კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB
No edit summary
ხაზი 28:
აღნიშნულ პერიოდში ასევე არაერთი რუკა იქნა გამოცემული, რომლებთაც ახასიათებდათ საერთო ნაკლი, არ ჰქონდათ ასტრონომიული ათვლის წერტილი და არ ითვალისწინებდა რეალობასთან პროპორციულობას. ასევე დაბალი ხარისხის იყო მეხობელი ქვეყნების მიერ შექმნილი რუსეთის რუკებიც, რადგანაც ეფუძნებოდა გამოკითხულთა ცნობებსა და მოგზაურთა პირად ჩანაწერებს.
 
რუსეთის ძველი რუკებიდან ცნობილია 1614 წელს ამსტერდამში შექმნილი ლათინურენოვანი და 1631 და 1651 წელბშიწლებში შექმნილი ორი რუსულენოვანი რუკა, რომლებიც ასლებს წარმოადგენენ. რათქმაუნდა ეს უკანასკნელი სამი რუკა ძველი ფომრბისაგან წინგადადგმული ნაბიჯი იყო მაგრამ იყო ბევრი უზუსტობები გაპარული.
 
რუსული კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას რუსეთში, უკავშირდება [[პეტრე პირველი]]ს სახელს. მისი დავალებით დაიწყო რუსეთის იმპერიის დეტალური აღწერა შემდგომში რუკის შექმნის მიზნით. ასე მაგალითად კასპიის ზღვის ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად ჩატარებული იყო აღწერები: ბეკოვიჩის (1715 წ.), კოჟინის (1716 წ.), ვერდერისა და სემიონოვის (1719 წ.) და გერბერის (1722 წ.) მიერ. 1719 წელს კამჩატკისა და კურილიის კუნძულების აღსაღწერად გაიგზავნა ექსპედიცია ებრეინოვისა და ლუჟინის ხელმძღვანელობით. მაგრამ სამუშაოების საფუძვლიან დასაწყისად ითვლება 1720 წლის 9 დეკემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საზღვაო აკადემიიდან უნდა შეეკრიბათ გეოდეზიასა და გეომეტრიაში დახელოვნებული 30 ახალგაზრდა, რომლებიც დაიგზავნებოდნენ სხვადასხვა გუბერნიებში მიწების გაზომვისა, ლენდკარტების შედგენისა და რუსეთის შიდა მხარეების აღწერისათვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან