მოლუსკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 11:
| commons = Mollusca
}}
'''მოლუსკები''', '''რბილტანიანები''' ({{lang-la|Mollusca) ([[ლათ.]];}} {{lang-la|molluscus — რბილი}}), ''რბილტანიანები'', [[უხერხემლოები|უხერხემლო]] [[ცხოველები]]ს ტიპი. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე მეტი სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს [[ოკეანე]]ში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები — ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია [[საქართველო]] (გვხვდება დაახლოებით 230 სახეობა და ქვესახეობა).
 
მოლუსკები გაერთიანებულია 7 კლასში: [[მუცელფეხიანები]], [[ჯავშნიანები]], [[მონოპლაკოფორები]], [[ღარმუცლიანები]], [[ორსაგდულიანები]], [[სკაფოპოდები]], [[თავფეხიანები]]. მოლუსკების სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული [[ნიჟარა]]შია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე თვალები ზის. ზოგს თავი სულ არ აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული.მისი ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის რღუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს და თირკმელებს, ხოლო ტანი — საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ (მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა დახვეული და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოლუსკები“-დან