ზღმარტლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.
ხაზი 1:
[[სურათი:Illustration Mespilus germanica0.jpg|thumb|ზღმარტლი]]
'''ზღმარტლი''' (Mespilus), ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობა - [[ჩვეულებრივი ზღმარტლი]] (Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 მმდე სიმაღლის) ეკლიანი ხე ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისები მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები; ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია, იჭმევა. ველურად გვხვდება ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ყირიმსა და თურქმენეთში. [[საქართველო]]ში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი - მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია. აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანაში და აშშ-ში.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 4, გვ. 553, თბ., 1979
 
[[კატეგორია:ვარდისებრნი]]
 
[[da:Mispel-slægten]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზღმარტლი“-დან