ამენჰოტეპ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

გრამატიკული შეცდომა შევასწორე
(გრამატიკული შეცდომა შევასწორე)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
'''ამენჰოტეპ IV''', '''ეხნატონი''' — [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[ფარაონი]] [[XVIII დინასტია|XVIII დინასტიიდან]], მეფობდა [[ძვ. წ. 1424]] - დაახლოებით [[ძვ. წ. 1400]] (პირველი ექვსი წელი - ძვ. წ. 1424 - ძვ. წ. 1419 მამასთან [[ამენჰოტეპ III|ამენჰოტეპ III-თან]] ერთად).
 
მის დროს ეგვიპტის სამხედრო ძლიერება დაეცა. სირია და პალესტინა ცდილობდნენ ეგვიპტის ბატონობისაგან განთავისუფლებას. განსაკუთრებით გამწვავდა მდგომარეობა ეგვიპტის სამფლოფელოების აზიურ ნაწილში უცხო ტომების შემოჭრის შემდეგ. ამენჰოტეპ IV-მ მრავალღმერთიანობის ძველი ტრადიციული ფორმა ღვთაება [[ატონი|ატონის]] სახელმწიფო კულტით შეცვალა. რელიგიის რეფორმა შეეხო ცხოვრების ყველა მხარეს და განსაკუთრებული კვალი დატოვა ხელოვნებაში. ინგრეოდა ძველი კანონები და დოგმები, იქმნებოდა, უფრო ცოცხალი მხატვრული სტილი. [[ამონი|ამონის]] კულტთან დაკავშირებულ ქურუმობასა და ნომარქოსთა არისტიკრატიასთანარისტოკრატიასთან შინაური ბრძოლისას ფარაონი საშუალო, თავისუფალ ფენებს ეყრდნობოდა. ააგო ახალი დედაქალაქი [[აჰეტატონი]] და თავად ''ეხნატონი'' (ეხნე-იოტი - "ატონისათვის მარგი") დაირქვა.
 
ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი რელიგიის რეფორმა გააუქმეს და ამონის კულტი კვლავ აღადგინეს. ამენჰოტეპ IV წყაროებში 1402 წლიდან აღარ იხსენიება, მეფობის შემდგომ წლებს, ალბათ, მას შეცდომით მიაწერენ.
58

რედაქტირება