კარლ V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
 
== მემკვიდრეობა და ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:Bernhard Strigel 003b.jpg|მარცხნივ|მინი|ხუანა შეშლილი და ფილიპე ლამაზი თავიანთ შვილებთან ერთად]]
კარლი დაიბადა 1500 წლის 24 თებერვალს, ფლანდრიის ქალაქ გენტში. იგი იყო ბურგუნდიისა და ქვემო ქვეყნების ჰერცოგ [[ფილიპე I (კასტილია)|ფილიპ I]]-ისა და მისი ცოლის, დედოფალ [[ხუანა I შეშლილი|ხუანა I]]-ის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. ნიდერლანდურ და ფლანდრიულ კულტურას, შემდგომში მთელი მისი დარჩენილ ცხოვრებაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. მან განათლება უტრეხტში მიიღო, სადაც საუკეთესო პედაგოგების ხელში იზრდებოდა. კარლი განსაკუთრებიც ძლიერი აღმოჩნდა უცხო ენების შესწავლაში. როგორც ჩანს, მას პოლიგლოტობის საოცარი უნარი ჰქონდა და ჯერ კიდევ ბავშვობაში შეეძლო უამრავ ენაზე საუბარი. იგი ამბობდა:
{{ციტატა|მე ღმერთს ესპანურად ვესაუბრები, მამაკაცებს ფრანგულად, მანდილოსნებს იტალიურად, მეგობრებს გერმანულად, ბატებს პოლონურად, ცხენებს უნგრულად, ხოლო ეშმაკებს ჩეხურად}}
Line 78 ⟶ 79:
 
=== ესპანეთი ===
[[ფაილი:Toledo Skyline Panorama, Spain - Dec 2006.jpg|მინი|286x286პქ|ქალაქი [[ტოლედო]], კარლის საიმპერატორო დედაქალაქი და რეზიდენცია ესპანეთში]]
1506 წელს ვალიადოლიდში, 1510 წელს კი მადრიდში კარლმა ასტურიის პრინცის ფიცი დადო, რომ იქნებოდა დედამისის ღირსეული მემკვიდრე. ამას გარდა 1502 წელს მას არაგონის დედაქალაქ სარაგოსაშიც მოუწია იგივე ფიცის დადება, თუმცა სარაგოსას არქიეპისკოპოსმა განუცხადა, რომ მხოლოდ ამ ფიცით ვერ შეძლებდა გამეფებას. 1516 წლის 23 იანვარს კარლის ბაბუა, მეფე [[ფერდინანდ II არაგონელი]] გარდაიცვალა, რის შემდეგაც [[ხუანა I შეშლილი|ხუანა I]] როგორც კასტილიის, ისე არაგონის დედოფალი და მაშასადამე გაერთიანებული ესპანეთის პირველი მონარქი გახდა. არაგონის სამეფო გარდა საკუთრივ არაგონისა, მოიცავდა მაიორკას, სარდინიას, სიცილიას, ნეაპოლს, კატალონიასა და რუსოლინს. ვინაიდან ხუანა ამ დროს უკვე ჭკუიდან იყო შეშლილი, კარლი მათი გუბერნატორი გახდა. თუმცა კარლს ეს არ აკმაყოფილებდა და მეფის წოდება სურდა, რაშიც მას მხარს ბაბუამისი, იმპერატორი [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან I]] და ასევე რომის პაპი [[ლეო X]] უჭერდნენ მხარს.
[[ფაილი:Palacio Carlos V west.jpg|მინი|285x285პქ|კარლ V-ის რეზიდენცია [[გრანადა|გრანადაში]], რომელიც მან 1526 წელს [[ისაბელ პორტუგალიელი|ისაბელ პორტუგალიელთან]] ქორწინებისთვის ააშენებინათ]]
1516 წლის 14 მარტს კარლი დედასთან ერთად სრულიად ესპანეთის მეფე გახდა. ამ პერიოდში ხუანა უკვე გამოკეტილი იყო ტორდესილასში, ასე რომ ქვეყანას მხოლოდ კარლი მართავდა. საბოლოოდ კასტილიის მმართველმა რეგენტმა კარდინალმა ხიმენესმა კარლთან მორჩილების გამოცხადება გადაწყვიტა, თუმცა სანამ იგი მეფესთან ჩავიდოდა, 1517 წელს გზაზე მოწამლეს და გარდაიცვალა.
[[ფაილი:Pantoja de la Cruz after Titian - Charles V in Armour.jpg|მარცხნივ|მინი|კარლი ესპანეთში]]
კარლის კასტილიაში გამეფება მარტივად ვერ მოხერხდა. 1518 წელს იგი კასტილიის პარლამენტს მოელაპარაკა, რომლებმაც ტახტზე ასვლის ნება მხოლოდ შემდეგი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ დართეს. მას უნდა ესწავლა კასტილიური, კასტილიის გუბერნატორად არ უნდა დაენიშნა უცხოელი, უნდა შეეწყვიტა კასტილიიდან ძვირადღირებული ლითონების გატანა და პატივი უნდა ეცა დედამისის, დედოფალ ხუანასათვის. 1518 წლის თებერვალში, ქალაქ ვალიადოლიდში მან საბოლოოდ მიიღო კასტილიის მეფობა. ამის შემდეგ იგი სარაგოსაში გაემგზავრა არაგონის გვირგვინის მისაღებად. არაგონელებმაც დაახლოებით იგივენაირი კომპრომატები წაუყენეს, თუმცა კარლს იმდენად სწყუროდა ყველა ესპანური სამეფოს გვირგვინის დადგმა, რომ ყველაფერს აკეთებდა. ყოველივე ამის შემდეგ იგი არაგონისა და მისი დაქვემდებარებული ქვეყნების მეფე გახდა. 1512 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფერდინანდ II-მ ნავარის სამეფოს უდიდესი ნაწილი დაიპყრო, იგი აღიარებული იქნა ნავარის მეფედაც, თუმცა იმისათვის, რომ კარლი ნავარის მეფე გამხდარიყო, პამპლონაში უნდა ჩასულიყო და ნავარის პარლამენტისაგან ნებართვა მიეღო, მაგრამ როდესაც ნავარელებმაც მოისურვეს მისთვის ულტიმატუმების წამოყენება, კარლმა უარი თქვა. მიუხედავად ამისა ფორმალურად იგი მაინც იყო ნავარის მეფე კარლ IV-ის სახელით, მაშინ როცა ნავარის თავისუფალ ნაწილში სულ სხვა მონარქი მეფობდა.
 
ამიერიდან კარლი აღიარებულ იქნა ესპანეთის სუვერენულ მეფედ. თუმცა იგი დიდად არ მისდევდა ესპანურ ტრადიციებს. კასტილია დამოუკიდებელი სამეფო იყო, რომელსაც თავისი პარლამენტი მართავდა და ისინი კარლს არ აწუხებდნენ და არც რაიმე პრეტენზია ჰქონდათ მასთან, თუმცა განსხვავებული ვითარება იყო არაგონსა და ნავარაში. აქ მეფეები გაცილებით უფრო უშუალოები იყვნენ და ყოველთვის ჰქონდათ საკუთარ ხალხთან პირდაპირი კონტაქტი, ახლა კი წლები გადიოდა და მეფეს ვერც კი ხედავდნენ. კარლის მმართველობისას ესპანეთში საფუძველი ჩაეყარა და გაიფურჩქნა აბსოლუტურ მონარქიას, რამაც მწვერვალს კარლის ვაჟის, [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ის დროს მიაღწია. მიუხედავად ამისა, კარლი ესპანეთის ერთპიროვნული მონარქი 1555 წლამდე ვერ გახდა, მანამ სანამ ხუანა I არ გარდაიცვალა.
 
მალევე ესპანელები კარლის მმართველობის სტილს მიეჩვივნენ და უცხოურ ომებში მის მხარეს ბრძოლაც დაიწყეს. ამასთან კარლი მეტად დიდ ყურადღებას უთმობდა კოლონიზაციას. მისი მმართველობისას ესპანელებმა დაიპყრეს მთელი კარიბის ზღვა, ცენტრალური ამერიკა, მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი და პერუც კი. ასევე კარლმა დააფინანსა [[ფერნანდო მაგელანი|ფერდნანდო მაგელანის]] მოგზაურობა, რომელთაც პირველად შემოუარეს დედამიწას. სწორედ კარლის ხელშეწყობით დაარსდა ესპანელთა პირველი კოლონია ფილიპინებზე. 1520 წელს კასტილიელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ, კარლი კვლავ ნავარის მწვავე თემას დაუბრუნდა. ნავარის ტახტი [[ანრი II დ'ალბრეს]] უკვე დაეკავებინა და მას იმ ტერიტორიებზეც ჰქონდა პრეტენზია, რომელიც ფერდინანდ II-მ დაიპყრო. ანრიმ ალიანსი შექმნა საფრანგეთის მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-თან და ცოლად მისი და, [[მარგარიტა ანჟულიმელი]] შეირთო. ნავარასთან ომები 1524 წლამდე გაიწელა და საბოლოოდ მადრიდის ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც ზემო ნავარა ანრის რჩებოდა, ხოლო ქვემო ნავარა კარლს.
 
