ბაქტრია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Bactria-320BCE.png|220px|მინიატიურა|ბაქტრია შუა აზიის რუკაზე]]
'''ბაქტრია''' (ძვ. ბერძ. Βακτριανή ძვ.სპარს. Baxtri-; სპარს. باختر ,بلخ‎; ტაჯ. Балх, Бохтар; უზბ. Балх) — ისტორიული ოლქი [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთს]], [[უზბეკეთი|უზბეკეთს]] და [[ავღანეთი|ავღანეთს]] შორის, [[ჰინდიყუში]]ს მთიანეთის სამხრეთით და [[ფერგანაფერღანის ხეობა|ფერღანის ხეობის]]ს ხეობის ჩრდილოეთით. ქვეყნის დედაქალაქი იყო ბაქტრია ჩრდ. [[ავღანეთი]]ს ტერიტორიაზე. ბაქტრიელები საუბრობდნენ [[ინდოევროპული ენათა ოჯახი]]ს ინდო-ირანული ჯგუფის ერთ-ერთ ირანულ ენაზე. თანამედროვე [[ტაჯიკები]] და [[პუშტუნები]] ძველი ბაქტრიელების პირდაპირი შთამომავლები არიან.
 
== გეოგრაფია ==
ბაქტრია წარმოადგენს [[ამუდარია|ამუდარიის]] შუა წელზე მდებარე დაბლობ რეგიონს. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[პამირი]]ს მთიანეთი, ხოლო სამხრეთიდან [[ჰინდიყუში]]. ჰინდიყუშის მთიანეთიდან ჩამომავალი მდინარის დელტის წყალობით, ბაქტრიის შუაგულში ოაზისი ჰყვაოდა. ოაზისის ცენტრი იყო ქალაქი ბაქტრია, რომელმაც მისცა სახელი ქვეყანას. ბაქრიის ჩრდილოეთი საზღვარი იყო [[ამუდარია]]. ის მდებარეობდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ (დიდი სტეპებიდან [[ინდოეთი|ინდოეთისაკენ]]საკენ და ოკეანის სანაპიროებისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ( [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] ქვეყნებიდან [[ჩინეთი|ჩინეთამდე]]). ასეთმა მდებარეობამ და ოლქის ნაყოფიერებამ ხელი შეუწყო რეგიონს, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონოდა ისტორიაში უხსოვარი დროიდან. მკვლევარ ნ. ი. ვავილოვის თანახმად, ბაქტრია წარმოადგენდა მრავალი კულტურული მცენარის, მათ შორის [[ხორბალი|ხორბლის]] სამშობლოს.
 
დღეისათვის, ბაქტრიის ტერიტორიების სამხრეთი ნაწილი XIX საუკუნიდან შედის [[ავღანეთი]]ს შემადგენლობაში. ჩრდილოეთ ბაქტრიის ტერიტორიები წარმოადგენს [[ტაჯიკეთი]]ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს დედაქალაქ [[დუშანბე]]ს ჩათვლით, აგრეთვე, შედის [[უზბეკეთი]]ს შემადგენლობაში და მოიცავს უზბეკეთის სამხრეთ ოლქებს.
ხაზი 9:
== ისტორია ==
[[ფაილი:GodessesBactriaAfghanistan2000-1800BCE.jpg|220px|მინიატიურა|მარცხნივ|ბაქტრიულ–მარგიანული ცივილიზაციის ეპოქის ღვთაებათა ქანდაკებები თანამედროვე [[ავღანეთი]]დან]]
ცნობილია ბაქტრიული-მარგიანული არქეოლოგიური კომპლექსის შესახებ — ეს არის [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] ერთ-ერთი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა ძვ. წ. XXVIII-XXIII საუკუნეებში ჩრდილოეთ [[ავღანეთი]]ს, დასავლეთ [[ტაჯიკეთი]]ს, აღმოსავლეთ [[თურქმენეთი]]ს და სამხრეთ [[უზბეკეთი]]ს ტერიტორიებზე. იგი ერთდროულად თანაარსებობდა დასავლეთით [[შუამდინარეთი|შუამდინარეთში]] ძველბაბილონურ სამეფოსთან და აღმოსავლეთში ინდურ ცივილიზაციასთან ერთად.
 
ერთ-ერთი კონცეფციის თანახმად, ძვ. წ. VII საუკუნეში, ირანის უდაბნოთი შემოსაზღვრულ, ქვეყნის მთიანი რეგიონის ნაყოფიერ მიწებზე ქადაგებდა წინასწარმეტყველი [[ზარატუსტრა]], იქვე გამოუჩნდნენ მას პირველი მიმდევრები. წმინდა ენას, რომელზეც დაწერილი იქნა [[ზოროასტრიზმი]]ს კანონთა წიგნი, „[[ავესტა]]“, ზოგჯერ მოიხსენებენ, როგორც ძველ ბაქტრიულ ენას. სხვა ვერსიის თანახმად, ავესტას ენა ძველ [[ხორეზმი|ხორეზმულ]] ენასთან ბევრად უფრო ახლოს დგას.
 
== აქემენიდების იმპერია ==
[[ფაილი:Map achaemenid empire en.png|220px|მინიატიურა|მარჯვნივ|ბაქტრია [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდების იმპერიის]] რუკაზე]]
[[აქემენიდების იმპერია]]ში ბაქტრია შედის ჯერ კიდევ [[კიროს დიდი]]ს პერიოდიდან და ითვლებოდა ყველაზე მდიდარ და ძლიერ [[სატრაპია]]დ. აქემენიდების იმპერიის შესახებ მრავალი ღირებული ინფორმაცია შემოგვინახა თავის შრომებში ძველბერძენმა გეოგრაფმა ქტესიამ, რომელიც მეფე [[არტაქსერქსე]]ს კარზე მრავალი წელი მოღვაწეობდა ექიმად. აქემენიდების ეპოქაში ბაქტრიაში გაჩნდა პირველი ბერძნული დასახლება, როდესაც აქ გადმოასახლეს [[მილეტი]]დან სპარსელი დამპყრობლების მხარეზე გადასული [[აპოლონი]]ს ტაძრის ქურუმები.
 
 
== ლიტერატურა ==
* Сарианиди В. И. Бактрия сквозь мглу веков. М.; Мысль, 1984.
* Литвинский Б. А., Соловьев В. С. Средневековая культура Тохаристана. М.: Наука, 1985.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/581047/Tajikistan/214553/History#ref=ref599015 ენციკლოპედია ბრიტანიკა]
* [http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%91%D0%B0%D0%BA%D1%82%D1%80%D0%B8%D1%8F/ ბაქტრია. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]
 
[[კატეგორია: ბაქტრია]]
[[კატეგორია: ტაჯიკეთის ისტორია]]
[[კატეგორია: უზბეკეთის ისტორია]]
[[კატეგორია: უზბეკეთის ისტორიული ოლქები]]
[[კატეგორია: ავღანეთის ისტორიული ოლქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქტრია“-დან