ადაპტაციური სინდრომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ადაპტაცია (მრავალმნიშვნელოვნება)}}
'''ადაპტაციური სინდრომი''', ''საერთო ადაპტაციური სინდრომი'' ({{lang-la|adaptatio}} „შეგუება“, „მორგება“, {{lang-el|syndrome}} „თავმოყრა“) — ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გამღიზიანებლების გავლენით წარმოქმნილი საერთო დამცველობითი რეაქციების ერთობლიობა, რაც ხელს უწყობს დარღვეული წონასწორობის აღდგენას და მიმართულია [[ჰომეოსტაზი]]ს შესანარჩუნებლად. ეს რეაქციები ხელს უწყობს ორგანიზმში დარღვეული წონასწორობის აღდგენას და ემსახურება შინაგანი გარემოს მუდმივობის დაცვას — [[ჰომეოსტაზი|ჰომეოსტაზს]]. ადაპტაციური სინდრომის ცნება შემოიღო კანადელმა მეცნიერმა ჰ. სელიემ (1936). ადაპტაციური სინდრომის გამომწვევ ფაქტორებს (ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა, მაიონიზებელი გამოსხივება, ტემპერატურის მკვეთრი ცვალვა ბადობა, ინფექცია, სისხლის დაკარგვა და სხვ.) სტრესორები ეწოდება, ხოლო მათი მოქმედებით გამოწვეულ ორგანიზმის მდგომარეობას — სტრესი (ინგლ. — დაძაბვა). ადაპტაციური სინდრომის ძირითადი ნიშნებია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გადიდება და სეკრეციული მოქმედების გაძლიერება, ელენთისა და ლიმფური კვანძების შემცირება, ცვლილებები სისხლში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა და სხვ.; ადაპტაციური სინდრომში განარჩევენ ორ ან სამ სტადიას. პირველი განგაშის სტადიაა. გრძელდება 6-იდან 48 სთ-მდე. ამ სტადიაში ორგანიზმი ცდილობს შეეგუოს მძიმე მდგომარეობას. თუ დამაზიანებელი მოქმედება არ არის ძლიერი, ვითარდება მეორე, ე. წ. რეზისტენტობის სტადია. ორგანიზმი ხდება მდგრადი არახელსაყრელი ფაქტორებისადმი, ძლიერდება დამცველი, ნერვულ-ჰუმორალური მექანიზმების მოქმედება და სტადიის ბოლოს უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. თუ დამაზიანებელი მოქმედება ძლიერია და ამავე დროს ხანვრძლივი, ორგანიზმი კარგავს რეზისტენტობას, დამცეელი მექანიზმების მოქმედება სუსტდება, შემგუებელი ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდების) გამოყოფა მცირდება და ვითარდება მესამე — გამოფიტვის სტადია. მდგომარეობა უარესდება და ორგანიზმი შეიძლება დაიღუპოს.
 
==ლიტერატურა==