი ამის საპასუხოდ ალიანსი განაახლა ინგლისის მეფე ჰენრი VIII-თან. 1542 წელს ომი კვლავ განახლდა. ფრანკო-ოსმალურმა გაერთიანებულმა ფლოტმა ნიცა დაიპყრო, რასაც ჩრდილო საფრანგეთში ანგლო-ესპანური ჯარების შეჭრა მოჰყვა. 1544 წელს ომი შეჩერდა და [[სტატუს-კვო|სტატუს ქვო]] შენარჩუნდა.
 
1547 წელს ფრანსუა I გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ვაჟი [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II ვალუა]] ავიდა, რომელიც მამის საქმეს განაგრძობდა. 1551 წელს ანრიმ ომი განაახლა. მან მდგომარეობა გაიმყარა სავოიაში, შეიჭრა კარლის მოკავშირე ლოთარინგიაში, დაიპყრო მისი მესამედი და ტყვედ ჩაიგდო ლოთარინგიის ჰერცოგი [[შარლ III ლოთარინგიელი|შარლ III]]. 1558 წელს ისარგებლა სიტუაციით და ანრიმ კარლის მოკავშირე ინგლისს კალე წაართვა. მოგვიანებით ანრიმ ომები კარლის მემკვიდრეებთან, [[ფერდინანდ I (სრი)|ფერდინანდ I]]-თან და [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II-]]<nowiki/>თან განაგრძო.
 
=== კონფლიქტები ოსმალეთის იმპერიასთან ===
ხაზი 235:
|
|}
გარდა ისაბელთან შეძენილი კანონიერი შვილებისა, ქორწინებამდე და დაქვრივების შემდეგ კარლს ჰყავდა საყვარლები, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:
 
იოჰანა მარია ვონ დერ გეინისტთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:
 
# [[მარგარეტ პარმელი|მარგარეტი]] (1522—1586), პირველად ცოლად გაჰყვა ფლორენციის ჰერცოგ [[ალესანდრო მედიჩი|ალესანდრო მედიჩის]], მისი გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგ ოტავიო ფარნეზეზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, მეორედ დაქვრივების შემდეგ კი დაინიშნა ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერად;
 
ნასაუს დინასტიის წარმომადგენელ, უცნობ საყვარელთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:
 
# იოჰანა (1522—1530), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
 
ორსილინა დელა პალენასთან ჰყავდა ერთი ქალიშვილი:
 
# თადეა (1523—1562), ცოლად გაჰყვა სინიბალდო დი კოპესჩინს;
 
ბარბარა ბლომბერგთან ჰყავდა ერთი ვაჟი:
 
# იოჰანი (1547—1578), იყო ესპანური არმიის ადმირალი ლეპანტოს ბრძოლაში.
 
ისტორიკოსები ასევე თვლიან, რომ კარლს რომანი ჰქონდა თავისი ბაბუის, [[ფერდინანდ II არაგონელი|ფერდინანდ II]]-ის მეორე ცოლთან, დედოფალ [[ჟერმენა დე ფუა|ჟერმენა დე ფუასთან]], რომელთანაც ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი — ისაბელ კასტილიელი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. <gallery>
ფაილი:Anthonis Mor - Margaret, Duchess of Parma - WGA16182.jpg|[[მარგარეტ პარმელი]], კარლის უფროსი უკანონო ქალიშვილი
ფაილი:John of Austria portrait.jpg|იოჰან ავსტრიელი, კარლის ნაბოლარა უკანონო ვაჟი
</gallery>
 
== ტიტულები ==
 
* [[ფაილი:Charles V enthroned over his defeated enemies Giulio Clovio mid 16th century.jpg|მინი|312x312პქ|კარლი ზის საიმპერატორო ტახტზე და გარს ახვევია მისი ვასლები, მარცხნიდან მარჯვნივ: ოსმალეთის სულთანი [[სულეიმან I]], რომის პაპი [[კლემენტ VII|კლემენტე VII]], საფრანგეთის მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]], იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგი ვილჰელმ I, საქსონიისა და თიურინგიის კურფიურსტი იოჰან ფრიდრიხ I და ჰესენის ლანდგრაფი ფილიპე I]]ბურგუნდიის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—16 იანვარი, 1556: '''კარლ II'''
* ბრაბანტის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ლიმბურგის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ლოთერის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ლუქსემბურგის ჰერცოგი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ნემურის მაკგრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ბურგუნდიის პფალცგრაფი – 25 სექტემბერი, 1506—16 იანვარი, 1556: '''კარლ II'''
* არტუას გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* შაროლის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—21 სექტემბერი, 1558: '''კარლ II'''
* ფლანდრიის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ენოს გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ჰოლანდიის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ზელანდიის გრაფი – 25 სექტემბერი, 1506—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* გელდერსის გრაფი – 12 სექტემბერი, 1543—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* გრონინგენის გრაფი – 12 სექტემბერი, 1543—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* ზუტპენიის გრაფი – 12 სექტემბერი, 1543—25 ოქტომბერი, 1555: '''კარლ II'''
* კასტილიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I''' ([[ხუანა I შეშლილი|ხუანა I-]]<nowiki/>თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* ლეონის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I''' ([[ხუანა I შეშლილი|ხუანა I]]-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* ბარსელონას გრაფი – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I'''
* რუსოლინის გრაფი – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I'''
* არაგონის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I''' (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* სიცილიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I''' (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* სარდინიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I''' (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* ვალენსიის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I''' (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* მაიორკის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ I''' (ხუანა I-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* ნეაპოლის მეფე – 14 მარტი, 1516—16 იანვარი, 1556: '''კარლ IV''' ([[ხუანა I შეშლილი|ხუანა III]]-თან ერთად 1555 წლის 12 აპრილამდე)
* ჯირონას პრინცი – 23 იანვარი, 1516—14 მარტი, 1516: '''კარლ I'''
* ასტურიის პრინცი – 26 ნოემბერი, 1504—14 მარტი, 1516: '''კარლ I'''
* რომაელ-გერმანელთა მეფე – 28 ივნისი, 1519—24 თებერვალი, 1530: '''კარლ V'''
* იტალიის მეფე – 28 ივნისი, 1519—24 თებერვალი, 1530: '''კარლ V'''
* ავსტრიის ერცჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: '''კარლ I'''
* ნოისტრიის ჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: '''კარლ I'''
* კარინტიის ჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: '''კარლ I'''
* კარნიოლას ჰერცოგი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: '''კარლ I'''
* ტიროლის გრაფი – 12 იანვარი, 1519—12 იანვარი, 1521: '''კარლ I'''
* საღვთო რომის იმპერატორი – 12 იანვარი, 1519—24 თებერვალი, 1558: '''კარლ V'''
 
