ყულევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
ყულევის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში. გამოვლენილია ორი ნამოსახლარი. ერთი მდინარე ხობის მარჯვენა მხარეს, ზღვის ნაპირას, და მეორე მისგან 300 მეტრზე, მდინარე ცივზე. მეორე ნამოსახლარის ზედა უგვიანესი ფენა ქალაქის ტიპის დასახლებადაა მიჩნეული.
 
1804 წელს ხობისწყლის შესართავში დაარსდა დასახლება სახელწოდებით რედიტ-კალე. მისი დაარსება უკავშირდება ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგებას და რედუტი მოწყობას. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. ამ დროს მისი მოსახლეობა 400 ადამიანი იყო, ხოლო გარნიზონში 600-700 ჯარისკაცი იდგა. 1822 წელს რედუტ-კალეში ინგლისური საქონლის სავაჭრო დუქანი გახსნა [[იაკობ მარი|იაკობ მარმა]]. ვაჭრების უმეტესობა იყო [[სომხები|სომეხი]] და [[ბერძნები|ბერძენი]]. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003821730#?page=650 Полное собрание законов Российской империи. Собрание 2. - Санкт-Петербург]</ref> [[ყირიმის ომი]]ს (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.
 
==დემოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყულევი“-დან