ნავარის საბოლოოდ შემოსაერთებლად კარლმა გადაწყვიტა ანრი II-ისა და მარგარიტას ერთადერთი ქალიშვილი და მემკვიდრე, [[ჟანა დ’ალბრე|ჟანა დ'ალბრე]] დაექორწინებინა თავის ვაჟ ფილიპე ესპანელზე. საქორწინო მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა, რასაც საბოლოოდ ნავარის ესპანეთთად გაერთიანება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მოულოდნელად ჟანამ ფილიპეზე დაქორწინება აღარ მოისურვა და იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგ ვილჰელმზე დაქორწინდა. ჟანასა და ვილჰელმის უშვილო ქორწინება გაუქმდა და ამის შემდეგ ჟანა ცოლად საფრანგეთის მეფის ბიძაშვილ [[ანტუან დე ბურბონი|ანტუან დე ბურბონს]] გაჰყვა ცოლად, მათი ვაჟი [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV]] კი უკვე საფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა და ნავარა სამუდამოდ გაერთიანდა საფრაგეთთან. ფილიპე და ჟანა კი სიცოცხლის ბოლომდე მოსისხლე მტრებად დარჩნენ.
 
კასტილია კარლის ესპანურ სამეფოებში მოიაზრებოდა, როგორც სამეფო ხაზინის შემავსებელი და ყველაზე დიდი ჯარის გამომყვანი მხარე. ესპანეთის მეფეები ყოველთვის კასტილიით ცდილობდნენ კრიზისიდან გამოსვლას, რასაც საბოლოოდ ფილიპე II-ის დროს კასტილიის გაკოტრება მოჰყვა შედეგად.
 
=== იტალია ===
{{მთავარი სტატია კატეგორიაში|იტალიური ომები}}
[[ფაილი:Manif. di bruxelles su dis.di bernart von orley, arazzi della battaglia di pavia, attacco alla gendarmeria francese, IGMN144483, 1526-31.JPG|მინი|338x338პქ|პავიის ბრძოლა]]
არაგონის ტახტზე ასვლით კარლმა ესპანური მიწების გარდა მიიღო სიცილიის, სარდინიისა და ნეაპოლის მეფობაც. არაგონის სამეფო ასევე აკონტროლებდა მილანის საჰერცოგოსაც, რომელიც კარლის გამეფებამდე ერთი წლით ადრე, 1515 წელს ანექსირებულ იქნა საფრანგეთის მიერ. 1522 წელს ბიკოკას ბრძოლაში კარლმა დაამარცხა ფრანგებისა და შვეიცარიელების გაერთიანებული არმია და მილანი ხელმეორედ დაიპყრო. 1524 წელს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ჯარებმა მილანი კვლავ დაიპყრეს, თუმცა 1525 წლის 24 თებერვალს კარლმა პავიის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ფრანგები, რის შემდეგაც მილანის საჰერცოგოში ესპანელები რამდენიმე საუკუნის მანძილზე გაბატონდნენ. საბოლოოდ ესპანეთის განკარგულებაში აღმოჩნდა იტალიის ნახევარი, რასაც იტალიური ომების არაერთხელ განახლება, თუმცა ამან ესპანელთა ძალაუფლება იტალიაში მხოლოდ გაამყარა.
 
თუმცა ბალკანეთიდან მემეზობლე ოსმალები დიდ საფრხეს უქმნიდნენ ესპანეთის იტალიურ კოლონიებსა და მათ მშვიდობიან ვაჭრობას არ აცდიდნენ. ამას საბოლოოდ მოჰყვა 1538 წელს ესპანეთისა და ყველა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს გაერთიანება და წმინდა ლიგის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. წმინდა ლიგის ჯარებმა გამანადგურებელი მარცხი იგემეს 1538 წელს პრევეზას ბრძოლაში, სადაც თურქებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა წმინდა ლიგასა და ოსმალებს შორის კარლის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, 1571 წელს, სადაც ლეპანტოს ბრძოლაში ოსმალებმა კვლავ დაამარცხეს ქრისტიანები და მათ კვიპროსი საბოლოოდ დაიპყრეს.
 
=== ამერიკა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_V“-დან