ხშირ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ კარლი ასევე იყო ბოჰემიის, უნრეთისა და ხორვატიის მეფეც, ვინაიდან ისინი 1526 წელს მიუერთდა ავსტრიას, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ კარლი ავსტრიის ტახტიდან ამ ამბამდე ოთხი წლით ადრე, 1521 წელს გადადგა და ზემოთ ხსენებული სამი სამეფო ავსტრიას მისმა ძმამ, [[ფერდინანდ I (სრი)|ფერდინანდ I]]-მა მიუერთა და სწორედ ის ატარებდა ამ ტიტულებსაც, თუმცა ოფიციალურად კარლის იყო უნგრეთისა და ხორვატიის მეფეც, თუმცა მხოლოდ ფორმალური სახით. თავად კარლის ოფიციალური წოდება კი შემდეგნაირად წარმოდგება:
 
"''კარლი, ღვთის ხელით დასმული საღვთო რომის იმპერატორი, სამუდამო ავგუსტი, მეფე გერმანიის, მეფე იტალიის, მეფე სრულიად ესპანეთისა, კასტილიისა, ლეონისა, არაგონისა, უნგრეთისა, დალმაციისა, ხორვატიისა, ნავარისა, გრანადისა, ტოლედოსი, ვალენსიისა, გალისიისა, მაიორკისა, სევილიისა, კორდოვისა, მურსიისა, ხაიენისა, ალგარვისა, ალჟირისა, გიბრალტარისა, კანარის კუნძულებისა, ორი სიცილიისა, სარდინიისა, კორსიკისა, იერუსალიმისა, მეფე დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთისა, მეფე სრულიად კუნძულებისა და ოკეანეთისა, ავსტრიის ერცჰერცოგი, ჰერცოგი ბურგუნდიისა, ბრაბანტისა, ლოთარინგიისა, ნოისტრიისა, კარინტიისა, კარნიოლისა, ლიმბურგისა, ლუქსემბურგისა, გერდერლენდისა, ნეაპოლიტანიისა და ვიუტემბერგისა, ალსკასეს მაკგრაფი, პრინცი შვაბიისა, ასტურიისა და ჯირონისა, გრაფი კატალონიისა, რუსოლინისა, ფლანდრიისა, ჰაბსბურგისა, ტიროლიისა, გორიცისა, ბარსელონისა, არტუისა, ენოსი, ჰოლანდიისა, ზელანდიისა, ფერეტესა, კაიბურგისა, ნემურისა, კერდაგენისა, დრენთისა, ზუტპენიისა, მაკგრაფი ბარგუსა, ორისტანოსა და კოსტერისა, ლორდი ფრიზიისა, ვენდური მარკისა, ბისკაისა, სალინსისა, ტრიპოლისა და მეხელენისა."''
 
== ჰერალდიკა ==
<gallery widths="200" heights="200">
ფაილი:CoA Carlos I de España.svg|კარლის გერბი 1506-1519 წლებში, როცა იგი ესპანეთის, ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების მამრთველი იყო
ფაილი:Greater Coat of Arms of Charles I of Spain, Charles V as Holy Roman Emperor (1530-1556).svg|კარლის გერბი 1519-1556 წლებში, როდესაც იგი საღვთო რომის იმპერიასა და ესპანეთს ერთდროულად მართავდა
ფაილი:Coat of arms of Charles, Infant of Spain, Archduke of Austria, Duke of Burgundy.png|კარლის გერბი როცა იგი იყო ესპანეთის ინფანტი, ავსტრიის ერცჰერცოგი და ბურგუნდიის ჰერცოგი
ფაილი:Royal Bend of Charles V.svg|კარლის სამეფო დროშა
</gallery>
 
== წინაპრები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_V“-დან