ებრაელები აზერბაიჯანში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
== ისტორია ==
[[ფაილი:Jews sinagogue in Baku.png|მარცხნივ|მინი|სინაგოგა ბაქოში]]
ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფების [[ებრაელები]] ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში: მთიელი ებრაელები, აშქენაზები და ქართველი ებრაელები. [[1990]] წელს [[ბაქო|ბაქოში]] გათხრებისას აღმოჩენილი იქნა იუდეველთა ადრეული ცნობები არქეოლოგთა მიერ. გათხრებისას აღმოჩენილია ებრაული კვარტლის ნაშთები და შაბრანის [[სინაგოგა]], რომელიც მე -7 საუკუნით თარიღდება<ref>[http://eleven.co.il/diaspora/regions-and-countries/10098/ Электронная еврейская энциклопедия - Азербайджан]</ref>.
 
[[1810]] წლიდან აშქენაზები ბაქოში დასახლდნენ<ref>[http://eleven.co.il/diaspora/communities/10381/ Электронная еврейская энциклопедия - Баку]</ref>. ოფიციალური მონაცემებით, [[1835]] წელს [[ყუბა|ყუბაში]] ცხოვრობდა 2,718 ებრაელი, ხოლო ყუბის მაზრაში 2,774<ref>[https://ru.wikisource.org/wiki/%D0%95%D0%AD%D0%91%D0%95/%D0%9A%D1%83%D0%B1%D0%B0,_%D1%83%D0%B5%D0%B7%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B4 Куба, уездный город] </ref>.
 
[[1897]] წლის აღწერის მიხედვით, ბაქოში ცხოვრობდა 2,341 ებრაელი, ხოლო მაზრაში 154<ref>[https://ru.wikisource.org/wiki/%D0%95%D0%AD%D0%91%D0%95/%D0%91%D0%B0%D0%BA%D1%83 Баку]</ref>. [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის]] არსებობისას 1918-1920 წლებში ებრაელი ევსეი გინდესი რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო<ref name=":0">[http://old.sakharov-center.ru/publications/azrus/az_012.htm Расим МУСАБЕКОВ - Становление независимого азербайджанского государства и этнические меньшинства]</ref>.
 
მნიშვნელოვანი ზიანი ებრაულ მოსახლეობას აღმოსავლეთ კავკასიაში [[ნადირ-შაჰი|ნადირ შაჰმა]] მიაყენა<ref>Российская еврейская энциклопедия. — Российская академия естественных наук. — Т. 5. — С. 248.</ref>. 1731 წელს გუსარის აღებისას ებრაელებს ისლამი მიაღებინა. ნადირ შაჰის შეჭრის დროს მთიელი ებრაელების დასახლებები განადგურდა. ვინც შეძლო გაქცევა ყუბას შეაფარეს თავი და იქ დასახლდნენ. ისინი იმყოფებოდნენ [[ყუბის სახანო|ყუბის სახანოს]] ჰუსეინ ალი ხანის პატრონაჟის ქვეშ<ref>[http://eleven.co.il/diaspora/ethno-linguistic-groups/11277/ горские евреи]</ref>. [[2009]] წლის აღწერის მიხედვით ებრაელების 93.5 % მშობლიურ ენად დაასახელა [[ებრაული ენა]], რაც რუსიფიცირებული აშქენაზი ებრაელების ფონზე უჩვეულოა. აზერბაიჯანელი ებრაელების 19.3 % განაცხადა, რომ თავისუფლად ფლობენ [[რუსული ენა|რუსულ ენასაც]]<ref>[http://www.demoscope.ru/weekly/2016/0693/tema04.php Быстрое постарение продолжается, но есть исключение - Азербайджан]</ref>.
 
== ტოლერანტობა ==
[[ფაილი:“Xabad-Or-Avner” təhsil mərkəzinin binasının təməlqoyma mərasimi.jpg|მინი|300x300პქ|[[მეჰრიბან ალიევა]] ებრაული საგანმანათლებლო ცენტრის პროექტის დათვალიერებისას. [[31 მაისი]], [[2007|2007 წელი]], [[ბაქო]]]]
აზერბაიჯანელ იუდეველებისადმი თითქმის არასოდეს  ყოფილა ანტისემიტიზმის გამოვლინება. აზერბაიჯანის ებრაული საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკის პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
 
ამჟამად, რესპუბლიკაში რამდენიმე სინაგოგა ფუნქციონირებს, არსებობს საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციის [[ებრაული სააგენტო|„სოხნუთის“]] ფილიალი, საზოგადოება „აზერბაიჯანი-ისრაელი“. ებრაული თემებისა და აზერბაიჯანში ისრაელის საელჩოს დახმარებით, მრავალი კულტურული ღონისძიება ტარდება, გამოიცემა ებრაული ლიტერატურა<ref name=":0" />.
 
[[2007]] წლის [[31 მაისი|31 მაისს]], [[ჰეიდარ ალიევის ფონდი|ჰეიდარ ალიევის ფონდის]] პროექტის „ტოლერანტობის მისამართი - აზერბაიჯანის“ ფარგლებში, ფონდის პრეზიდენტის, [[მეჰრიბან ალიევა|მეჰრიბან ალიევას]] მონაწილეობით, ბაქოში მცხოვრები ებრაელი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დასრულდა [[2010]] წელს. 2010 წლის [[4 ოქტომბერი|4 ოქტომბერს]] აზერბაიჯანის პრეზიდენტმა [[ილჰამ ალიევი|ილჰამ ალიევმა]], მისმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევამ და დსთ-ს ებრაული თემების ფედერაციისა და საერთაშორისო ფონდ „ორ-ავნერის“ პრეზიდენტმა ლევ ლევაევმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ცენტრის გახსნის ცერემონიალში<ref>[https://www.trend.az/azerbaijan/politics/1761115.html Президент Азербайджана Ильхам Алиев принял участие в открытии образовательного центра для еврейских детей "Хабад-Ор-Авнер" в Хатаинском районе Баку] - ''trend.az''</ref>. ცენტრი ასწავლის ებრაული კულტურის საფუძვლებს, რომელიც გათვლილია 450 მოსწავლეზე<ref>[https://heydar-aliyev-foundation.org/ru/content/view/139/2245/%E2%80%9CXabad-Or-Avner%E2%80%9D-T%C9%99hsil-M%C9%99rk%C9%99zi/ Образовательный центр «Хабад-Ор-Авнер»]</ref>.
 
== სქოლიო ==